პერინატოლოგია საზღვრებს გარეშე

თბილისში,  პირველი საერთაშორისო კონფერენცია, “პერინატოლოგია საზღვრებს გარეშე” ჩატარდა. იგი ორგანიზებულ იქნა პერინატოლოგიის მედიცინის სპეციალისტთა ასოციაციის, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციისა და ფარმაცევტული კომპანია, გეფას“ მიერ.

პერინატოლოგიის მედიცინის სპეციალისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან : ფრენკ ჩერვენკაკი (აშშ), ჟან კარლო დი რენცო (იტალია), ასიმ კურიაკი (ხორვატია) და სხვა წამყვანი უცხოელი ექსპერტები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახდენენ პერინატოლოგის სფეროში არსებული სიახლეების მიმოხილვას. საერთაშორისო კონფერენცია გახდა  უნიკალური პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იყო ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილება პერინატოლოგიის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, აგრეთვე,  ახალშობილებისა და ჩვილების კვების საკითხებს.

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციიის პრეზიდენტი – ია დავითაია : „ჩვენ , საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია მჭიდროდ ვთანამშრომობთ,  როგორც ამიერკავკასიის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან და ყოველთვის გვიხარია, როდესაც  ჩამოდის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, როლებიც  ჩვენს დარგთან ახლოს არიან. პერინატოლოგია ეს არის  ორსულობის მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ქალს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდება.

კონფერენციაზე ჩამოსულები არიან   ამ სფეროს წამყვანი პროფესორები მოსკოვიდან , რომლებიც ხელმძღვანელობენ ასოციაციას და მათი ინტერესების სფერო, როგორც ჩვენი, არის  ორსული ქალის და ბავშვის მოვლის საკითხი. ამაში შედის სხვადასხვა რამ, მათ შორის სწორი კვება და სხვადასხვა დაავადებების პრევენცია.

ბოლო პერიოდში გამოსწორდა ისეთი საკითხები, როგორიცაა,  რეგიონებში ორსული ქალის  და ბავშვის მოვლა. შობადობა ვერ ვიტყვი რომ გაიზარდა , მაგრამ  საგრძნობლად არ შემცირებულა. შემცირებულია ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც ძალიან მისასალმებელია. ამ სფეროში წინსვლა ნამდვილად გვაქვს.

ველოდებით საინტერესო ინფორმაციებს ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან. სასარგებლო აღმოჩნდება უდავოდ  ჩვენი შეკრება და დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ხშირად ჩატარდეს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე საზღვარგარეთ, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ მედიცინის ამ  სფეროში.

პერინატალური მედიცინის სპეციალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი,  ნიკოლაი ვალოდინი:

„პერინატოლოგია, მედიცინის დინამიკური განვითარების დარგია, და მის მთავარ პრინციპს წარმოადგენს სპეციალისტთა ძალისხმევის კონსოლიდაცია ორსული ქალის, ნაყოფისა და ჩვილის  სიცოცხლისთვის.

მთელ მსოფლიოში პერინატოლოგიის პრობლემა არის ყველაზე აქტუალური. ჩვილების გარდაცვალება  ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის აღმნიშვნელია. ამიტომ ყველა ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა ამ თემას. პერინტოლოგიის პრობლემა უნდა გადაწყდეს მთელი მსოფლიოს პროფესორების მიერ.

კონფერენციის დროს მონაწილეები მსჯელობენ და ცვლიან ინფორმაციას  სამეცნიერო კვლევებზე, პრაქტიკაში ინოვაციური ტექნოლოგიისა და პროცედურების  დანერგვაში; უზიარებენ გამოცდილებას თანამედროვე დიაგნოსტიკასა და  მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე.

 გამიხარდა,  როცა გადაწყდა, რომ ჩვენს ქართველ კოლეგებს უნდა შევხვედროდით. ნამდვილად დროულია! დარწმუნებული ვარ რომ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com