პიკნიკMENU

7_issue_culinart45

დღეს დიდი დღეა! ჩვეულებრივი weekend-ი არ გახლავთ… წელიწადის ამ დროს, შაბათ- კვირა დღესასწაულის ტოლფასია… რაც უფრო კარგი ამინდია, მით უფრო ქვეითდება (ჩემი) შროისუნარიანობა და ვაღიარებ, რომ მთელი სამუშაო კვირა ვგეგმავ, როგორ გავატარო დასვენების დღეები. ხშირად პიკნიკს ვირჩევ… წიგნი და მზესუმზირა ამ დღის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ბევრი სათამაშო ბავშვებისთვის – მთელი დღე რომ კარგად გაერთონ (ისე მალე ბეზრდებათ ყველაფერი…)მენიუზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ: ვაცხობთ კექსს, ვამზადებთ ბუტერბროდებს… ხილი ყოველთვის იმდენი მიგვაქვს მეზობელ მოპიკნიკეებსაც, რომ გავუმასპინძლდეთ. მოკლედ, ეს დღე ჩემი ოჯახური დღესასწაულია!
დღეიდან კულინArt-ის მკითხველი გაიცნობს ოჯახებს პიკნიკ-ტრადიციებით და მათ პიკნიკ-მენიუსაც შეიტყობს.
ჩვენი პირველი სტუმარი ფოტოგრაფი დიმიტრი ჩიკვაიძე და მისი ოჯახია.
დიმიტრი ( ძიმა), ტატუკა, გიორგი(13 წლის), ელენე (11 წლის), რიზლა (ძაღლი) და დიდი ოჯახის სულ-სულ პატარა წევრი, ორი თვის ნინა გიორგი და ელენე ბევრს მეცადინეობენ, ბევრს ჩხუბობენ და ყველაზე კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც ნინას უვლიან – მათ ამ საკითხშიც, ისევე როგორც ყველაფერში, მშობლების სრული ნდობა აქვთ გამოცხადებული.

7_issue_culinart46

ძიმა: ნინა 11 წლის შემდეგ გაჩნდა. საკმაოდ დიდი შუალედია. რამხელა ბედნიერებაა ვერ გადმოგცემთ. მე ,გიორგის და ელენეს შემთხვევაშიც ძალიან ვეხმარებოდი ტატუკას, ამიტომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ნინას აღზრდაშიც ჩართული ვარ. ახლახანს, რამდენიმე დღით მომიწია ოჯახის დატოვება. მე და ჩემს მეგობრებს ვენეციის 56-ე ბიენალეზე პროექტი გვქონდა წარდგენილი (მცოცავი საზღვარი). დავბრუნდი და ისევ ტატუკას გვერდით ვარ, ვცდილობ შევუმსუბუქო საზრუნავი და ამაში გიო და ელოც მეხმარებიან.
ინტერვიუს ჩაწერის პროცესში, მუდმივად ჩემს ყურადღებას იქცევს ოჯახის განსაკუთრებული წევრი, რიზლა (ვაიმარანერი). თურმე უყურადღებობას ვერ იტანს. ახალ გაცნობილებისგანაც აღიარებას და კომპლიმენტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აითვალწუნებს, ამიტომაც გაცნობისთანავე მოვეფერე და შევაქე. სახლშიც ეფერებიან და ეფერებიან…
გიო: ველოსიპედით სეირნობა მიყვარს და არ მომწონს, რომ ველო ტრასები არ არის. ბერლინში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ გამიგია, რომ იქ ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა. მინდა ბერლინში მოგზაურობა და კიდევ, ჩემს ქალაქშიც მინდა ველოსიპედით უსაფრთხოდ სიარული.
რაც ნინა გაჩნდა, უფრო ხშირად სამზარეულოში ბავშვები და ძიმა ტრიალებენ. ხანდახან ბებიებიც უგზავნიან რიგ-რიგობით ცხელ-ცხელ სადილს.
ელენე: დილაობით მე და გიო ვცდილობთ ძიმა და ტატუკა არ გავაღვიძოთ და ჩვენით მოვაზადოთ საუზმე. კვერცხს ვწვავთ ხოლმე და ხშირად პიცას ვიძახებთ. ცოტა ხნის წინ, ძალიან გემრიელი ორცხობილები გამოვაცხვეთ და მზადების ბოლოს აღმოჩნდა, რომ მთელი სამზარულო თავდაყირა დაგვიყენებია ნინას გამო ტატუკა, ჯერჯერობით სახლშია, მაგრამ ტრადიციას არც წელს დაარღვევს და 26 მაისს ყვავილების მე-11-ე ფესტივალს უხელმძღვანელებს.
ტატუკა: სამწუხაროდ, მე იმდენად მიყვარს ფასთ-ფუდი და გაზიანი სასმელები, მეუხერხულება საკუთარ
შვილებს ავუკრძალო. ზოგადად დაძალების მომხრე არ ვარ. ჭამენ იმას, რაც უყვართ, ოღონდ ზომიერად. მაინც ვაკონტროლებ… დაახლოებით ორი წლის წინ, მეგობრებთან ერთად აფრიკაში ვიმოგზაურე. მთელი სამი კვირის მანძილზე ხორცი არ გამხსენებია. საქართველოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე სანამ არ მომინდებოდა, აღარ მეჭამა. ორი წელი გადის, რაც ჩემს რაციონში ხორცეული აღარ შედის. საზაფხულო აგარაკი წვერში აქვთ. ლაშქრობა და პიკნიკებიც აქ იმართება ხოლმე.
პიკნიკ-მენიუ ყოველთვის ყველას გემოვნების გათვალისწინებით კეთდება.
დღესაც ასე მოხდა:
ელენე – სენდვიჩები;
გიორგი – სალათი;
ძიმა – შავი პური, ყველი და ბევრი მწვანილი.
ტატუკას კვების რაციონი, ნინას ბუნებრივი კვების გამო, შეზღუდულია, ამიტომ დღეს ის კომფორტული გარეომოს შექმნაში შეიტანს წვლილს, ანუ პიკნიკ-დიზაინერი იქნება.

7_issue_culinart47

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com