სადილი 5 წუთში

ვინც ბევრს მოგზაურობს ან სახლში სადილის მომზადების დრო არ აქვს, კომპანია „ჯეონატურალსი“ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს:  „სადილი“ – “სადილი” ეს არის მზა კერძები, რომელიც ნატურალური  პროდუქციით მზადდება და ვარგისიანობის ვადა ორი წელი აქვს. „სადილის“ შესახებ მეტი ინფოორმაციის გასაგებად, კომპანიის მარკეტინგის დირექტორს, გიორგი თუთბერიძეს ვესაუბრეთ:

იდეა :

იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მოგეხსენებათ საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოდის და მათ, თავიანთ ზურგჩანთებში გაურკვეველი წარმოშობის კონსერვები უდევთ. ვიფიქრეთ, რატომაც არა, მოდი ატარონ ქართული, გემრიელი მზა კერძები. შემდეგ გავითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ცხოვრების რიტმი ისეა შეცვლილი, რომ სახლში სადილების მზადების დრო ფაქტობრივად, აღარ არსებობს; შესაბამისად, გადავწყვიტეთ ეს სეგმენტიც აგვეთვისებინა და ჩვენსკენ „გადმოგვექაჩა“.მივიღეთ, ის რაც მივიღეთ, სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია, რადგან პროდუქტს უნდა რქმეოდა ის, რაც დევს ქილის შიგნით.

სადილი

„სადილი“ აწარმოებს მზა სადილებს. ეს არის აბსოლუტურად მზა სადილი, რომლებსაც მხოლოდ შეცხელება სჭირდება. თუ ვინმეს უყვარს ცივად მირთმევა, მათ შეუძლიათ არ გააცხელონ.

პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი კონსერვანტებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე, ხოლო წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ქართული მაღალი ხარისხის ნედლი ხორცი. პროდუქტის გამოყენების ვადა კი -2 წელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  ეს არის კერძი, რომელიც არ არის გაჯერებული სხვადასხვა ქიმიური დანამატებით. „სადილი“ მზადდება ბებიების რეცეპტებით, ანუ კეთდება ოჯახური სტერილიზაცია სამრეწვეელო მაშტაბებით.  ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, გადის ყველანაირ ლაბორატორიულ შემოწმებას. უვნებელია ბავშვებისთვის.

პროდუქცია :

ძირითადად წარმოდგენილია ქართული სამზარეულო და ნელ – ნელა დაემატება ევროპულიც

ქათმის ჩახოხბილი

კუპატი

ნიგვზიანი ხარჩო

ყალია იმერულად

ფლავი კახურად

სოკოს ფლავი

ბიფსტროგანოვი

ტოლმა ვაზის ფოთოლში

სად შევიძინოთ „სადილი“ ?

„სადილი“ წარმოდგენილია თითქმის ყველა მსხვილ სუპერმარკეტში. რაც ბაზარზე გამოჩნდა ეს პროდუქტი, მოხმარებელი ზუსტად ხვდება,  რას ყიდულობს. ვფიქრობთ, რომ პროდუქტმა ამ დროის განმავლობაში მიიქცია მომხმარებლის ყურადღება და ამიტომ ჩვენ კიდევ გავზრდით მიწოდების არეალს. პროდუქტს გააჩნია ორი ხაზი: ერთი არის პრემიალური ხაზი, რომელიც შედარებით ძვირი გამოდის და მეორე -ეკონომ ხაზი, მაგ: წიწიბურა ხორცით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სამომავლო გეგმები :

გეგმა ბევრი გვაქვს. პირველ რიგში, ვაფართოვებთ მიწოდების არეალს, ანუ გავდივართ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.

გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ სპეციალური სადილები  ვეგანებისთვის. მაგალითად, ახლა გამოვა გაყიდვაში სოკოს მარინადი და სტაფილო პაპრიკით.

კიდევ ვფიქრობთ, გავაკეთოთ კორპორაციული ხაზი, რომელიც ასევე გათვლილი  იქნება ტურისტებზე.

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com