მსახიობ დათო კვირცხალიას მეგრულ სამზარეულოსთან წარმომავლობაც აკავშირებს, ბავშვობის გასტრონომიული მოგონებებიც და პროფესიული საქმიანობის ამ ეტაპზე ‒ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალებიც“. მეგრული კერძების მრავალფეროვნება და გემო დღემდე აოცებს, თუმცა მისი კულინარიული გემოვნება მხოლოდ ერთი კუთხის ჩარჩოებს არ ცნობს.
-
კულინარიის მიმართ რამდენად დიდი ინტერესი გაქვთ?
-
– ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები, მაგრამ წუნია არ ვარ, ‒ ოჯახში რაც არის, პრობლემას არ ვქმნი. რესტო- რანში, როცა მეგობრებთან ერთად ვარ და ვსვამ, მისა- ყოლებელი მთავარი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნამ- დვილადაა.
-
– თვითონ გეხერხებათ მზადება?
-
– ძალიან მიყვარს ტრადიციული, ამოლესილი ლობიო
და გემრიელიც გამომდის. ჩემი ბებია ამზადებდა
ძალიან კარგად. მას ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ალბათ, მეხსიერებით შემომრჩა მეც,
‒ ერთხელ რომ ვცადე, ორჯერ, ‒ გამომივიდა. ახლა რომ გითხრათ, რომ ჩემს გარემოცვაში გიჟებს გვანან
და მირეკავენ, ლობიოს როდის გააკეთებო, ‒ არა, მაგრამ მოსწონთ ძალიან. ხაშსაც კარგად ვამზადებ, ჟანრი ლოლაშვილისგან ვისწავლე. ჟანრი ცნობილია, რომ გურმანია და თან კულინარიცაა. მეც მეხერხება რაღაცები. ჩემი ჭაბუკობის დროს არაერთხელ მოვხვედ- რილვარ რეზო ლაღიძესთან, პეტრე გრუზინსკისთან, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად. მაშინ მე ისეთი ასაკი მქონდა, ყველაფრის მრცხვენოდა, მაგრამ როცა ვნახე ეს დიდებული ხალხი როგორი მონდომებით ამზადებდა ყველაფერს, კარგ მაგალითად დამრჩა. მეუბნებიან, რომ გამომდის მზადება. ძალიან მიყვარს მოხარშულ კვერ- ცხებს შუაზე რომ ჭრიან, გულებს ამოაცლიან და საკმაზს დაუმატებენ. მე ქინძითა და ნივრით მიყვარს, ‒ ქართული ვარიანტი, ‒ უფრო ბებიას კერძების გემო აქვს. -
– ზოგადად, ქართული სამზარეულო გიყვართ?
-
– კი, კი, რა თქმა უნდა! დიდ პატივს ვცემ. გასტროლებზე ხშირად ვყოფილვარ საზღვარგარეთ, ბევრი რამ დამიგე- მოვნებია, მაგრამ ისე არაფერზე გავგიჟებულვარ, რომ განსაკუთრებით დამმახსოვრებოდა. მე ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც კარგად ამზადებდნენ დედა, დეიდები. ისე, მართალი რომ გითხრათ, როცა ვქეიფობ, ხშირად მშიერი მოვდივარ სახლში. ამ დროს ბევრს ვერ ვჭამ, მაგალითად, მწვადი თუა, სხვა შეიძლება არც არა- ფერი გავსინჯო.
-
– განსაკუთრებულად რა გიყვართ?
-
– მჭადი და ყველი მიყვარს ძალიან, კიდევ ხაჭაპური. ყვე- ლანაირ პიცას ხაჭაპური მირჩევნია. არ მიყვარს თევზეუ- ლობა. არ მძულს, მაგრამ არც მომენატრება. ზოგადად, პირის გემო მაქვს, მაგრამ ასე ახალ-ახალ გემოს რომ დაეძებენ, მე არ ვარ ეგეთი.
-
– თქვენს ოჯახში ვინ ამზადებს?
-
– მეუღლე ამზადებს, თუმცა ახლა ნაკლებად უწევს, ვიდრე ადრე. ცხოვრების სტილი ყველასთან შეიცვალა. ახლა სახლში ნაკლებად ვიკრიბებით, ადრე სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, 12-ის ნახევარზე, 12-ზე, მაშინ ვიკრიბე- ბოდით. არ იყო ეს სწორი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღე ჭამის საშუალება არ გვქონდა, ‒ სპექტაკლი იყო სათამა- შო, ‒ მთელ დღეს ვშიმშილობდით და მერე ხან ‒ ერთ- თან, ხან მეორესთან ვიკრიბებოდით. ჩემთანაც ხშირად იყო ეს ღამის ვახშმები. 3-4 საათამდე ვსვამდით ღვინოს. ის გვშველოდა, რომ ღამის რეპეტიცია 11 საათზე იწყებო- და და ძალიან ადრე არ გვიწევდა გაღვიძება.
-
კვების მოწესრიგებული რეჟიმი გაქვთ?
– არა, შეიძლება დღე ისე გავიდეს, ჭამა ვერც მოვახერხო. როცა საქმით ხარ გართული, ხშირად ხდება ასე. თუმცა დილას ყავით ან ჩაით ვიწყებ. მყავს რამდენიმე მეგობა- რი, რომლებთან ერთად დროსტარებას არაფერი მირ- ჩევნია. არ მიყვარს დიდი სუფრები, თუმცა თამადადაც ხშირად მირჩევენ. სუფრაზეც ზომიერება მიყვარს. მოკლე სადღეგრძელოებს ვამბობ. როცა თამადა თავისი ერუდი- ციის დემონსტრირებასა და ლექსების კითხვას იწყებს,
ეს ჩემთვის აუტანელია. კი, შეიძლება ციტატა მოიყვანო, მაგრამ მინახავს თამადები, გალაკტიონს ისე იყენებენ ამ საქმეში, იფიქრებ, რომ თვითონ კარნახობდნენ, როცა გალაკტიონი წერდა.
– მოგწონთ, როცა ადამიანი კარგად ამზადებს?
– რა თქმა უნდა! თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ქალი მაგ ნიშნით არასდროს მომწონებია. სამაგიეროდ, მინა- ხავს ქალი, რომელიც ისე დახვეწილად და არისტოკრა- ტიულად მიირთმევდა, მიფიქრია, ნეტავ ახლა მისთვის ფუჟერი მიმაჭახუნებინა-მეთქი.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხშირია გასტრონომიული სცენები და, შესაბამისად, ალბათ, დეგუსტაციაც.
– დიახ, ჩემი გმირის ირგვლივ, რა თქმა უნდა, მეგრული კერძები დომინირებს. მეგონა ყველაფერი ვიცოდი მეგ- რულ სამზარეულოში, მე თვითონ აბაშის რაიონიდან ვარ, არადა, უამრავი ახალი რამ დავაგემოვნე.
– როგორ ფიქრობთ, კულინარია ხელოვნების ფორმაა?
– მე მას კულტურის ყველაზე ძლიერ ფორმად მივიჩნევ. ადამიანის ესთეტიკური, ეთიკური, მორალური მახასია- თებლები სრულყოფილად ვლინდება კულინარიაში.