ირინა ალავერდაშვილი – საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
კერამა მარაცი – Kerama Marazzi მსოფლიოში უდიდესი კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის, მოზაიკისა და სანტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. იტალიური ტექნოლოგიით წარმოებული მაღალხარისხიანი პრო- დუქცია და ხელმისაწვდომი ფასები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ნებისმიერი სირთულის დიზაინერული პროექტი.
კერამა მარაცი ქართულ ბაზარზე მეორე წელია, რაც მოღვაწეობს. თუმცა მას უკვე აქვს ორი საცალო ვაჭრობის ობიექტი თბილისში: ერთი მონობრენდული შოურუმი და საბითუმო რეალიზაციის ძლიერი ქსელი.
კერამა მარაცის საფირმო მაღაზია მასშტაბებით საქართველოში არსებულ ყველა მონობრენდულ შოურუმს აღემატება!
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კერამიკული ფილების, კერამოგრანიტის და სანტექნიკის იმდენად ფართო სპექტრს, რომელსაც ვერცერთი სხვა წარმომადგენელი საქართველოში ამ მიმართულებით ვერ შესთავაზებს.
Kerama Marazzi შთაბეჭდილებას ახდენს თავის Maxi- ფორმატების რეალისტური ტექსტურით და რთული გამოსახულებებით. 120×240 ფორმატის ხალიჩები დაამშვენებს და დახვეწავს ნებისმიერი პროექტის ინტერიერს.
გარდა ამისა, მსხვილ ფორმატებთან ერთად, კომპანია გთავაზობთ მინი-ფორმატების ფართო არჩევანს. მათი მთავარი უპირატესობა მრავალფეროვანი ფორმებია, რაც სხვადასხვა ვარიაციების შექმნის საშუალებას იძლევა იმისათვის, რომ შექმნათ უნიკალური ინტერიერი. მათი საშუალებით შესაძლებელია თქვენი სამზარეულოს წინსაფარი ხელოვნების პატარა ნიმუშად აქციოთ, ხოლო აბაზანაში აწყობილი რთული კომპოზიცია ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მოსაწყენი და ერთფეროვანი სტანდარტული ფილების ფონზე.
სანტექნიკა და აბაზანის ავეჯიც ასევე იცვლება მათი მრავალფეროვნებითა და დახვეწილობით. ყველაზე აქტუალური ტექსტურები და ფერები, გააზრებული დიზაინი, ფუნქციონალობა, კომფორტულობა, იტალიური ტექნოლოგია და თანამედროვე მასალები. როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ტექნოლოგია და შემოქმედებითი მიდგომა არის ფუნდამენტური ელემენტები, რომლებიც ქმნიან მსოფლიოში შეუდარებელ კერამიკულ ნაწარმს.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! კომპანია გთავაზობთ უფასო 3D დიზაინს, როგორც საჩუქარს. ჩვენი დიზაინერები, თითოეულ თქვენგანს, ინდივიდუალურად მიუდგებიან და თქვენს პროექტს განუმეორებელს გახდიან.
ელენე სხვიტარიძე – დამოუკიდებელი დიზაინერი
ელენე, პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ, რემონტის დაწყების დროს?
პირველ რიგში რემონტამდე უნდა ვიზრუნოთ ბინის სწორ დაგეგმარებაზე, აქედან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის განათების სწორი განაწილება, ეს თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი საბოლოო ჯამში ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა.
წელს რა არის აქტუალური, მაგალითად, აბაზანის დაგეგმვის დროს?
წელს დიზაინის ინდუსტრიაში ძალიან აქტუალურია პასტელური ტონები, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, რაც შეეხება აბაზანას ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს ფილები ქვის იმიტაციით, განსაკუთრებით მარმარილოს ფაქტურიანი ფილები
ასევე ძალიან პოპულარული ხდება დიდი ფორმატის ფილების გამოყენება ინტერიერში, როგორც აბაზანაში ისე სხვა სივრცეებში.
თუ გვაქვს პატარა აბაზანა, ასეთ დროს როგორ ვიქცევით?
როცა სივრცე პატარაა, უმჯობესია გამოვიყენოთ პატარა ფორმატის ფილები, ამ ხერხით ფართი ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს და რაც მთავარია ისევ და ისევ ყურადღება უნდა მივაქციოთ განათების სწორ განლაგებას, უნდა ვეცადოთ რომ ერთი ცენტრალიზებული სანათის მაგივრად, რამოდენიმე განათების წყარო გავაჩინოთ და მივმართოთ კედლებისკენ ესეც დაგვეხმარება დიდი სივრცის ილუზიის შექმნაში
საძინებელში რა ფერის გამოყენებას გვირჩევთ?
რთულია რჩევის მიცემა, იმიტომ რომ, უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლის ინდივიდუალური ხასიათი, ცხოვრების სტილი. იმ შემთხვევაში, თუ არანაირი მოცემულობა არ გვაქვს, მაშინ უმჯობესია რომ ნეიტრალური სივრცე შეიქმნას, სადაც დამკვეთი თვითონ შეიტანს მისთვის სახასიათო დეტალებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ დეკორაციების საშუალებით. ნეიტრალურ ინტერიერს რაც შეეხება, მე უპირატესობას ნაცრისფერსა და თეთრს ვანიჭებ, ასევე ხის მასალას რომელიც არასდროს არ არის ზედმეტი და ყოველთვის განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს ნებისმიერ ინტერიერს.
რა პროდუქციის ნახვა შეგვიძლია Kerama Marazzi Georgia-ში?
ამ მაღაზიაში ყველაზე ძალიან მომწონს დიდი ფორმატის ფილების არჩევანი, რაც მთავარიახარისხისა და ფასის იდეალური შეფარდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დამკვეთისთვის.
ასევე აღსანიშნავია ხის ფაქტურიანი ფილები რომლებიც რთულად თუ გაირჩევა ნამდვილი ხისგან.
მისამართი : ჯორჯ ბალანჩინის #9 ( ამერიკის საელჩოს გვერდით) თამარ მეფის გამზირი #2