ვახშამი 20 GEL

3_issue_culinart112

ფოტო: ანა ბოკო

„კულინარტის“ ზაფხულის ნომრისთვის მეგობრებთან ერთად საღამოს, ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე, ჩვენი 20 ლარიანი ვახშმის მომზადება გადავწყვიტეთ. გთავაზობთ ხორცის შეწვის „არატრადიციულ“ მეთოდს:

3_issue_culinart115

სურსათის სარგო:
* 800 გრ. ღორის სამწვადე
* 250 გრ. სალათი „რუკოლა“
* 300 გრ. ფორთოხალი
* 200 გრ. ვარდისფერი პომიდორი
* 350 გრ. გრეიფრუტი

3_issue_culinart113          3_issue_culinart114

3_issue_culinart116     3_issue_culinart117

საკაზმები:
* 2 სუფრის კოვზი თაფლი
* 100 გრ. სოიო
* 50 გრ. „ხერესი“ ან წითელი ღვინის ძმარი
* „ჩილი“ წიწაკა გემოვნებით

3_issue_culinart119

მომზადების წესი:
საწებელი: გავწუროთ ფორთოხალი და გრეიფრუტი, წვენში ჩავამატოთ „ხერესი“, სოიო და თაფლი. შემდეგ ჩავალაგოთ მასში წინასწარ კარგად გარეცხილი ხორცის ნაჭრები და დავტოვოთ 1 საათით.
დავანთოთ მაყალი და ხორცის ჩაბასტურმებული ნაჭრები დავაწყოთ ცეცხლზე. დადებისთანავე ხორცი ჯერ ამოვატრიალოთ, შემდეგ ჩავაწოთ საწებელში და გადმობრუნებული ისევ მაყალზე დავაბრუნოთ. ასე უნდა ვატრიალოთ იგი, სანამ კარგად არ შეიწვება (შეწვას დასჭირდება დაახლ. 15 წთ.)
შემწვარ ხორცზე მისატანებლად შესაძლებელია ავირჩიოთ სასარგებლო და იოლად მოსამზადებელი სალათი: „რუკოლას“ ფურცლებს მოვაცალოთ ღეროები, მოვათავსოთ ჯამში, დავჭრათ წვრილად პომიდორი, მოვასხათ უმარტივესი საწებელი (ზეითუნის ზეთი, მარილი, ლიმნის წვენი) და ამოვურიოთ. დააგემოვნეთ!

3_issue_culinart118

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com