ქათამი ბრინჯით, წაბლითა და ჩირით
ინგრედიენტები:
ქათამი – 1.200 გრ
ჩირი – 0.250-0.300 გრ
წაბლი ან თხილი – 0.100 გრ
კარაქი – 0.150 გრ
წითელი წიწაკა – 0.010 გრ
ბრინჯი – 0.250 გრ
მარილი, პილპილი
მომზადების წესი:
1. ქათამი კარგად გავრეცხოთ, გავწმინდოთ. ქათმის მკერდი გამოცხობის შემდეგ რბილი რომ იყოს, კანსა და თეთრ ხორცს შორის მოვათავსოთ 0.100 გრ კარაქი.
2. ჩირი და გარჩეული წაბლი დავჭრათ პატარა ნაწილებად და გახურებულ ტაფაზე დარჩენილ კარაქთან ერთად შევბრაწოთ.
3. უკვე შებრაწულ ჩირში ჩავამატოთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი, ცოტა მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა.
შიგთავსი მზად არის.
4. დავტენოთ ქათამი შიგთავსით, მოვათავსოთ ლანგარზე.
5. დარჩენილი შიგთავსი ჩავდოთ თერმოგამძლე ჭურჭელში და მოვაწყოთ დაჭრილი ვაშლი და კომში. შევეცადოთ, რომ კომში ზევიდან მოხვდეს.
6. ეს ყველაფერი შევდოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, 40 წუთით. ქათამს და შიგთავსს პერიოდულად მოვასხათ ქათმიდან გამოსული ცხიმი.
გემრიელად მიირთვით.