ქართული ტრადიციული კერძებისა და მსოფლიო სამზარეულოს ინტერპრეტაციები – ინოვაციური გასტროპაბი GOYA გაიხსნა
ქართული ხაჭაპური პიცის ინტერპრეტაციით, სოკოს ხინკალი პესტოს სოუზით – ეს და კიდევ ბევრი სხვა ინოვაციური კერძი თბილისში, უნიკალური გასტროპაბის, GOYA-ს გახსნაზე მიწვეულმა სტუმრებმა ალბათ, პიველად დააგემოვნეს.
გასტროპაბ GOYA -ს შემქმნელები მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ბიზნეში 40 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი Mint Leaf Group – ია, რომელიც რესტორნებს ფლობს და მართავს ლონდონსა და დუბაიში. Mint Leaf Group-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სამ მილიონ ლარს შეადგენს.
GOYA-ს გახსნის ღონისძიებას კულინარიის ექსპერტები და ისეთი ცნობადი სახეები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან ირინა ონაშვილი, ია ფარულავა, დალი ჩიტალაძე, ეკა ხოფერია, ნინო დარასელი, ლალი ტოტიკაშვილი, ესმა კუნჭულია, ენზო ნერი, მანუელ ფაუნდესი და სხვები. სტუმრებს პოპულარულმა შეფ-მზარეულმა, პრადიფ ჰულარმა უმასპინძლა და თავისი კულინარიული გამოცდილებითა და დახვეწილი უნარებით არა მარტო მთელი მსოფლიოს კერძები და სასმელი გააცნო, არამედ ინოვაციური ტრადიციული ქართული კერძებითაც გააკვირვა. ხაჭაპური პიცის არომატით, იგივე „სულგუნი ხაჭაპური პიცა“, „ლობიო კარი“, ხინკალი პესტოს სოუსით და გრილზე შემწვარი ბატკნის ქაბაბი აჯიკით მათი ფავორიტი აღმოჩნდა. ქართულ ჭაჭასთან და ქინძმარაულის ღვინოსთან ერთად GOYA–ს გახსნა ისეთი ორიგინალური და დახვეწილი კოქტეილებითაც აღნიშნეს, როგორიცაა “ქართული ატმის ჯულეპი“, “ჭაჭა მჟავე”, “გოიას არომატები“.
როგორც რესტორნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელს მსოფლიოში გასტოფაბის კონცეფცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ისინი იმედოვნებენ, რომ ისეთ საინტერესო ქალაქში, როგორიც თბილისია, სტუმრები GOYA-ს კარგად მიიღებენ.
„თბილისი შესანიშნავი ქალაქია. ჩვენ ბევრი გვსმენია თქვენს სტუმართმოყვარეობაზე, გურმანობაზე. გასტროფაბის გახსნაზე ამაში თავად დავრწმუნდით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თქვენი ტრადიციული კერძები, რომლებსაც სხვა ქვეყნების სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ინგრედიენტები დავამატეთ და აღმოჩნდა, რომ ამგვარი კომბინაცია ქართველებს ძალიან მოსწონთ.
ჩვენი მიზანია, საქართველოში ადამიანებს ახალი ტიპის კერძები და სასმელი შევთავაზოთ და ამით გავაუმჯობესოთ საინტერესო ბიზნესკონცეფცია, ხელი შევუწყოთ ადამიანების ცხოვრების სტილის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,“-ამბობს გასტროპაბ GOYA-ს ბრენდ-მენეჯერი სობჰაგ ვეერი.
გასტროპაბი წარმოადგენს მაღალი ხარისხის რესტორნისა და ფაბის ჰიბრიდულ შენაერთს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიირთვას განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.