ცნობილი გასტრონომიული ვებსაიტი “Epicurious” 2014 წლის ზაფხულის ფავორიტი პროდუქტებისა და კულინარიული ტრენდების სიას აქვეყნებს.
კენკროვანი ხილი საუკეთესო გემოს და ფაქტურას სწორედ ზაფხულის თვეებში აღწევს. მათ ჭამენ პირდაპირ, ან აყრიან შაქარს და 1 საათის განმავლობაში ოთხის ტემპერატურაზე ამყოფებენ. ამგვარად ხილს გამოსდის წვენი და გემოც უფრო მკვეთრი უხდება. კენკროვან ხილს მოკლე შენახვის ვადა აქვს, თუმცა თუ მათ სპეციალურ პარკში გავყინავთ, მათი გამოყენება ზამთარშიც შეიძლება, კომპოტებში ან ნამცხვრებში.
ლეღვი არაჩვეულებრივად კომპონენტია როგორც სალათების, ასევე მარილიან კერძებისთვის. ზახულის ცხელ დღეებში უპირატესობა ენიჭება მსუბუქ და მარტივ სალათებს, ისეთი როგორიცაა მაგალითად მოცარელა, ბაზილიკის, ლეღვისა და იტალიური პროშუტოს სალათი ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის დრესინგით.
ყველაზე აქტუალური კი სახლში დამზადებული გამაგრილებელი ლიმონათებია. ცოცხალი პიტნა, კუბიკებად და კანიანად დაჭრილი ლაიმი, ლიმონი და ფორთოხალი ჩაყარეთ გაზიან წყალში, სიტკბოსთვის შეგიძლიათ შაქრის სიროფი ან მალინის მურაბა დაუმატოთ და რამდენიმე საათი მაცივარში გააჩეროთ. დალევის წინ კი ჩაყარეთ ყინულები. სასარგებლო და გემრიელი სასმელი საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად.
ზაფხულის ტრენდების სრულ სიას შეგიძლიათ ამ საიტზე გაეცნოთ: www.epicurious.com