მაღაზია “ამბიენსი”

მაღაზია „ამბიენსი“ უკვე მეშვიდე წელია არსებობს. იდეა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობიდან გაჩნდა, სადაც ქართული ბაზრისთვის უამრავ უცხო და საინტერესო ნივთის აღმოჩენა იყო შესაძლებელი.
„იმ დროისთვის სახლის ლამაზი აქსესუარების პოვნა თბილისში საკმაოდ რთული იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეხსნა პატარა მაღაზია, სადაც ხალხი შეძლებდა გამორჩეული და საინტერესო ნივთების შეძენას. პირველ წლებში გარკვეულ სირთულეებს აწყდები, როდესაც კარგად არ იცი, რა მოთხოვნები აქვს ქართველ მყიდველს, არ გაქვს საკმარისი გამოცდილება და რა თქმა უნდა, ახალი ბრენდის გაცნობას და სახელის დამკვიდრებასაც საკმაო დრო ჭირდება. ჩვენი „ხიბლი“, პირველ რიგში იმაშია, რომ საქმეს უდიდესი სიყვარულით ვაკეთებთ და ჩვენი მომხმარებელი ამას გრძნობს. მაღაზიაში შექმნილია კომფორტული გარემო იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა თითოეულმა სტუმარმა, მყუდროდ იგრძნოს თავი. „ამბიენსში“ ვმუშაობთ ერთ გუნდად, სადაც თითოეული თანამშრომელი ამ ოჯახის წევრია. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მაღაზიაში იყოს ლამაზი და გამორჩეული ნივთები და ვფიქრობ, ამას კარგადაც ვახერხებთ“ – გვიამბო „ამბიენსის“ დიასახლისმა, მაიკო ჯიმშელეიშვილმა.
კოლექციას პარიზში, საერთაშორისო გამოფენა MAISON & OBJECT-ზე არჩევენ. „ამბიენსში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბრენდების მრავალფეროვნებას ენიჭება. მაღაზიაში წამოდგენილია ოცამდე „ბრენდი“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან:
DU BOUT DU MONDE (საფრანგეთი), LABYRINTHE (საფრანგეთი), KROEMER (გერმანია), PRIVAT-COLLECTION (გერმანია), Q&Q (ესპანეთი), ADALEYA (ესპანეთი), COTE TABLE (საფრანგეთი), VAN ROON (ჰოლანდია), PTMD (ჰოლანდია), CHEHOMA (ბელგია), AM-DEISGN (გერმანია), ASIATIDES (საფრანგეთი), EDELMAN (ჰოლანდია), GOODWILL (ბელგია), BAROQUE (ჰოლანდია). „ამბიენსში“ ცდილობენ, მაღაზიას ყოველ წელს ახალი „ბრენდები“ შემატონ და სახლის აქსესუარების ისედაც დიდი არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ.

3_issue_culinart1111_Page_137

3_issue_culinart139

* სუფრა ლურჯი ყვავილებით –Kroemer  (Germany)
* თეფში –Chehoma (Belgium)Handmade
* ჭიქა –Kroemer (Germany)
* დანა-ჩანგალი – Cote table (France)
* ქოთანი –Asiatides (France)
* ყვავილები –Jasaco (belgium)

3_issue_culinart140

* ლარნაკები, ფაიფური, ბრინჯაო
KENZO TAKADA for ASIATIDES(France
* ყვავილები –Jasaco (Belgium)
* ზარდახშა, გული –Chehoma (belgium)
* ჭადრაკი – Van Roon (The Netherlands) Handmade

3_issue_culinart141

* სარკეები –LABYTINTHE (France)
* ლარნაკები, ფაიფური, ბრინჯაო
ASIATIDES Designers:Fabienne,Jouvin,Kenzo,Takada,NikolasBlandin
* ჭაღი –LABYRINTHE (France)
* საათები – VAN ROON (the Netherlands)
* სავარძელი –LABYRINTHE (France)
* კონსოლი – DU BOUT DU MODE (France)
* დივანი – DU BOUT DU MODE (France)
ნათურა – DU BOUT DU MODE (France)

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com