FOOD Test

6_issue_culinart39

 ირინა შოთაძე და დათო ბახტაძე

რომელი კერძი ჰგავს სიყვარულს?
დათო: რა თქმა უნდა შოკოლადი;
ირინა: კერძი არ არის, მაგრამ ჩემთვის სიყვარულს ჰგავს ყავა;

რომელია დათოს საყვარელი კერძი?
ირინა: სალათი „ოლივიე“, მეორე ადგილი კი, – შემწვარ კარტოფილს ეკუთვნის;

რომელია ირინას საყვარელი კერძი?
დათო: კერძს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ყავა უყვარს ყველაზე მეტად;

და კერძი?
დათო: მაინც ყავა…

რომელ კერძს ამზადებს ყველაზე ხშირად ირინა?
დათო: სხავდასხვა სალათებს და ძალიან გემრიელი გამოსდის, ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული მისი სალათები განსაკუთრებულია;

თუ გაქვთ ტრადიციული კერძი?
დათო: ამერიკაში ყოფნისას, თხუთმეტი წლის განმავლობაში, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ყოველ წელს ვამზადებდით შემწვარ ინდაურს. ასევე ირინას მოუმზადებია ჩვენი ტრადიციული ქართული საცივი, რომელიც საოცარი გამოუვიდა, ძალიან მოეწონათ ჩვენს სტუმრებს;

რომელია დათოს საყვარელი დესერტი?
ირინა: თუ, შეგვიძლია შოკოლადს ვუწოდოთ დესერტი, მაშინ შოკოლადი. ძალიან უყვარს ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით;

ირინას საყვარელი დესერტი?
დათო: ისევ ყავა…

ქართველი არაპროფესიონალებიდან ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო კულინარად?
ჩემთვის საუკეთესო კულინარი არის ჩემი მეგობრების ნინუკი და ლაშა ძიძავების დედა, – ქალბატონი დოდო;

ირინას მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?
დათო: ირინას მომზადებული აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს, რადგან თუ ამზადებს, ამას ყოველთვის გულით აკეთებს. თუ არ აქვს კერძების მომზადების სურვილი, ასეთ შემთხვევებში უკვე გამზადებულ კერძებს ყიდულობს, მაგრამ თუ გაკეთებას გადაწყვეტს, აუცილებლად გულით გაამზადებს და ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოსდის.

რომ არა თქვენი პროფესიები, რამდენად შესაძლებელია, რომ კულინარია აგერჩიათ, როგორც პროფესია?
დათო: მე ისედაც ვარ მოყვარული კულინარი. ასევე ძალიან გვიყვარს კერძების ერთად მომზადება, სულ ვუსწორებ რაღაც რაღაცეებს.
ირინა: დათო არაჩვეულებრივად ამზადებს მანი ფაფას, რომლის მომზადების პროცესიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდება. დასრულებულ ვერსია კრემი გამოდის თუ ფაფა რთული სათქმელია. წელიწადში რამოდენიმეჯერ ბავშვების თხოვნით ამზადებს. თუმცა ფაფის შემდეგ ქვაბი ყოველთვის გადასაგდებია.

თუ გიყვართ სტუმრების მიღება?
ირინა: ძალიან;
დათო: ჩვენთან თითქმის ყოველდღე სტუმრები არიან;

როგორ ემზადებით სტუმრების მისაღებად? კერძებს ირინა ამზადებს თუ..?
დათო: ირინა ამზადებს, მე უფრო მარტივად ვუყურებ ხოლმე, შემიძლია მხოლოდ ნამცხვარიც დავახვედრო სტუმრად მოსულ მეგობარს, მაგრამ აი ირინამ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ა-დან – ჰ-მდე ყველაფერს ამზადებს, მხოლოდ ნამცხვრით არასდროს შემოიფარგლება.
ირინა: ნამცხვრის გამოცხობა მე არვიცი, ერთადერთი რაც არ მიყვარს და არვიცი არის ნამცხვრის გამოცხობა.
დათო, თუ გაიხსენებ კულინარიასთან დაკავშირებულ კადრს რომელიმე ფილმიდან.
დათო: თუ სუფრა უნდა გავიხსენო, ეს არის ქეიფის კადრები ფილმიდან „არ დაიდარდო“;

პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვართ?
ირინა: ყველაზე ნაკლებად მიყვარს ღორის ხორცი;
დათო: ახლა უკვე აღარ, მაგრამ ადრე ზეთის ხილზე მქონდა სრული ალერგია, თუმცა ჩემმა მეუღლემ ერთხელ გამასინჯა, იმის შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ პერიოდულად მივირთმევ. ასევე არასდროს ვჭამ ხაშს.

