მოგზაურობის ამბების თხრობას, როგორც წესი, თანმიმდევრული და წესიერი მოგზაურები ბოლოდან არ იწყებენ, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ, ამიტომ სხვა ამბებს ‒ ლონდონისა და მანჩესტერის, ბრისტოლისა და ნორიჩის, საოცარი ექსპოზიციებისა და გემოების, ლიტერატურული თარგმანისა და წარმატებების ‒ მერე მოგითხრობთ, ახლა ბრიტანეთის კიდეში, მწვანე, ულამაზეს ყურეში მივდივარ, კელტების მიწაზე, სადაც ჯერ კიდევ ატყვია მეფე არტურის ხმლის კვალი.
პირველივე დღიდან, რაც ბრიტანეთის მიწაზე ფეხი დავდგი, მგონია, რომ ბავშვობის წიგნებში ვმოგზაურობ, ჯერ ელისი და საოცრებათა ქვეყანა, ღამეს ჩემი წიგნის რედაქტორის,
ედისა და მისი მშვენიერი ცოლის, რენეს სახლში ვათევ, ოთახში, რომელსაც ელისის ოთახი ჰქვია, ზუსტად ლუის კეროლის სტილითა და შინაარსითაა გაფორმებული, ამ საოცარი ტექსტის თითქმის ყველა გამოცემა აწყვია
და შენც ელოდები, როდის გამო- გიხტება სარკიდან კურდღელი.
მერე დევიდ კოპერფილდთან
ერთად ლონდონის ბაზარში დავხე-
ტიალობ, მერი პოპინსსა და ალუბლის ქუჩასაც ვეწვევი, ცოტაც აგათა კრისტი, ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვულფი და სხვა გოგოები, სტივენსონი და ართურ კონან დოილიც. (ამ ამბებში მეგზურად ზაზა დამყვება, რომელიც ჩემთან ერთად ვერ წამოვიდა, მაგრამ წამდაუწუმ მწერს ‒ ბრისტოლში ხარ? ხომ გახსოვს კუნძულისა და ყაჩაღების ამბები, მაქედან დაიწყო ყველაფერი.)
ახლა ლონდონი-ტრუროს მატარებელში ვზივარ და მეფე არტურის სამფლობელოსაკენ მივემართები. ხვალიდან რამდენიმედღიანი არდადეგებია, ამიტომ ზღვისა და საოცარი, მწვანე სანაპიროებისაკენ ბევრი მიემგზავრება; მატარებელი სავსეა, ხალხი ფეხზე დგას, წითური გოგონა თავის ჩემოდანზე ჩამომჯდარა და „ფლობერის თუთიყუშს“ კითხულობს. ნატალია, ჩემი მთარგმნელი, თანამგზავრი და მასპინძელი ათას ამბავს მიყვება, ერთი წიგნის პერსონაჟი თვითონაა, ვისმენ ამბებს
ლურჯთვალა გოგოზე, რომელიც არეულ 90-იანებს ახალ ზელანდიაში გაექცა და სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, ინგლისელი არქეოლოგი. თუმცა, ამ ამბებზე მერე მოგიყვებით.
კორნუოლი ლამანშსა და კელტურ ზღვას შორის მდებარე ნახევარკუნძულია, ბრიტანეთის უკიდურესი მხარე, სწორედ აქაა „ლენდზ ენდი“, ქვეყნის კიდე, საიდანაც ინგლისი- დან ამერიკაში რამდენიმე, მასშტაბური მიგრაცია განხორციელდა. აქ ენაც თავისი, კორნოუ- ლური აქვთ, რომელიც ძველ მანუსკ- რიპტებსა და წარწერებზეც ფიქსირ- დება და რომელიც დღეს გადა- შენების საფრთხის ქვეშ მდგარი ენაა, სულ რამდენიმე ასეული
ენის მფლობელიღა დარჩა.
ეს მხარე მითებისა და ლეგენ- დების სამფლობელოა, ჯერ არ- ტური და გრაალის თასი, მთელი თავისი მრგვალი მაგიდის რაინდებით, მერე ტრის- ტანისა და იზოლდას საბედისწერო შეხვედრა, მერე ათასგვარი მცირე სამეფო და ისტორიული პერიპეტიები, ყაჩაღები და მეკობრეები, მიქცევა და მოქცევა, ჭაობები და
კალის საბადოები.
