თვის შეფი – ალექსანდრე გონსალესი

4_issue_culinart110

ალექსანდრე გონსალესი

1. მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს შესახებ. გქონიათ თუ არა სურვილი გარდა მზარეულობისა, რაიმე სხვა საქმით დაკავებულიყავით?

ჩემი სახელია ალექსანდრე გონსალესი, ვარ ფილიპინების მოქალაქე. დავამთავრე სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტის კურსი. სანამ მზარეულობას გადავწყვეტდი, არქიტექტორობას ვაპირებდი, რადგან ძალიან მიყვარდა ხელოვნება და ვხატავდი კიდეც. სკოლაში სწავლის პერიოდში ხატვის კონკურსშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა. მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით იაპონურ რესტორანში და „სუშისა“ და „ატრიას“ სიამოვნებით გეახლებოდით. მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ „სუშის“ მომზადებას პროფესიონალურად დავეუფლებოდი და კულინარიის შესწავლა დავიწყე.

2. არსებობს თუ არა რომელიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და გსურთ, რომ მუდმივად იყოს თქვენი სახლის სამზარეულოში?

არსებობს კერძი „დურიანი“, რომელსაც სახლში არ შევინახავ არასასიამოვნო სუნის გამო, თუმცა მას სიამოვნებით გეახლებით. სამწუხაროდ, გემო და სუნი არ შეესაბამება ერთმანეთს, როდესაც საქმე დურიანის ნაყოფს ეხება.

3. სამი სიტყვა, რომელიც დაახასიათებს თქვენს სამზარეულოს?

უგემრიელესი, არომატული და ამაღელვებელი.

4. რას ფიქრობთ ახალ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ „ორგანული“ პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ?

ორგანულ საკვებს, ისევე, როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. საკვები პროდუქტების უმეტესი ნაწილი კი დღეს ქიმიური დანამატების გამოყენებით მიიღება. მე მიყვარს ახალი და ბუნებრივი გზით მოყვანილი ბოსტნეული, ამიტომ დასვენების დღეებში ყოველთვის ვსტუმრობ ჩემს სოფელს ფილიპინებზე.

4_issue_culinart111

5. აგემოვნებთ თუ არა ახალ კერძების თამამად? თუ არსებობს კერძი, რომელსაც არასდროს გასინჯავთ?

ამ საქმეში საკმაოდ გაბედული ვარ და ამიტომ ყოველ ქვეყანაში ვპოულობ რაღაც განსაკუთრებულს. მომწონს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ეგზოტიკური კერძები და შესაბამისად, მათი გასინჯვაც.

6.თუ უყურებთ რომელიმე ცნობილი შეფ-მზარეულის შოუს, ან სხვა პოპულარულ კულინარიულ გადაცემებს?

ძალიან მიყვარს „აირონ შეფის“ შოუ.

7.რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

პირველ რიგში, ჩემი ოჯახი. ასევე შეფ-მზარეული მასაჰურო მორიმოტო, იგივე – Iრონ ჩჰეფ Mორიმოტო. მომწონს მისი კერძების მომზადების მანერა. ის მიბიძგებს, ვიყო უფრო შემოქმედებითი, შევახამო განსხვავებული არომატები და შევქმნა ჭეშმარიტად კარგი კერძები.

8. როგორ ფიქრობთ, რომელ სურსათთან არის ყველაზე მეტი სიფრთხილე საჭირო?

დიდ სიფრთხილეს ვიჩენ ზღვის მომწამვლელ პროდუქტებთან მუშაობის დროს. მართალია ვიცი, რომ ისინი გასუფთავებული და დამუშავებულია ყველა წესისა და ნორმის დაცვით, თუმცა მაინც ზედმეტ ყურადღებას ვიჩენ მათ მიმართ.

9. თუ არის რაიმე დიდი სიახლე მოსალოდნელი მსოფლიო კულინარიაში?

