ცოტა ხნის წინ კულინარიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ექსცენტრიული ექსპერიმენტიჩატარდა. “The end of cuisine” – ის ავტორი ერთი უჩვეულო წყვილია: ფერან ადრია მსოფლიოში აღიარებული კატალონიელი შეფია, ნათან მიროვოლდი კი Microsoft-ის ყოფილი ტექნიკური უფროსი, მულტიმილიონერი და მოყვარული მზარეული. ისინი ახალ კულინარიულ მიმდინარეობას – მოდერნისტულ სამზარეულოს უდგანან სათავეში. ეს მიმდინარეობა გასტრონომიისა და ექსპერიმენტული ქიმიის ერთგვარი ნაზავია, და კერძების ინოვაციური და არატრადიციული ტექნოლოგიებით დამზადებას ითვალისწინებს. ფერანი და ნათანი გასტრონომიაზე საუბრობენ ისე, როგორც კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე ან ფერწერულ შედევრზე.
50 კურსიანი სადილი მიჰროვოლდის კულინარიულ ლაბორატორიაში გაიმართა და შემდეგთემებად იყო დაყოფილი: “აზია”, “საფრანგეთი”, „იტალია“, „ბოსტნეული“, „მექსიკა“, „ამერიკა“, „ყველი“, „დესერტი“. დელიკატესების დასამზადებლად კი შეფებმა გამოიყენეს ვაკუუმის აპარატი, ცენტრიფუგა და სხვა ლაბორატორიული ტექნიკა.
სამზარეულოში ექსპერიმენტების მოყვარულებს შეუძლიათ გაეცნონ Nathan Myhrvold-is wigns Modernist Cuisine at Home, რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გამოიგონოთ ან გააუბჯობესოთ კლასიკური კერძები.
ბრძოლა შიმშილთან
1984 წელს, ეთიოპიაში მწვავე შიმშლის საპასუხოდ და-ძმამ ბილი და დები შორმა დააარსეს მსოფლიო შიმშილთან საბრძოლველი ორგანიზაცია “Share our strength”. ორგანიზაცია დაფუძნებული იყო იდეაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებული ძალებით იქნებოდა შესაძლებელი შიმშილის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის განხორციელება. 2010 წელს კი ორგანიზაციამ ახალი კამპანია, სახელად “No kid Hungry” წამოიწყო. ამერიკაში ხუთიდან ერთი ბავშვი ებრძვის შიმშილს. კამპანიის მიზანი მარტივია: დასრულდეს შიმშილი და ყველა ბავშვმა მიიღოს ჯანრმთელი საკვები ყოველდღიურად.
კამპანიამ წელს რეკორდული თანხის-86 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო, ეს წარმატება კი ეფექტურად დაგეგმილმა სტრატეგიამ განაპირობა. კამპანია თანამშრომლობს ამერიკაში სახელგანთქმულ გასტრონომიულ დაწესებულებებთან, შეფ-მზარეულებთან, რესტორნებთან და კულინარიულ სასწავლებლებთან. ორგანიზაციისთვის 2014 წლის ზაფხული განსაკუთრებულად დატვირთულია სხვადასხვა განსტრონომიულ ფესტივალებში მონაწილეობით, აუქციონებითა და კულინარიული work shop-ებით, სადაც მთავარი მონაწილეები ბავშვები არიან. 2014 წლის მთავარი გეგმა კი სკოლებში საუზმის დანერგვის პროგრამაა, რომელიც ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ დაიწყონ დღე ჯანსაღი საუზმით.
www.nokidhungry.org
დევიდ შირგლის ნამუშევრები Sketch-ში
ლონდონის ერთერთი ყველაზე ეკლექტიკური რესტორნის Sketch-ის კონცეფცია იყო ისეთი ვენიუს შექმნა, სადაც გაიმართებოდა დიალოგი ხელოვნებას, მუსიკასა და გემრიელ მენუს შორის. რესტორანს 3 მიშლინის ვარსკვლავის მფლობელი ფრანგი შეფი პიერ განიერი განაგებს. Sketch-ს სხვადასხვა დანიშნულების ოთხი ინდივიდუალურად გაფორმებული დარბაზი, საკითხავი სალონი, სპეციალური სალონი აფტერნოონ ტეა-სთვის, და კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აქვს: ყოველ ორ წელიწადში, შერჩეულ არტისტს ეძლევა საშუალება მთლიანად შეცვალოს და თავისი ნამუშევრებით განაახლოს რესტორნის მთავარი დარბაზის ინტერიერი. წელს ეს არტისტი ბრიტანელი, afternoon tea-ის მფლობელი დევიდ შირგლია. ვარდისფერ ტონალობებში გადაწყვეტილ დარბაზს მთელს სიგრძეზე მიჰყვება შირგლის 239 ორიგინალი ნახატი. ნამუშევრების თემატიკა სიცოცხლის და სიკვდილის გარშემო ტრიალებს და სტუმრებს სადილის დროს სალაპარაკო თემას, ან საფიქრალს სთავაზობს. გამოფენის გაგრძელება რესტორნის მაგიდებზეა, შირგლის ენამახვილი გამონათქვამებით მოხატული კერამიკული ჭურჭლის სახით, რაც ბუნებრივად რთავს სადილს საგამოფენო პროცესში. რესტორნის კლასიკური ინტერიერი ერთგვარ კონტრასტს ქმნის იუმორისტულ ნამუშევრებთან და სადილს სტუმრებისთვის უჩვეულო თავგადასავლად აქცევს.