ერთი ამბავი გამახსენდა. 16 წლის ასაკში პირველად მოვხვდი შვეიცარიაში. მახსოვს, სხვა და სხვა ტურებს შორის, ერთი დღე ყველის ქარხნის, ფერმების და კულინარიული მუზეუმის დათვალიერებისთვის იყოგანკუთვნილი.
მართალი გითხრათ, მაშინ საკმაოდ უცნაურად მეჩვენებოდა დათვლილი დღეებიდან ერთ- ერთი ყველის წარმოებისა და შინაური პირუტყვისთვის რატომ უნდა დაგვეთმო.და საერთოდ,რა ღირს შესანიშნავი დატვირთვა ქონდა ზოგადად‘food’ მუზეუმს?
ამბობენ,რომ ქვეყნის განვითარებას მისი კვების წესი განსაზღვრავს… ევროპის თითქმის ყველა ქალაქში შეგვხვდებათ კულინარიული მუზეუმი, სადაც ექსპონატების სახით გაეცნობით და დააგემოვნებთ სხვადასხვა კერძებს, მათ საიდუმლოებებს და ამ გზით ეზიარებით ქვეყნის არამარტო კულინარიულ ტრადიციებს, არამედ უფრო კარგად შეიგრძნობთ თავად ქვეყანას.
იტალია ცნობილია ამ ტრადიციებით.ამიტომ მსგავს მუზეუმებს აქ მრავლად შეხვდებით. კოლეკოში, ძველ, საკონსერვო ქარხანა-მუზეუმში, დამთვარიებელს შეუძლია, თავისი თვალით ნახოს პომიდვრის მოყვანის და მის გადამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიები. ლანგირანოში არსებობს პროშუტოს მუზეუმი, რომელიც შედგება 8 სექციისგან (ფოტო,ვიდეო-აუდიო მასალა,ისტორიული დოკუმენტაცია… ) სადაც ტურისტებს მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასსხვა სახის, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია .
ასევე ნიდერლანდების სიმბოლო- ჰოლანდიური ყველის მუზეუმი ალკმარი, სადაც სტუმრები ეცნობიან ყველის დამზადების ტექნოლოგიას და შეუძლიათ რამოდენიმე სახის ყველის დეგუსტაცია. ტკბილეულის მოყვარულებმა საფრანგეთს უნდა მიაშურონ, ქალაქი უზესში არსებობს მარმელადის მუზეუმში. ამ ”ტკბილი” მუზეუმის ხშირი სტუმრები, ცხადია, ყველაზე ხშირად ბავშვები არიან და ტკბილეულის წარმოებას და ტექნოლოგიებს სხვადასხვა სახის თამაშებით ეცნობიან. თუმცა, “მსოფლიო შოკოლადის დედაქალაქი” მაინც კასლანოა, შვეიცარიაში, სადაც შოკოლადის ყველაზე ცნობილი მუზეუმია. დათვალირების და დეგუსტაციის გარდა, აქ ყველას აქვს საშუალება გააკეთოს საკუთარი შოკოლადის ფილა. მსგავსი მუზეუმების სია დაუსრულებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი… სამწუხაროდ, ამ სიაში საქართველო ჯერ არ ფიქსირდება…
კულინArt-ის გუნდს მუზეუმი ჯერ არ დაგვიარსებია. თუმცა იმის ამბიცია რომ ბეჭდურ კულინარიულ „მუზეუმს“ ვქმნით, უკვე 1 წელია ნამდვილად გვაქვს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1 კვერცხის გულ იდეას, 1 ჩ.ჭ მარკეტინგული ხედვა დავამატეთ, შემდეგ კარგი გუნდი, 2 ჩ.ჭ თავდაუზოგავი შრომა, ცოტაოდენი ოცნება და 50 გრ. ენთუზიაზმი. მიღებულ მასას დავამატეთ კარგი შეფუთვა და შევდგით ღუმელში. ამ ცომს უკვე 1 წელია ვამზადებთ და ყოველ ჯერზე უკეთესი ცხვება. ‘სტუმრების’ დიდი მოწონების შემდეგ, გადავწვიტეთ კიდევ ერთი (და არა მხოლოდ) კერძი მოვამზადოთ თქვენთვის. ამ კერძს და მის რეცეპტს ჯერ არ გაგიმხელთ, პირდაპირ აპრილში გაგასინჯებთ. მანამდე კი ისიამოვნეთ თებერვალი/ მარტის ნომრით. მერწმუნეთ, ბევრი საინტერესო ადამიანი, რეცეპტი, და ფოტოპროექტი გელოდებათ წინ.