სნეპ ფიტნესი – 24 -7

სოფო სოლოღაშვილი –  ,,სნეპის'' ქსელის დირექორი.

სოფო, მოგვიყევით თქვენ შესახებ?

სოფო სოლოღაშვილი, 33 წლის. მყავს მეუღლე და 2 შვილი.

როდიდან დაიწყეთ მუშაობა „სნეპში“? რა თანამდებობას იკავებთ ამჯერად?

ამ ეტაპზე გახლავართ „სნეპის“ ქსელის დირექტორი. მეგობრებისგან გავიგე, რომ იხსნებოდა საერთაშორისო ფიტნეს კლუბი თბილისში, ვინაიდან მქონდა მსგავსი ტიპის კლუბში მუშაობის გამოცდილება, ძალიან დავინტერესდი, თუმცა რადგან 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ვერ წარმოვიდგინე როგორ გავართმევდი თავს ახალ გამოწვევას, მაგრამ რამდენიმე გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ სამსახურში ამიყვანეს და ახლა უკან რომ ვიხედები, ვერ ვიჯერებ თუ როგორი სირთულეები გადავლახეთ და რამდენად დიდი შრომა ჩავდეთ ყველამ ერთად, იმისთვის რომ აქამდე მოვსულიყავით.

ჩვენი წარმატების ფორმულა იყო სწორი იდეა და ამ იდეის ირგვლივ შეკრებილი არაჩვეულებრივი ადამიანები. საერთოდ, თუ არის კარგი გუნდი, რომელმაც იცის რას აკეთებს და რა მიზანი აქვს, ყველაფერი გამოვა და ასეც მოხდა. ამ ადამიანების უსაზღვროდ მადლობელი ვარ, მათ ფეხმძიმე გოგოს გადმომცეს საჭე და გამომიცხადეს ნდობა. ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იყო და ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი.

მოკლედ დაიწყო ამ კომპანიის შენება და მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი. აღმოჩნდა,რომ ნდობა გავამართლე, რადგან თავდაპირველად ვიყავი ადმინისტრაციული მენეჯერი, შემდგომში გენერალური მენეჯერი და ახლა ვიკავებ დირექტორის პოზიციას.მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. თვითონ ფაქტი,რომ მონაწილეობას იღებ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაში და ამასთავანვე, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაში და შედეგად ხედავ კმაყოფილ მომხმარებელს, ძალიან სასიამოვნოა.

ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი და ეს არის რეალობა – მთავარია გიყვარდეს შენი საქმე, გულით აკეთებდე და ყველაფერი გამოვა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს შანსისთვის, განვითარებისთვის, ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის.

რას გვთავაზობთ „სნეპში“?

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მომსახურებას და პროდუქტებს ‒ გვაქვს 2 დარბაზი ყაზბეგის 24-ში და ჭავჭავაძის 29-ში. დარბაზი აღჭურვილია მსოფლიოში #1 ბრენდის, „ტექნო- ჯიმის“ ტრენაჟორებით, ასევე საერთაშორისო დონის სტანდარტის სავენტილაციო სისტემით, ორივე დარბაზში ფუნქციონირებს ბარი. გვაქვს ჯგუფური ვარჯიშების არჩევანი ‒ ზუმბა, პილატესი, აერობიკა, პრესები და კრივის ჯგუფები, ასევე უკვე დაგეგმილია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ჯგუფური ვარჯიში, რომელიც უშუალოდ მათი ასაკისთვის განკუთვნილი აქტივობებით იქნება დატვირთული და შედგენილი ‒ გაჯერებული კროსფიტის, კრივის ელემენტებით, გამძლეობის გამომუშავებით და თავდაცვითი ვარჯიშებით. ჯგუფი თავდაპირველად იქნება მხოლოდ შაბათ – კვირას, რომელსაც ჩაატარებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კარატეში, აღმოსავლური ორთაბრძოლების სპეციალისტი, სერტიფიცირებული ფიტნეს მწვრთნელი.

რაც ყველაზე მთავარია, „სნეპში“ არის სასიამოვნო გარემო, სივრცე, ჟანგბადი, რომელიც აუცილებელია ვარჯიშის დროს და ბევრი მომღიმარი თანამშრომელი.

სიახლეები რა გაქვთ?

სიახლე ნამდვილად გვაქვს. ყაზბეგის 24-ში მდებარე დარბაზში გაიხსნა “Snap Massage Room”, სადაც გვყავს პროფესიონალი მასაჟისტები, გვაქვს სამკურნალო, სარელაქსაციო, სპორტული და ანტიცელულიტური მასაჟი, ასევე მასაჟი 4 ხელში. ვისაც სურს სრული კურსი, რაც ძირითადად ეხება ანტიცელულიტურ და სამკურნალო მასაჟებს, მოქმედებს ფასდაკლება. მოკლედ ნამდვილად ღირს მოსვლა.

ჯანსაღ კვებას ექცევა თქვენთან ყურადღება?

რა თქმა უნდა, როდესაც ინსტრუქტორი წერს პროგრამას, აუცილებლად ადგენს კვების რაციონს, თუმცა ვეტყვი პოტენციურ მომხმარებლებს, იმის „შიშით“, რომ კვებას ვერ დაიცავენ, არ მოსვლა სავარჯიშოდ არის მცდარი, ან საკუთარი თავის და სიზარმაცის გამართლების მცდელობა, რადგან როდესაც ვარჯიშს იწყებ და შედეგს ხედავ ჯანმრთელობის და წონის კუთხით, იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ თავად გიჩნდება სურვილი გაითვალისწინო მწვრთნელის რჩევები კვებასთან დაკავშირებით და უფრო სწრაფად მიაღწიო სასურველ შედეგს.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „სნეპი“?

გარდა ხარისხიანი ტრენაჟორებისა და ვენტილაციისა, რაც უკვე ზემოთ აღვნიშნე, კიდევ ერთ მთავარ მიზეზად დავასახელებ სისუ- ფთავეს, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ასევე კვალიფიციური ინსტრუქტორები და ყველაზე მნიშვ- ნელოვანი ‒ ყველა მომხმარებელს ექცევა სათანადო ყურადღება სხვა დარბაზებისგან განსხვავებით. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უდგენენ პროგრამას და კვების რაციონს. ადამიანი, რომელიც პირველად მოდის სავარჯიშო დარბაზში, რთულია პირველივე დღეს გაერკვეს, რომელი ტრენაჟორი რა ფუნქციას ასრულებს და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია ტრენერის ყურადღება, რათა კლუბის წევრს მოეხსნას დაძაბულობა და უცხო გარემოს კომპლექსი.

ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთან ხარისხი ბევრად აღემატება ფასს და ეს საშუალებას გვაძლევს ყველა ტიპის კატეგორიისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომსახურება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა უახლოეს გეგმაში შედის მე-3 დარბაზის გახსნა, რომელიც აუცილებელი გახდა მოთხოვნიდან გამომდინარე.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com