,,კაფესიტო” თამარა გოდერძიშვილი

დედა ენის ბაღი. ირგვლივ, მტკვრის პირას, რამდენიმე კაცი თევზაობს. ბაღში ერთი ძველი შენობაა, რომლის კარსაც თუ შეაღებთ, სრულიად განსხვავებულ სივრცეში მოხვდებით. თანამედროვე ინტერიერი, ნათელი მშვიდი ფერები და მყურდო გარემო ‒ ეს ქალაქში ახალი კაფე ‒ „კაფესიტოა“. „კაფესიტოს“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული თამარა გოდერძიშვილია, რომლის ოცნებაც საკუთარი სივრცის მოწყობა იყო. თამარა სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს, მანამდე კი ჩვენ ვესტუმრეთ და „კაფესიტო“ დავათვალიერეთ:

იდეა

„კულინარიაში საქმიანობა იმიტომ დავიწყე, რომ საბოლოოდ ჩემი, საკუთარი კაფე გამეკეთებინა. „კაფესიტო“ დედაენის ბაღშია, ეს ადგილი ჩემთვის ძალიან საყვარელია, ბავშვობასთან ასოცირდება და მიხარია, რომ ჩემი კაფეც აქ არის. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ გამეკეთებინა სივრცე, სადაც იქნებოდა მყუდრო გარემო. სტუმარს შეუძლია დაისვენოს, იმუშაოს და ამასთან ერთად მიირთვას გემრიელი კერძები.“

მენიუ

ეს არის ტიპიური კაფე, სადაც არ არის ძირითადი კერძები. საქართველოში, ხომ იცით როგორც ხდება, კაფე ჰქვია და არის რესტორანი სრული მენიუთი. აქ ასე არ არის. მთავარი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ „კაფესიტოში“ ყველა- ფერი ქართულია. ჩვენთან დაგხვდებათ სალათე- ბი, სენდვიჩები, წვნიანები და ტარტები და ეს ყველაფერი, მხოლოდ ქართული პროდუქტით მომზადდება. სენდვიჩის პურიც კი თონეში ცხვება.

გეგმები

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ „კაფესიტო“ საინტერესო ღონისძიებების მასპინძელიც იყოს. ვფიქრობ, საღამოობით აქ მოვაწყობთ მუსიკალურ, ლიტერატურულ თუ გასართობ ივენთებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს სივრცე ყველასთვის საყვარელი ადგილი გახდეს. ზაფხულში ვაპირებთ მენიუს ნაყინი დავუმატოთ, რომელიც ხელნაკეთი იქნება. ვნახოთ რა გამოვა, მე „კაფესიტოსთან“ ბევრი გეგმა მაქვს''. 

პომიდვრის წვნიანი თამარა გოდერძიშვილისგან

ჯერ ვაცხობთ პომიდორს ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე. ვაყრით მარილს და პილპილს გემოვნებით. გამოცხობის შემდეგ ვფცქვნით პომიდორს და ვაბლენდერებთ, ვასუნელებთ ქართული სუნელებით. ვაზავებთ მიღებულ მასას ბოსტნეულის ბულიონით.

ამ კერძს მოჰყვება სპეციალური აჯიკის სოუსი, რომელიც საიდუმ- ლო რეცეპტით მზადდება და კერძის გემოს უფრო პიკანტურს ხდის. აგრეთვე წვნიანს მოყვება ქართული რუხი პური, რომელიც სპეციალურად ჩვენი კაფესთვის ცხვება.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com