CO.MODE MULTI GEORGIANS DESIGNERS STORE

GEORGIAN FASHION BRAND WITH AN INTERNATIONAL FOCUS 

ნინო უგრეხელიძე, მაღაზიის მფლობელი: Co.mode – არის მაღაზია-სალონი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართუ- ლების დამწყებ დიზაინერთა კოლექციები. პერიოდულად ვიმა- ტებთ ახალი დიზაინერების კოლექციებს, რადგან ჩვენს ქალაქ- ში მუდმივად ჩნდებიან ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერები. რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობა ჩვენი პრიორიტეტია.

2017 წელი ჩვენი მაღაზიისთვის საკმაოდ დატვირთული იყო:

  • ·  მონაწილეობას ვიღებდით თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში.

  • ·  ვიმყოფებოდით ყაზახეთის მოდის კვირეულზე, კერძოდ, ქა- ლაქ ალმა-ატაში, სადაც წარმოდგენილი გვქონდა co.mode-ის ხაზის ტანსაცმლის კოლექცია და სხვადასხვა ქართველი დიზაინერების შექმნილი აქსესუარები. ძალიან დიდი მოწო- ნება დავიმსახურეთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოლო- დინს გადააჭარბა.

  • ·  ბაქოში მივიღეთ მონაწილეობა მოდის კვირეულზე და წარმოვადგინეთ ჩვენი ბრენდის ჩვენება.

  • თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის მოდის კვირეულებიდან მუდმივად გვაქვს შემოთავაზებები. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქ- ციის გატანას, გაცნობას და რეალიზაციას ამ გზით ვახდენთ. თუმცა ცნობადობის გაზრდის შემდეგ, დიდი იმედი გვაქვს, სამომავლოდ, რომელიმე ქვეყნის ბაზარზეც ვიხილავთ ჩვენს ბრენდს.

    მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იქმნება ჩვენი ონლაინ გაყიდვების გვერდი (www.comode.online) და მობი- ლური აპლიკაცია (CO.MODE), რომელიც საშუალებას მისცემს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელს, შეიძინონ მარტივი გზით მისთვის სასურველი პროდუქტი.

    ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მუდმივად გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლების მოთ- ხოვნები და ეს ყველაფერი ვაქციოთ ჩვენს სამომავლო გეგ- მებად.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com