Be My Guest

6_issue_culinart45

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ყველა დანარჩენ დღესასწაულებს შორის, ყველაზე მეტად მიყვარდა. ჯერ ჯეჯილის დარგვას ვიწყებდი და გულისფანცქალით ველოდი მის ამოსვლას. ამას კვერცხის ღებვის სახალისო ცერემონიალი მოჰყვებოდა და ბოლოს სააღგომო რიტუალს, სურნელოვანი პასკების და კულიჩების მორთვა აგვირგვინებდა.
ალბათ ყველას გახსოვთ, თქვენი ბავშვობის კვირა დღის გათენების სიხარული, როცა კვერცხების გატეხვის და პასკის დაგემოვნების დრო იდგა!

აღდგომის დღესასწაული, ასევე განსაკუთრებით უყვარდა, ჩვენ სახელგანთქმულ თანამემამულეს, ჯორჯ ბალანჩინს. მისი მეუღლე, ბალერინა თან აქ ილლე კლერი თავის კულინარიულ წიგნში- « ბალერინების სამზარეულო”იგონებს, თუ როგორ გარბოდა ბალანჩინი რეპეტიციებს შორის სახლში, რომ სააღდგომო სუფრა მოემზადებინა. ბალერინა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ეს მზადების პერიოდი ისეთ სტრესში აგდებდა ყველას, რომ იგი სულ მას ფიქრობდა, რომ ვერ გადაურჩებოდა მორიგ ასეთ დატვირთვას.

თუმცა, ჯორჯ ბალანჩინის სააღდგომო სუფრა მთელ ნიუ-იორკში განთქმული იყო. არტურ გოლდი და რობერტ ფიცდეილი, ამერიკის ბომონდის განთქმული პიანისტები და ბალანჩინის მეგობრები ამ სპეციალურ სააღდგომო მზადებას ასე იხსენებენ : « საინტერესო იყო «სერენადის”, “აგონის”, “ბაროკოს კონცერტის”, “ოთხი ტემპერამენტის” შემქმნელ მაესტროზე დაკვირვება, თუ როგორ ფცქვნიდა ის სტაფილოს ან კარტოფილს. ის ისეთი ენერგიით ამზადებდა კერძებს, რა ენერგიასაც ქორეოგრაფიაში დებდა. ბალანჩინს, ყველა თავის შექმნილ პერფორმანსში, განსაკუთრებული თავდაჯერებულობა, იდეების უწყვეტი დინება და ინტენსიური კონცენტრაცია შეჰქონდა, მსგავსად გენიოსებისა, რომლებიც მხოლოდ სამი იყვნენ: სტრავინსკი, პიკასო და თვით ბალანჩინი. თითოეულ სააღდგომო კერძის მომზადებაში ბალანჩინი დიდ შრომას დებდა. აღდგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, რეპეტიციებსა და სპექტაკლებს შორის თავისუფალ დროს, ბალანჩინი სახლში მიდიოდა და საოცარი ენთუზიაზმით მუშაობდა ამ სააღდგომო კერძების შექმნაზე.”

მართლმადიდებლური აღდგომის წირვის შემდეგ, ბალანჩინი და მისი მეგობრები, სამჯერ გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და ტრადიციულად მის სახლში ბრუნდებოდნენ, იკრიბებოდნენ მდიდრულად გაწყობილი მაგიდის გარშემო, ისხმებოდა შამპანური…

წინა სააღდგომო განწყობისათვის, მინდა გაგიზიაროთ მაესტროს ხაჭოს პასკის რეცეპტი, რომელიც ჩვენს წიგნში, Be MyGuest -ში შეგიძლიათ იხილოთ, სხვა ბალანჩინის მრავალ რეცეპტებთან ერთად.

პასკა ნიჭიერმა და კულინარტის მკითხველისთვის უკვე ცნობილმა შეფმა, ქეთი ბაქრაძემ დაგვიმზადა.
გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ! ანა სალდაძე და დავით გიგაური

6_issue_culinart46

პ ა ს კ ა

ინგრედიენტები:

• 4 ც. დოლბანდის ნაჭერი
• 4.500 კგ უცხიმო ხაჭო
• 9ც. ვანილის ჩხირი
• 3 ს.კ. შაქარი
• 2 ჭ. წვრილად დაჭრილი ნუში
• 2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი
• 0.500 გრ მარილიანი და შერბილებული კარაქი
• 1.800 კგ ტკბილი და შერბილებული კარაქი
• 9 ჭ. შაქარი
• 20 კვერცხის გული
• 1 ჭ. შაქარი
• 0.450 გრ მდნარი ყველი
• 0.125გრ მოცხარი
• 0.450 გრ თეთრი ქიშმიში

მომზადების წესი:

გაავლეთ დოლბანდი მდუღარე წყალში და კარგად გაწურეთ. სამი დიდი ზომის საწურში ჩააფინეთ დოლბანდი, მოათავსეთ უცხიმო ხაჭო და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით, რომ კარგად დაიწუროს. მეორე დღეს მოამზადეთ ცომის მეორე ნაწილი: ათქვიფეთ 20 კვერცხის გული, ნელ- ნელა დაუმატეთ შაქარი, ვანილის ჩხირები და ნუშის ექსტრაქტი. თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ლიმონისფერ მასას. დაწურული ხაჭო ამოიღეთ საწურიდან, გაცერით საცერზე, დაუმატეთ მდნარი ყველი, ტკბილი და მარილიანი კარაქი, დაჭრილი ნუში და ფრთხილად მოურიეთ. შემდეგ ნელ- ნელა შეურიეთ ცომის მეორე ნაწილიც და ხის
კოვზით ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ცომი მოათავსეთ ქვაბში, დადგით ორთქლზე ხარშეთ 2 საათი. 2 საათის შემდეგ გადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. პასკის ფორმებში ჩააფინეთ დოლბანდი, ჩაასხით ცომი და დოლბანდის ბოლოებით ამოწიეთ ზევით, ისე რომ სადრენაჟო ადგილი დატოვოთ ფორმის ფსკერზე. შედგით მაცივარში სამი დღით. მზა პასკა ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com