ლიკა კატროზია რესტორატორი, როგორც ხელოვანი

საქართველოში გასტრონომიული სფერო ვითარდება და იხვეწება, ნელ-ნელა უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ქართული თუ უცხოური გემოები სწორი კონცეფციით არის ბაზარზე წარმოდგენილი და ეს კაფეებსა და რესტორნებში სტუმრების რაოდენობითაც იგრძნობა. კულინარიის ევოლუციის პროცესში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორპორაცია „აი სი არი“, საკუთარი ობიექტებითა და მაღალი დონის სერვისებით.

ქეითერინგის ახალ და საინტერესო სივრცეში ლიკა კარ- ტოზია, კორპორაციის გასტრონომიული მიმართულების რესტორატორი და ქეითერინგის დირექტორი გვმასპი- ნძლობს. უზარმაზარი მაგიდა ფერადი ლარანაკებით, ყვავილებით, ოქროსფერი შანდლებითა და სანთლე- ბით გაფორმებული, ფაქიზად შერჩეული ჭურჭელი ‒ ეს ლიკას ხელწერაა. საკუთარი დახვეწილი მანერები, გემოვნება და ესთეტიკის შეგრძნება საკვებ ობიექტებშიც შეაქვს. მისი საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საკვები ობიექტები და ფურშეტები.

ამბობს, რომ თითოეულ პატარა ღონისძიებასაც კი ემოციურად უდგება. გასტრონომიულ სფეროს ძალიან უყვარს წესების დაცვა. სერვირება და ეტიკეტი ხელოვნებაა, რომელიც მკაცრად უნდა განისაზღვროს. მისი აზრით, ეს სფერო ისევეა, როგორც მოდა, უნდა აჰყვე ტენდენციებს, ხშირად გადაამზადო კადრები და არ ჩამორჩე სიახლეებს.

„მე და ჩემი გასტრონომიული გუნდი ვქმნით რესტორნის კონცეფციას და ინტერიერს. ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც ობიექტის წარმატებას განსაზღვრავს, სამზარეულოს დაგეგმარებაა. ვადგენ მენიუს, ხშირად ‒ ჩემივე საავტორო კერძებითაც კი ვარჩევ შესაბამის ჭურჭელს, ვზრუნავ პერსონალის გადამზადებაზე.

რესტორნის გახსნამდე აუცილებელია ჩატარდეს კვლევა. უნდა განისაზღვროს მდებარეობა, რამდენად ხელსაყრელია ამა თუ იმ ობიექტისთვის. შესაძლებელია, უმაღლესი კლასის რესტო- რანი გახსნა საუკეთესო მომსახურებით, მაგრამ არ იმუშაოს არასწორად არჩეული უბნის გამო. ერთ-ერთი პირველი ეტაპი ობიექტის კონცეფციის შემუშავებაა, შემდეგ ამის მიხედვით ირჩევა სერვირება, სამზარეულო და კადრები.

კორპორაცია „აი სი არი“ მოიცავს იტალიურ პიცერია და სტეიკ ჰაუს „პომოდორისიმოს“. ის უკვე 6 წელია ფუნქციონირებს და სტუმრებს ნატურალური პროდუქტით დამზადებული კერძებით უმასპინძლდება. იქ შესვლისთანავე, იტალიურ არომატებსა და სურნელში გაეხვევით. ეს არის ადგილი, სადაც დადიან როგორც სტუდენტები, ასევე ოჯახები და ასაკოვანი ადამიანები. „პომოდორისიმოში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ შეშაზე გამომცხვარი პიცა, ხელნაკეთი პასტა, ცეცხლზე შემწვარი სტეიკი და სხვ.

გარდა ამისა, ICR-ის მფლობელობაში შედის საინტერესო კონცეფციის ქართული რესტორანი „ტაბლა“, რომელიც მე- 19 საუკუნის ქალაქურ სახლს წარმოადგენს. მისი ინტერიერი, გაფორმებული ულამაზესი ძველებური სანათებით, ფარდაგებით, თუ ხის მაგიდებით, გასულ საუკუნეებში დაგაბრუნებთ და ბოლომდე შეიგრძნობთ ტრადიციულ, ქართულ გემოებს. ის გამოირჩევა საავტორო მენიუთი. აქ შეხვდებით სხვადასხვა რეგიონის კერძებს, შესაბამისი დასახელებით და შესაძლოა, თქვენი სოფლის სახელწოდების ამოკითხვამ ბავშვობაც კი გაგახსენოთ. ტაბლაში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური სერვისით, როდესაც ღვინოს დააგემოვნებენ, მათ მიართმევენ ყველის ურიკას. მასზე წარ- მოდგენილია სხვადსხვა სახეობის ყველი: საფერავში დაძვე- ლებული, თხის ყველი შეზავებული ქონდრითა და წიწაკით და სხვ.

