მოთუშული ბადრიჯანი არაჟმის სოუსით
ნოყიერი მაგრამ დაბალკალორიული, საზაფხულო კერძი
ინგრედიენტები:
* 2-3 საშუალო ზომის ბადრიჯანი (დაახლოებით 500 გრ)
* 1 დიდი ხახვი
* 250-300 გრ. არაჟანი
* 2 კბილი ნიორი
* მარილი, უცხო, სუნელი, შავი წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ, გათალეთ (მე ვთლი, რომ სიმწარე არ ქონდეს) და დაჭერით “კუბიკებად”. ხახვი გაფცქვენით, დაჭერით წვრილად. ტაფაზე დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეთი და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. დავაყაროთ ცოტა მარილი. შემდეგ ჩავყაროთ ხახვი და მოვთუშოთ სანამ არ გახდება ოქროსფერი. სულ ვურიოთ რომ არ დაგვეწვას. წვრილად დავჭრათ ნიორი და დავამატოთ ხახვს. მოვუმატოთ ცეცხლს და დავახუროთ ტაფას თავსახური. ზუსტად 30 წამში ჩავამატოთ ბადრიჯანი. ვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში, თან სულ ვურიოთ. ჩავამატოთ არაჟანი და, მარილი, შავი წიწაკა და უცხო სუნელი . როგორც კი არაჟანი წამოდუღდება, დავაკლოთ ცეცხლს, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ 5-10 წუთი. პერიოდულად ვურიოთ.
კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივად ისე ცხლად. სუფრასთან მირთმევამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში; კამა).
არაჟნის ნამცხვარი ვაშლით, ნუშით და დარიჩინით
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:
* 200 გრ ფქვილი
* 200 გრ შაქარი
* 200 გრ არაჟანი
(სასურველია 20% ცხიმით)
* 100 გრ კარაქი
* 2 კვერცხი
* 1 ჩ.კ. საფუარი
* 1 ჩ.კ. ვანილი
* 300 გრ ვაშლი
ნუშის ნამცეცასთვის:
* 100 გრ ნუში (ან ნიგოზი)
* 2 სუფრის კოვზი შაქარი
* 1 ჩ.კ. (გადაფერთხილი) დარიჩინი
მომზადების წესი:
ნამცეცასთვის: ნუში (ან ნიგოზი) კანიანად დავჭრათ ან ბლენდერში დავაქუცმაცოთ (ოღონდ ძალიან წვრილად არა). დავუმატოთ შაქარი და დარიჩინი და ამოვურიოთ. გავთალოთ ვაშლი, ამოვიღოთ გული და კურკა და დავჭრად გრძელ ნაჭრებად (არც ძალიან თხელ და არც ძალიან სქელ). ბისკვიტისთვის : ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი, შაქარი და ვანილი. ეტაპობრივად ვამატებთ ჯერ კვერცხს და ვთქვეფთ, შემდეგ არაჟანს და ვთქვეფთ. ვამატებთ საფუარსა და ფქვილს და ვურევთ მანამ სანამ არ მივივანთ ერთგვაროვან მასამდე. ამ მასაში ვაწყობთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრებს და უფრო ფრთხილად ვურევთ. ნამცხვრის ფორმაზე (ჩემი ფორმა 22 სანტიმეტრის დიამეტრისაა) წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ბისკვიტის მასის ნახევარი. ამ მასას სუფრის კოვზით მოვაყაროთ დაახლოებით ნახევარი გამზადებული ნამცეცადან. შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ბისკვიტის მასა და მოვაყაროთ დარჩენილი ნამცეცა. შევდგათ ცხელ ღუმელში და ვაცხოთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი. თუ თქვენი ღუმელი ზემოდან ძალიან აცხელებს და თქვენ ხედავთ, რომ ნამცეცას თხილეული ძალიან იბრაწება, ხოლო ბისკვიტის მასა ჯერ მზად არ არის, შეგვიძლია ფოლგა დავაფაროთ.
დამზადების შემდეგ კარგად გავაცი