დილის საუზმე მთელი დღის განწყობაზე მოქმედებსო – ასე უთქვამთ მეცნიერებს, ჩვენც გადავწყვიტეთ ნუკრი კაპანაძესთან ერთად გვესაუზმა და გაგვერკვია, რას ფიქრობს ცნობილი ქართველი მომღერალი საუზმის აუცილებლობაზე, რა კერძი უყვარს და რას ვნახავთ მის მაცივარში ყველაზე ხშირად.
ნუკრი “ ნიკორას” პროდუქტებით გაგვიმასპინძლდა: გემრიელი სოსისი და საგაზაფხულო სალათი – ასეთია ჩვენი საუზმე.
- როგორ იწყება თქვენი დილა ?
- ზოგადად ჩემი მაცივარი ხშირად ცარიელია, მაგრამ ყოველთვის მაქვს ნახევარფაბრიკატები მომარგებული. აუცილებლად მაქვს მაწონი, არაჟანი, ძეხვეული, სოსისი, რომელიც დილის საუზმეს ძალიან უხდება. კვერცხიც , ანუ რასაც არ სჭირდება დიდი დრო მოსამზადებლად.
- როგორ ფიქრობთ, საუზმე აუცილებელია ორგანიზმისთვის ?
- მეცნიერები სხვადასხვა ინფორმაციებს დებენ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგი ამტკიცებს ,რომ აუცილებელია საუზმე და ერთიდაიგივე დროს კვება. საპირისპირო მოსაზრებასაც შევხვედრილვარ. პირადად მე საუზმეზე მიყვარს სოსისი რძიანი ან ივერია. ვარ “ნიკორას”პროდუქციის ხშირი მომხმარებელი.საუზმისთვის პროდუქტების დიდი არჩევანი აქვს. შესაბამისად ხშირი სტუმარი ვარ. ქართული კომპანიაა, რომელიც წლებია მაღალ ხარისხს ინარჩუნებს და ვენდობი
- ჩაი თუ ყავა ?
- ყავა, დღის განმავლობაში არაერთხელ მიწევს ყავის დალეავა.
- რა გამოცდილება გაქვთ კულინარიაში ?
- ვერ გეტყვით ,რომ კულინარიას მთავარი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა პატივს ვცემ და ვაფასებ , იმ ადამიანებს, ვისთვისაც კულინარია არის ხელოვნება. მე ვიცი ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანი, რომელთან სტუმრობაც არის ძალიან სანტერესო. მახსოვს ხშირად მიწევდა სოფიკო ჭიაურელთან სტუმრობა, მისი შვლის დაბადების დღეზე და სულ ვფიქრობდით რას დაგვახვედრება ქალბატონი სოფიკო. რაც მთავარია აკეთებდა თავისი ხელით, არ იხმარდა არავის. ყველაფერში იყო მისი გემოვნება ჩართული, სანელებმების შეხამება იცოდა ფანტასტიურად. ძალიან მოსწონდა როცა გიპასპინძლდებოდა თვითონ. ეს იყო მთელი კულტურა და სიამოვნება.
- ყველაზე ხშირად რას მიირთმევთ ხოლმე ?
- ასე ამოჩემებული კერძი არ მაქვს, მაგრამ გაგეცინებათ და გეტყით ,რომ ძალიან მიყვარს და სულ შემიძლია მივირთვა ღომი. ღომის ტკბილსაც ვაყოლებ და ნებისმიერ სხვა კერძსაც , არ აქვს მნიშვნელობა. და ყველი ჩემთვის არის აუცილებელი, მის გარეშე არ შემიძლია.
- რა არის თქვენთვის ბავშვობის გემო ?
- მჭადი და ყველი. და კიდევ, მე ხომ იმერეთიდან ვარ და ბებია აკეთებდა რძეში შეხარშულ მჭადს,ეს არის უგემრიელესი, ცოტა მარილით და სქლად მოხარშული.
- როდის გნახავთ სამზარეულოში ?
- ალბათ დილას სანამ სახლიდან გავდივარ და მერე როცა მოვდივარ. ძირითადად გარეთ ვიკვებები.
- არის რომელიმე ქვეყნის სამზარეულო, რომელიც გამორჩეულად გიყვარს ?
- არ არის ეგეთ სამზარეულო, ჩემთვის ყველა საინტერესო და გამორჩეულია გემოებით. მაგალითად ინდოეთში იყო გემრიელი სანელებლები, რაღაცით ქართულსაც გავდა. მიყვარს ჩინური სამზარეულო. სადმე რომ მივდივარ, თუ ქართველებთან ვარ სტუმრად, ქართულ სამზარეულოს მთავაზობენ, მე კიდევ მირჩევნია ახალი და უცხო გავსინჯო.
- არის ის რასაც ვერ გასინჯავთ ვერასდროს ?
- მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფრის გასინჯვა შეიძლება. სხვათაშორის გამისინჯავს ლოკოკინები, რომელიც ქართველმა მზარეულმა მოამზადა. თავისი ხელით მოაგროვა, ტყეში ეს ნიჟარები და გააკეთა ჩაქაფული. ძალიან გემრიელი გამოვიდა.
- რითი ვსაუზმობთ დღეს ?
- დღეს, გადავწყვიტე ვისაუზმო და თქვენც გაგიმასპინძლდეთ მარტივად მოსამზადებელი სალათით და გემრიელი სოსისით.