ლიზა წიკლაური

ლიზა ტელეწამყვანია, დატვირთული დღის რეჟიმი აქვს და სამზარეულოშიც იშვიათად ხვდება. მაგრამ თუ მეგობრები ერთად იკრიბებიან, მაშინ ლიზა აუცილებლად დესერტს ამზადებს. „კულინArt“- ისთვის ჩვენმა მასპინძელმა ჩიზქეიქი დაგვახვედრა.

  • როგორი კულინარი ხარ?

  • –  მგონია, რომ ყველას ყველაფერის კეთება შეუძლია, როცა უნდა. მეც როცა დრო მაქვს, მაშინ კარგი კულინარი ვარ.

  • –  როდის მოხვდი სამზარეულოში პირველად?

  • –  ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა სამზარეულო, საჭ- მელები, თვითონ მზადების პროცესი. მახსოვს, როცა კი რამე მომეწონებოდა, სულ ვცდილობდი, რომ მერე სახლშიც იგივე გამეკეთებინა. უფრო ბავშვობის ასაკში ვიყავი დაინტერესებული, ბებიას ვეხმარებოდი, ხან დედას. მერე ცოტა რომ გავიზარდე, დიდად ინტერე- სი აღარ მქონდა. ბოლო წლებია უფრო მაინტერესებს კულინარია, თუ დრო მაქვს, სულ ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებს თავად მოვუმზადო.

  • –  რისი კეთება მოგწონს?

  • –  გააჩნია რა გვინდა, როგორ ხასიათზე ვართ. ვერ ვიტყ- ვი, რომ სადილებს კარგად ვამზადებ, ასე არ არის. ალ- ბათ იმიტომ, რომ ამ ამოცანის წინაშე არ დავმდგარვარ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ამ მხრივ განებივრებული ვარ; სამსახურიდან რომ მოვდივარ მხვდება ყველაფერი რაც მინდა, შეკვეთებსაც ადვილად გავცემ. როცა მეგო- ბრები ვიკრიბებით და ვინაწილებთ ვინ რა უნდა გავაკე- თოთ, უფრო სალათებს და დესერტებს ვაკეთებ..

    ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებია?

    – ერთხელ ვცადე, ქათამი კორდონ ბლუ. სადღაც ვიყავი და ძალიან მომეწონა, ინტერნეტში მოვიძიე, არ გამო- მივიდა და შევეშვი. როცა რაიმე ძალიან მომწონს, პირველ რიგში, ვკითხულობ რეცეპტს. ნუ პირველი ცდით გამოდის ხოლმე, ის რაც მინდა, მაგრამ შემდეგ ცდებზე ვხვეწავ.

    – პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გიწევს მოგზაურობა. რომელი ქვეყნის სამზარეულომ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?

    – ცოტა ხნის წინ ვიყავი პორტუგალიაში და იქ გავსინჯე პაშტეინატა, კრემიანი დესერტი. ბოლო შთაბეჭდილება ეს იყო. ზოგადად ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები.

    – როგორც მივხვდი დესერტები განსაკუთრებით გიყვარს…

    – ძალიან უცნაურია, ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა, ახლა, პირიქით, შემიძლია მთელი დღე მხოლოდ ნაყინზე ან ნამცხვარზე ვიყო.

    – ჩვენ რა მოგვიმზდე და რატომ?

    – ინტერვიუ დღის პირველ ნახევარში დავთქვით და ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, დღე ჩიზქეი- ქით დაგვეწყო. რთული მოსამზადებელი არ არის, მართალია დრო სჭირდება ცოტა მეტი, მაგრამ წინა დღით მოვამზადე მთავარი ნაწილი, ახლა კი მარწყვის მურაბას დავუმატებ და იმედია გემრიელი გამოვა.

  • ჩიზქეიქის ინგრედიენტები:

  • 800 გრ. ხაჭო

  • ქილა-ნახევარი შედედებული რძე

  • 15 გრ. ჟელატინი

  • 1,5 შეკვრა ორცხობილა

  • 100 გრ. კარაქი

    მომზადების წესი:

    დავფშვნათ ნებისმიერი სახის ერთი შეკვრა პეჩენია, შევურიოთ 100 გრამი გამდნარი კარაქი და მოვამზადოთ ცომი, ანუ ქვედა ფენა. შევდგათ ეს მასა საყინულეში 2 საათით.

    ხაჭო ან მიქსერით, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ შედე- დებული რძე, რომელიც ასევე კარგად იქნება ათქვეფილი და ვანილი. პარა- ლელურად მოვამზადოთ ჟელატინი და შევურიოთ მიღებულ მასას.

    მომზადებული მასა დავასხათ გაყინულ ქვედა ფენას და შევდგათ მაცივარში.

    ბოლოს რაც გვინდა ის მოვასხათ ნამცხ- ვარს: ან მურაბა ან ცოცხალი ხილი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com