პროდუქტი, რომლებსაც არ მიირთმევთ?
დათო: ძაღლის ხორცს არ შევჭამ, დანარჩენი თითქმის ყველაფერი გამისინჯავს;

პირველად ერთად რა მიირთვით თუ გახსოვთ?
დათო: კარგი ისტორიაა…
ირინა: პირველად ამერიკაში ძალიან კარგ რესტორანში სავახშმოდ დამპატიჟა, გემრიელად ვივახშმეთ და დესერტის დროც მოვიდა. რესტორნის სივრცე რომ აგიღწეროთ, ერთმანეთის პირისპირ ვისხედით მე და დათო, ჩვენს მაგიდასთან კი ორი მიმტანი ბიჭი იდგა.რესტორნის დარბაზში ბევრი ფოტოები და ნახატები იყო გამოფენილი. ორივემ ერთი და იგივე დესერტი შევუკვეთეთ, – დათოს საყვარელი ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით. ორივეს ერთდროულად მოგვიტანეს, უცებ დათომ მითხრა ჩემს უკან კედელზე გამოფენილი ფოტოსთვის შემეხედა, ვუყურებდი ფოტოს, დათო კი მასზე მესაუბრებოდა, მეც ცოტა ვიპრანჭებოდი და კარგად ვაკვირდებოდი ფოტოს, თან ერთი სული მქონდა მაგიდისკენ მოვბრუნებულიყავი და ჩემი გემრიელი დესერტი დამეგემოვნებინა. ალბათ ხუთი წუთის განმავლობაში მაინც ვუყურებდი ფოტოს,
ბოლოს მოვბრუნდი მაგიდისკენ და სანამ საკუთარ თეფშს დავხედავდი, შევამჩნიე ჩუმად მოცინარი მიმტანი ბიჭები, ცოტა დავიბენი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა… დავიხედე თეფშზე, რომელიც ცარიელი დამხვდა, სანამ მე ფოტოს ვუყურებდი დათომ დესერტი შემიჭამა. აი, ჩვენს პირველ ერთად ვახშმობას ასეთი ისტორია აქვს;

თბილისში სად გიყვართ სადილი?
ირინა: მე მიყვარს „კაფე გაბრიაძე“;
დათო: მეც და ხშირად დავდივართ;
ირინა: ჩვენთან ძალიან ხშირად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები, ისინიც აუცილებლად მიგვყავს ამ კაფეში.
დათო: ხშირად დავდიოდით რესტორან „პურპურშიც“, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც „კაფე გაბრიაძე“ მიყვარს.

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
დათო: ტაილანდური;
ირინა: ჩემთვისაც ტაილანდური სამზარეულო;

საყვარელი ტაილანდური კერძი?
დათო: “Anang Curry” ვიზუალურად საცივს გავს, ქოქოსის რძით მზადდება;
ირინა: არის ორი სახის, წითელი და ყვითელი “Annang Curry”;
დათო: აქვს შიგნით კრევეტები;
ირინა: ასევე ქათმითაც მზადდება;
ირინა: ძირითადი ინგრედიენტები არის ქოქოსის რძე, ტაილანდური წითელი სუნელი, ბამბუკის ნაჭრები და ძალიან გემრიელია;

ყავა თუ ჩაი?
ირინა: ყავა;
დათო: მეც ყავა;

რომელია დათოს საყვარელი ალკოჰოლური სასმელი?
ირინა: ტეკილა, მაგრამ იშვიათად სვავს;
დათო: კი ასეა;

ირინას საყვარელი სასმელი?
დათო: წითელი ღვინო;
ირინა: კი ასეა;

რომელია ირინას საყვარელი საუზმე?
დათო: ყავა;
ირინა: არა… ყველი
დათო: არავითარი ყველი, ირინას საყვარელი საუზმეა ყავა;

დათოს საყვარელი საუზმე?
ირინა: კვერცხი;
დათო: საუზმე საერთოდ არ მიყვარს;
ირინა: შაბათ-კვირას, როდესაც საუზმობს, უყვარს ომლეტი; თუ ცდილობთ, რომ ოჯახის წევრებმა ერთად

ისაუზმოთ, ისადილოთ, ივახშმოთ?
ირინა: საუზმე ნაკლებად, უფრო შაბათ-კვირას. ძირითადად ვახშამს თუ ვახერხებთ ერთად.

6_issue_culinart40

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com