ნათია ჩხარტიშვილის ბლოგი

4_issue_culinart55

FINE DINNING AT FRENCH RIVIERA

ლაჟვარდოვანი სანაპირო – უკიდეგანო ზღვა, ცა, მზე…. განუსაზღვრელი სიამოვნება და ყოველდღე ახალი ენერგია, ხალისი და ახალგაზრდული აღმაფრენისა და ბედნიერების განცდა, რომელიც გინდა ყველას, უკლებლივ ყველას გაუზიარო და განაცდევინო….
კანი – ლაჟვარდოვანი სანაპიროს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი – რბილი ჰავით, შორს, თვალუწდენელი ზღვის ჰორიზონტზე მოლივლივე ქათქათა იახტებით, მწვანე კონცხებითა და მთის ფერდობებზე შეფენილი ვილებით. ირგვლივ ყველაფერი სუფთაა, თეთრია, ცისფერია, მზისფერია, აქ სხვა ფერი არ არსებობს, ყველაფერი ბრჭყვიალებს, ბზინავს და თავს იწონებს… დიახ, ეს საფრანგეთია – კანი.
სრულფასოვანი დასვენება ჯანსაღი და გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. დახვეწილი ფრანგული სამზარეულო კი ამ მხრივ „საიმედო“ და „ტკბილი“ მეგობარია… Fois gras,tartar,burrata – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვან კერძთაგან, რომლებსაც ფრანგული რესტორნები გვთავაზობს.
წელს ჩვენი დასვენება კანში განსაკუთრებული იყო, ეს კი სწორედ იმ უჩვეულო და „გემრიელმა“ თავყრილობებმა განაპირობა, რომელსაც ოჯახურ მაგიდასთან ნატაშა გვიქმნიდა. ნატალია ჩვილევა მართლაც დიდოსოსტატია თავისი საქმისა. გარდა იმისა, რომ ანდორის რესტორნებში _ can manel-სა და hennry-ში საუკეთესო მზარეულის წოდებით დააჯილდოვეს, ის მართლაც მოწოდებულია ამ საქმისთვის.
ძნელია აღწერო ის მრავალფეროვნებანი და სიამოვნებანი, რომელთაც მის მიერ უსწრაფესად მომზადებული კერძები განიჭებს.
ახლა კი აღგიწერთ ჩვენს ერთი დღის ვახშამს:
„სტარტერი“- რვაფეხას „კარპაჩო“კრევეტებთან ერთად, მთავარი კერძი – saint jacque და ვეფხისებრი კრევეტები „გრილზე“, „დესერტი“ – „კრემბრულე“ მარწყვით.
დამეთანხმებით, საფრანგეთის სანაპიროზე, ფრანგული ცის ქვეშ, ფრანგული კერძებისა და ფრანგული მელოდიების თანხლებით, და რაც მთავარია, საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებას მართლაც არაფერი სჯობს …

სტარტერი
რვაფეხას „კარპაჩო“ კრევეტებთან ერთად
1 პორციის სურსათის სარგო:
* 1 ც. რვაფეხას საცეცი (დაახლ. 250 გრ.)
* 1 ჭ. თეთრი ღვინო
* 1 ც. დაფნის ფოთოლი
* შავი წიწაკის მარცვლები
* ზღვის მარილი
* დაუმუშავებელი მთლიანი ხახვი
* ნახევარი ლიმონი

ჩამოთვლილი სურსათი ერთად მოვათავსოთ 1 ლ. წყალში და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღებულ ნახარშში ნელა ჩავდოთ რვაფეხას საცეცი, ვხარშოთ 40 წუთის მანძილზე. შემდეგ გამოვრთოთ და დავტოვოთ ნახარშში. რვაფეხა შეიძლება წინასწარაც მოხარშოთ, მაშინ მომზადების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.
მარილიან წყალში კრევეტები 4-5 წუთის მანძილზე ხარშეთ.
კერძის გაფორმება:
ბრტყელ ძირიან თეფშზე დავაწყოთ მრგვალად და თხლად დაჭრილი რვაფეხა. ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, მოვაყაროთ ცოტაოდენი ზღვის მარილი. თეფშის შუაში დავალაგოთ პომიდორის ჩირი და ზემოდან გავაფორმოთ კრევეტებით. კერძი მივირთვათ საწებლით „ღამესკო“.
მომზადების დრო: 1 საათი

4_issue_culinart56

მთავარი კერძი
„გრილზე“ შემწვარი სამეფო კრევეტები ზღვის სავარცხელასთან ერთად
1 პორციის სურსათის სარგო:
* 2 ც. სამეფო კრევეტები
* 3 ც. ზღვის სავარცხელა (სკალოპი)
* 1/2 ავოკადო
* 1/2 ლიმონი
* ზღვის მარილი
* ზეითუნის ზეთი
* ჟოლოს პიურე
* როზმარინი
* შაშკვლავი
* ნიორი

4_issue_culinart57

საწებელი კრევეტების და ზღვის სავარცხელასთვის
ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი, რეჰანი, ზღვის მარილი.
ჟოლოს სოუსი: ჟოლოს პიურე გავაცხელოთ როზმარინთან ერთად 2 წუთი.
შუაზე გაჭრილი კრევეტები და ზღვის სავარცხელა 2-3 წუთი ორივე მხრიდან შევწვათ „გრილზე“.
კერძის გაფორმება: ბრტყელ ძირიან თეფშზე დავასხათ ჟოლოს სოუსის თხელი ფენა, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ავოკადო, მოვასხათ ლიმონის წვენი. ზემოდან დავალაგოთ ზღვის პროდუქტები და მოვასხათ მზა სოუსი.
მომზადების დრო: 20 წუთი

4_issue_culinart58

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com