წკაპ ‒ ზაზას მესიჯი მომდის, მონატრების ფრაზებს გადავახტები და მთავარს ამოვწერ – „„ეშმაკის ფეხის“ ეპიზოდი გახსოვს? ეგ ამბები მანდ ხდება“ ‒ ისევ შერლოკ ჰოლმსი. არა, მეორედ აქ ზაზას გარეშე ჩამოსვლა არ შეიძლება!
პირველ დღეს ნახევარკუნძულის პარკებში დავბოდიალობ, წარმოუდგენელია, ასეთი დამოკიდებულება ბაღებისა და მცენა- რეებისადმი. ხშირ წვიმებს, ნესტიან ჰავას, ზომიერ კლიმატს, ზღვისპირეთის სუბტროპიკებს ადამიანის გამრჯე ხელიც ეხმა- რება და საოცარ შედეგს ვხედავ, უზარმაზარ ბაღებს უნიკალური მცენარეებით, ინგლისური მებაღეობისთვის დამახასიათებელი ოდნავ თავის ნებაზე მიშვებული, თითქოს ველური ბუნება, რომლის მიღმაც ადამიანის უზარმაზარი შრომა ჩანს
მეორე დღეს ტინტაჯელს ვსტუმრობ ‒ შუასაუკუნეების თუ უფრო ძველ ციხე-ქალაქს, სადაც სწორედ ის, მითიური მეფე არტური დაიბადა, ძეგლი საუცხოოდაა შენახული და მოვ- ლილი. მიმართლებს, შესანიშნავი გიდიც მყავს, რომელიც დეტალურად მაცნობს ციხე-ქალაქის ისტორიის რამდენიმე საფეხურს, მეფეებისა და რაინდების ისტორიებს, ტრისტანისა და იზოლდას შეხვედრის ადგილს, საიდუმლო ბაღსაც ვნა- ხულობ და შესანიშნავ ექსპოზიციასაც, რომელიც კიდევ უკეთ აცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობის ისტორიას.
გემოებზე რას იტყვიო, მკითხავთ ალბათ, რაკიღა თქვენს სა- ყვარელ კულინარიულ ჟურნალს კითხულობთ, კერძები და გემოები ხომ მოგზაურობის საუკეთესო ნაწილია. მე ამ მხრივ ძალიან მიმართლებს, ყველაფერზე რომ მოვყვე, ალბათ ათი გვერდი არ მეყოფა, ამიტომ, სამ გასტრონომიულ ეპიზოდზე შევჩერდები:
პირველივე დღეს ინგლისური ჩაის ცერემონიის სტუმარი ვხდები ადგილობრივ წიგნის კლუბში, სადაც ძირითადად ქალები იკრიბებიან, წიგნებზე და ათას რამეზე ლაპარაკობენ. ამჯერად ჩვენი მასპინძელი თამარაა, კულინარიის დიდი მოყვარული, შესანიშნავი, შემოქმედებითი. ვარდისფერითა და ხელოვნური მარგალიტებით გაწყობილ სუფრასთან უამრავი გემრიელი რამ მოაქვთ, პაწაწუნა ისპანახიანი მედალიონები, ათასგვარი სალათა და დესერტი ‒ ყაბაყის ნამცხვარი, რო- მელსაც ინგლისური კრემის ვანილიანი, ოდნავ მსუყე გემო საოცრად უხდება. შინაური ნაყინი და ხილის სალათი საუკეთესო აკორდია, აქვე საუბარსაც ვასწრებ და ვიგებ, რომ შარლოტი, თავადაც მწერალი და მთარგმნელი, თბილისზეა შეყვარებული და სულ მალე მის მონახულებასაც გეგმავს.
