მერიკო გუბელაძის ბლოგი

4_issue_culinart37

დავიწყოთ ცოტა ხნით კარტოფილი და ხორცს საკაზმად გოგრა მოვუწყოთ

სამზარეულოში გოგრასთან პირველი შეხება 6 წლისას მქონდა.
მარტო დავრჩით სახლში მე და ბაბუა. მე უცებ მოვირგე პატარა დიასახლის როლი დიდ სახლში და სტუმრების მომლოდინე ბაბუას მენიუს გაკონტროლება გადავწყვიტე. შევედი სამზარეულოში და რას ვხედავ – სულ ჩაშრობია გოგრას წყალი!!! ვეცი ჩაიდანს და მთელი ქვაბი წყლით გავაჭიპჭიპე ბაბუასაც სიხარულით ვახარე, შენც და გოგრაც გადაგარჩინეთ-თქო. გაეცინა გულიანად და მითხრა, ეგ აღარ ქნაო _ გოგრა ორთქლში უნდა მოიხარშოსო. მეც გეტყვით, რომ არც ეგ ქნათ _ გოგრას ღუმელი უხდება. ნურც მხოლოდ გოგრის სადესერტო ვარიანტს მოვამზადებთ, გოგრის ნიგვზიანი ფხალი ჯერ კიდევ ბარბარე ჯორჯაძემ შემოგვთავაზა საუკუნის წინ. ბევრი სხვა ვარიაციაც შეიძლება. ერთ-ერთ ჩემებურს კი ახლა შემოგთავაზებთ.

"გრილზე" შემწვარი ღორის ხორცი გოგრის საკაზმით

4_issue_culinart38

* 500 გრ. ღორის „კარეიკა“
* 1 ც. კუბებად დაჭრილი საშუალო ზომის გოგრა
* 100 გრ. დაჭრილი მჟაუნა
* 150 გრ. შინდი (კურკის ირგვლივ შემოჭრილი)
* 1 ც. კუბებად დაჭრილი მწვანე ვაშლი
* 3-4 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი
* 1 ც. დაჭრილი მწვანე წიწაკა
* 1 ც. წვრილად დაჭრილი კბილი ნიორი
* 100 გრ. დაჭრილი მოხალული თხილი
* საწებელი
* 1 ც. ლიმონი
* 100 გრ. ზეითუნის ზეთი
* მარილი
* პილპილი

გასუფთავებულ ღორის ხორცს გადავუსვათ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და გახურებულ გრილზე დავდოთ. ორივე მხრიდან კარგად შევბრაწოთ. გრილს ცეცხლი დავაკლოთ, რომ ხორცი ბოლომდე შეიწვას და არ დაიწვას.
პარალელურად გავამზადოთ საკაზმი. ღუმელში გამომცხვარი გოგრა კუბებად დავჭრათ, ზემოთჩამოთვლილი სურსათი კი გოგრას დავუმატოთ.
ერთად ავურიოთ ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და გოგრის სალათს მოვასხათ.

4_issue_culinart394_issue_culinart40

სიმინდი მექსიკურად
კერძის ეს ვერსია პირველად ნიუ-იორკში ვნახე. სანამ გავსინჯავდი, ვიცოდი, რომ რაღაც კარგი მელოდა ლამაზი, მარტივი და ძალიან გემრიელი

* მოხარშული სიმინდი
* გახეხილი ხმელი სულგუნი
* ცოტა მაიონეზი
* წითელი წიწაკა
* „პაპრიკა“
* ლაიმი

4_issue_culinart41

ცხელ, მოხარშულ სიმინდს მაიონეზი თხლად წავუსვათ, მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი, წითელი წიწაკა და პაპრიკა. მოვასხათ ლაიმის წვენი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com