ნინო კირთაძე
00:01 კულინარია არის… ხელოვნება
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ… სიცარიელეს
00:03 არ გამისინჯავს… რაც ჯერ არ მინახავს როგორც კერძი
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს… ხინკალი
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… სტეიკ ტარტარი
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… ბროწეული, გოგრა
00:07 არ გავა დღე, რომ არ ვჭამო.. შოკოლადი
00:08 გემრიელად ვამზადებ… თევზს
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ… გებჟალიას " პასტორალში"
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია… პარიზი
00:11 საუკეთესოდ ამზადებს… ანა ყვავილაშვილი ( ჩემი ქალიშვილი)
00:12 ნამდვილი გურმანია…დედაჩემი – ჰენრიეტა კირთაძე
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია... შოკოლადის მუსი, რომელსაც რესტორან " LA Gare"-ში აკეთებენ
00:14 როცა მშიერი ვარ… კარგად ვმუშაობ
00:15 როცა მაძღარი ვარ… ვერ ვმუშაობ , მაგრამ კარგ გუნებაზე ვარ
00:16 ჩემი საყვარელი კოქტეილია.. კოქტეილები არ მიყვარს
00:17 როცა მთვრალი ვარ… აუტანელი ვარ
00:18 ყველაზე უცნაური კერძი, რაც გამისინჯავს… ხის ფესვების კერძი სეულში, სამხრეთ კორეაში
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ … ძაღლის ხორცისგან დამზადებულ კერძს
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… იაპონური სამზარეულო
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ… არ მიყვარს თავს რამე ავუკრძალო, ამიტომ უარს ვამბობ დიეტაზე
00:22 მადა ჭამაში მოდის? არა მგონია , ასე იყოს
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? ფორთოხალი
00:24 სადილს უხდება… მუსიკა…ენამახვილი სტუმრები
00:25 რისი ფობიაა „სიტოფობია?“… ესაა ზოგადად ჭამის ანდ რაიმე საჭმლის ირაციონალური შიში
00:26 გასინჯეთ… ხის ფესვები, თუ კორეაშ მოხვდით