მეორე დილით, ადრე ჩემს მასპინძელს, ნატალიას თევზის ად- გილობრივი გამყიდველი აღვიძებს. ახალდაჭერილი, სულ, სულ ცინცხალი ორაგულის ფილე იდეებს მიღვიძებს და საღა- მოს ვახშმის გეგმასაც ვაწყობ. მერე რა, რომ სტუმრად ვარ, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მასპინძლის ქურაც უნდა ავითვისო. მით უმეტეს, რომ აქაური ბოსტნეულიც ბლომად (და საკმაოდ იაფად) გვაქვს, სატაცური, ფრანგული ლობიო, ლობიოს ღივები, ცოტა ბოლოკიც და თალგამი და შესანიშნავი, შინდამზადებული იტალიური ფერადი პასტა, ჰოდა,
რულეტის გამოცხობას რა უნდა! თევზის ფილეს ვჭრი, გულში ცერეცოს ტოტებსა და ცოტაოდენ როზმარინს ვუდებ, ვახვევ და ჩხირით ვამაგრებ, ბევრი ლიმნით, ზეითუნის ზეთით, სულ რამდენიმე წვეთი ბალზამიკოთი და შაშკვლავით ვკაზმავ და სათითაოდ გადავახვევ ფოლგაში, ისე, რომ სურნელისა და გემოს არცერთი მისხალი არ გაიფრქვეს ჰაერში უქმად. ბოსტნეულს ცალკე, ღრმა ტაფაში მოვბრაწავ, ზეითუნის ზეთსა და ქარის დავუმატებ და როცა ყველაფერს ერთად იტალიურ პასტას მოვუსკუპებ გვერდზე, აღტაცებული შეძახილებიც არ დააყოვნებს.
მესამე დღეს ყავის ცერემონიაზე მპატიჟებენ, ესეც მნიშვნე- ლოვანი ინგლისური ტრადიციაა, ყავასთან ერთად კორნუო- ლურ ტრადიციულ შაფრანის ნამცხვარს მივირთმევ, ეს შესა- ნიშნავი სანელებელი აქ მრავლადაა და ბევრ კერძთან ერთად გამოიყენება, ცხელ ყავას ძალიან უხდება აქაური ნაღების კრემით, ლურჯი მოცვის თუ სხვა კენკრის მარმელადით მომზა- დებული ნამცხვარი, სადაც კრემისა და მარმელადის მონაცვ- ლეობის წესი ერთგვარი ეროვნული სიამაყეა. უგემრიელესია ადგილობრივი ყველიც (საერთოდ, ამ მხარეში ყველის 60-მდე სახეობა არსებობს). თუ ამ ყველაფერს შესანიშნავი ინგლისურით წარმართულ თავაზიან საუბრებს დაუმატებთ, ზოგჯერ ისეთ არაფრისმომცემ დეტალებზე, როგორც ამინდი და სამოსია, წარმოიდგინეთ ელისის ბედნიერება, რომელიც საოცრებათა ქვეყანაში მოხვდა ერთ უბრალო, ჩვეულებრივ დილით…
კიდევ ერთი რამ, რაზეც აუცილებლად უნდა მოვყვე, როცა კორნულურ სამზარეულოზე ვსაუბრობ, ეს აქაური ღვეზელია, კორნიშ პასტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობაა და დიდ ისტორიასაც ინახავს. ეს რამდენიმენაწილიანი ღვეზელი ნახევრადფენოვანი, ოდნავ მძიმე ცომისგან მზადდება და გულ- სართად ხორცი, თალგამი ან კომბოსტო და სხვა ბოსტნეული უკეთდება. როგორც ამბობენ, ეს ადგილობრივი მაღაროელების საკვები იყო, რომლებსაც ეს რამდენიმენაწილიანი ღვეზელი საუზმესაც უცვლიდა, სადილსაც და ვახშამსაც, ჯერ ბოსტნეულიან ნაწილს მიირთმევდნენ, მერე ხორციანს და ბოლოს, ღვეზე- ლის იმ ნაწილსაც, სადაც გულსართად კენკრა, კრემი თუ სხვა ტკბილეული იყო. ასე ითავსებდა ეს ღვეზელი მაღაროელთა მთელ მენიუს.
მოსაყოლი ბევრი დამრჩა, მაგრამ მომავალი შეხვედრისთვის იყოს!