ეს არის „Asian Fusion cuisine”. მისი მრავალფეროვნება მოგცემთ საშუალებას გახდეთ უფრო შემოქმედებითნი. შეძლებთ შეიგრძნოთ უამრავი არომატი და აზარტულად ჩაერთოთ მომზადების პროცესში, რადგანაც თქვენ პირადად ეკონტაქტებით სტუმრებს, ვისთვისაც ამზადებთ.

10. რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს საქმეში?

შემოქმედებითობა

11. თუ მოგწონთ ქართული სამზარეულო და რამეს ხომ არ შეცვლიდით?

მომწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი- „ხინკალი“. მე რომ ვამზადებდე „ხინკალს“, აუცილებლად შევთავაზებდი სტუმრებს რაიმე არომატულ სოუსთან ერთად.

4_issue_culinart112

იაპონელები თვლიან, რომ საკვების გემო აღიქმება არა მხოლოდ გემოვნების რეცეპტორებით, არამედ თვალებითაც. შეფ-მზარეულმა, რომელმაც არაერთი წელი შეალია „სუშის“ მომზადების ტექნოლოგიას, საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწია და დღეს, მისი ყოველი კერძი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

რა არის „საშიმი“:

სიტყვა „საშიმი“ დიდი ხნის დამკვიდრებულია ინგლისურ ენაში და ხშირად უკავშირდება უმ თევზს. ბევრი „არაიაპონელი“ მცდარად თვლის, რომ „საშიმი“ და „სუში“ ერთი და იგივე კერძია – რეალურად ამ ორ შორის, საკმაოდ დიდი განსხვავებაა. უმი თევზი „სუშის“ ერთ-ერთი ტრადიციული შემადგენელი სურსათია, თუმცა მის ზოგიერთ რეცეპტში ხანდახან ასევე ვხვდებით წინასწარ მომზადებულ ზღვის პროდუქტებსაც. „საშიმის“ მზადებისას კი, ყოველთვის თევზი და სხვა პროდუქტები მხოლოდ უმად გამოიყენება.
როგორ მოვამზადოთ „საშიმი“ ორ ადამიანზე:

4_issue_culinart113
* 100 გრ. ჰამაჩი (ყვითელკუდა)
* 100 გრ. ტაკო (რვაფეხა)
* 100 გრ. საკე (ორაგული)
* 100 გრ. (კრევეტების მარინადი)
სანელებლები:
* ვასაბი (იაპონური პირშუშხა)
* გარი (ჯანჯაფილის მარინადი)
* სოიოს სოუსი (ბუნებრივად მომზადებული)
საკაზმი:
* დაიკონი (იაპონური ბოლოკი)
* კიური (იაპონური კიტრი)
* სტაფილო და ლიმონი
რა დაგჭირდებათ კერძის მოსამზადებლად
* იაპონური დანა (იანაგი)
* სუფთა საჭრელი დაფა
* ცივი თეფში
* და ასევე ზემოთ ჩამოთვლილი სურსათი

როგორ მოვამზადოთ:
დაიწყეთ საკაზმის მომზადებით. აიღეთ დაიკონი, კიური, სტაფილო და ლიმონი. ცივ თეფშზე გახეხილი დაიკონი თეფშის ცენტრში მოათავსეთ და ზემოდან მოათავსეთ კიური. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან თევზი და ფრთხილად დაჭერით. დაფა ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ. დაიმახსოვრეთ,რომ სწრაფად უნდა ამზადოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თევზის ცივ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. როდესაც მთლიანად მოათავსებთ დაჭრილ თევზს ცივ თეფშზე (მნიშვნელოვანია, რომ თეფშიც იყოს ცივი), გააფორმეთ სტაფილოს ყვავილით, ვასაბით, პიკელებული ჯანჯაფილით და ლიმონით. სწრაფად მიიტანეთ სუფრასთან და მიირთვით.

„უმამის“ გუნდი გისურვებთ მხიარულად გაატაროთ დრო კერძის მზადებისას.
შეფ-მზარეული, ალექსანდრე გონსალესი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com