კორპორაციის საკვები ობიექტებია ასევე ‒ „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო მერანი“ და „ტაბლა ექსპრესი“, რომელიც ქართული, ტრადიციული კერძების სწრაფი კვების ობიექტს წარმოადგენს.

ICR-ის ფურშეტებს შეხვდებით სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, სხვადსხვა ტიპის გასართობ ღონისძიებებზე. ლიკა არის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ქმნის

საზეიმო განწყობას. ვიდრე მენიუს შეადგენს, შეისწავლის სივრცეს, სტუმრებს, თემატიკას და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს, რა, სად, რა ფერის და რა ფორმის უნდა განათავსოს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალებს, მისი ფაქიზი და- მოკიდებულება ამ საქმის მიმართ, თითოეულ ლამბაქზე და კერძზე შეიძლება ამოიცნოთ.

„ფურშეტის დაგეგმვისას აუცილებლად მიდივარ სივრცის სანახავად, ვიკვლევ რა კატეგორიის სტუმრებისთვის კეთდება საღამო და ამ დეტალების გათვალისწინებით ვქმნი მენიუს. კერძების შერჩევისას, მნიშვნელოვანია გარემო, ფერები და სხვა წვრილმანი დეტალები. მაგალითად, თუ ღონისძიება თეატრში ან ოპერაშია, ვერიდები დატვირთულ კერძებს და აქცენტი ტკბილეულზე გადამაქვს. ბუნებაში ფრუშეტებს სულ სხვა სტილით ვგეგმავ, ვცდილობ მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს საკვებიც და ჭურჭელიც. ოფიციალურ მიღებებზე უფრო აკადემიურ ნორმებს ვიცავ, სასურველია, კლასიკური სერვი- რება, კერძები კი ‒ მცირე ზომის. ასეთ ადგილებში სტუმრები სასაუბროდ მიდიან, შესაბამისად საკვები მარტივად უნდა იჭმეოდეს და არ ქმნიდეს უხერხულობას.

განსაკუთრებული სიამოვნებით ვმუშაობ საქორწილო სუფრებზე. უდიდეს სიხარულს მანიჭებს, როდესაც მეფეს და პატარძალს კომფორტს ვუქმნი, ვაძლევ საშუალებას ‒ მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე იფიქრონ და სხვა დანარჩენი მე მომანდონ.“

ამ სფეროს ისე უყურებს, როგორც ხელოვნებას. მისი გან- ვითარების უამრავი გეგმა აქვს და ენთუზიაზმით მუშაობს მიზნების ასასრულებლად. ინტერვიუს ბოლოს „აი სი არის“ კიდევ ერთ საინტერესო სივრცეზე გვესაუბრება„ლოკაცია, სადაც ახლა ვიმყოფებით სპეციალურად ქეითე- რინგისთვის გავაკეთეთ. მის ბაზაზე არის საკონდიტროც, აქ მზადდება ნამცხვრები როგორც ჩვენი ობიექტებისთვის, ასევე ფურშეტებისთვის. ეს ადგილი გულისხმობს სასწავ- ლო გარემოსაც, ვმასპინძლობთ სტუმრებს, შევასწავლით ნებისმიერი სამზარეულოს კერძების მომზადებას. ხშირად ტურისტებს ქართულ, ტრადიციულ კერძებს ვაკეთებინებთ, ძალიან საინტერესო და სახალისოა მათთვის ყველის ამოყვანა, სხვადასხვა რეგიონის კულინარიული ტრადიციების გაცნო- ბა. აქ შესაძლებელია, წინასწარი მოთხოვნით, მსურველებს საკუთარი გემოვნების მიხედვით შემუშავებული მენიუთიც ვუმასპინძლოთ.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com