ედიშერ სავიცკი

აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, University of Alabama School of Music-ის ასისტენტ-პროფესორი ედიშერ სავიცკი ზაფხულს თბილისში ატარებს. აღნიშნავს, რომ ყოველი ჩამოსვლა ახალი გასტრონომიული სივრცეების აღმოჩენას უკავშირდება და მონატრებული თბილისი ამ თვალსაზრისით სასიამოვნოდ აოცებს. ახალ, საინტერესო გემოს ყველგან დაეძებს, დეგუსტაცია მისთვის ერთგვარი აზარტია… ამერიკაში კი უკვე წლებია თავად ამზადებს ყველა იმ ქართულ კერძს, რომელთანაც, პირველ რიგში, ნოსტალგია აკავშირებს.

გასტრონომიას, კულინარიულ ხელოვნებას, სამზა- რეულოს რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

ჩემს ცხოვრებაში კულინარიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მიყვარს გემრიელი საჭმელიც და მზადე- ბაც. ერთგვარი რელაქსაციაა ჩემთვის. კონცერტების, უნივერსიტეტის, სწავლების ფონზე სტრესის მომხსნე- ლია მზადების პროცესი. როდესაც ამერიკაში გავემგ- ზავრე, არაფერი არ ვიცოდი კულინარიაში, დროთა განმავლობაში მომიწია რაღაცების სწავლა და წლებია უკვე ექსპერიმენტებსაც სიამოვნებით ვატარებ. მე მგონი, ცუდად არ გამომდის, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეგობრებს მოსწონთ.

კულინარიას ხელოვნებად მიიჩნევთ?

რასაკვირველია! მე მგონი, საერთოდ ყველაფერი შეიძლება ხელოვნების ფორმად იქცეს. კულინარიაც უპირობოდ. ზოგიერთ ქვეყანაში თავად გასტრონომია- საც და მიწოდების ესთეტიკურ მხარესაც განსაკუთრე- ბით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, ფრან- გები, იაპონელები… მათთან კულინარია უდავოდ ხელოვნების ფორმაა.

ახალი საკვების გასინჯვა გიყვართ?

თამამად ვსინჯავ ნებისმიერ კერძს, რომელიც გარეგნუ- ლად საინტერესოდ გამოიყურება. ყველა ქვეყანას თავისებური სამზარეულო აქვს, რომელიც ამ ქვეყნის კულტურის ნაწილია. როცა ვმოგზაურობ, მაშინ განსა- კუთრებით მაინტერესებს ახალი კერძებისა და გემო- ების აღმოჩენა.

თქვენი ფავორიტი სამზარეულო რომელია?

ინდური კერძები ძალიან მიყვარს, საინტერესო სამზა- რეულო აქვთ. ინდოეთში ნამყოფი არ ვარ, თუმცა დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის საჭმელი შეიძლება დააგემოვნო ისე, რომ მაინცდამაინც იმ ქვეყანაში არ ჩახვიდე და სხვაგანაც ძალიან გემრიელად მიირთვა. ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ შტატები მაქსიმალურად გახსნილია ამ თვალსაზრისით ‒ თითქმის ყველა- ნაირი სამზარეულო შეიძლება დააგემოვნო. იმდენად მიყვარს გემრიელი საჭმელი, რომ ამ თვალსაზრისით, ერთი რომელიმე ქვეყნის გამორჩევა გამიჭირდება. ქართული სამზარეულო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ფრანგული და იაპონური კერძებიც ძალიან საინტერე- სოა ჩემთვის. ვისაც ზღვის პროდუქტი უყვარს, მისთვის იაპონურ სამზარეულოს ბადალი არ ჰყავს, ალბათ. იქ პროდუქტების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა, ყველაფერი ძალიან ახალია და თვითონ მომზადების მანერაც, პრეზენტაციაც იმდენად დახვეწილია, რომ ერთი სიამოვნებაა, საოცარი პროცესია!

ქართული სამზარეულო გიყვართ?

ძალიან! ამერიკაში აბსოლუტურად ყველა ქართულ კერძს ვამზადებ: ლობიოდან დაწყებული, ხინკლითა
და აჭარული ხაჭაპურით დამთავრებული. მიზეზი მარტო ის კი არაა, რომ მენატრება, ‒ თვითონ პროცესი მიყვარს ძალიან. წლების წინ, როცა ამერიკაში წავე- დი, მეც და ჩემი მეგობრებიც აქტიურად ვიყავით კუ- ლინარიულ ამბებში ჩართულები. არ ვქიშპობდით, მაგრამ სხვადასხვა კერძს ვამზადებდით და ერთმა- ნეთს ვავსებდით ამ კუთხით. საქართველოში იმდენად მომრავლდა კაფეები და რესტორნები და ადგილობ- რივ სამზარეულოსთან ერთად, უცხოეთიდან შემოსული იმდენი კერძიც მზადდება, რა თქმა უნდა, რთული არაა გასტრონომიული თვალსაზრისით ფავორიტი ადგილები შეარჩიო.

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო განსაკუთრებუ- ლად მზადებისთვის?

ჩემი აზრით, ადამიანს განსაკუთრებულად უნდა უყვარ- დეს მზადება და ფანტაზია უნდა ჰქონდეს განვითარე- ბული. მთელ ამ პროცესში ემოცია უნდა იყოს ჩართული და ადამიანი გრძნობდეს რას რა შედეგი მოჰყვება. როცა კერძს, დავუშვათ, რაღაცას ამატებ, უნდა გრძნობდე ეს რას მოიტანს. წინასწარ უნდა წარმოიდ- გინო ‒ ამ შემთხვევაში გამოდის უფრო გემრიელი. ყველაფერში ასეა ‒ წინასწარ რასაც დაინახავ, შეიგრ- ძნობ თუ გაიგონებ, ის გამოდის ბევრად შთამბეჭდავი.

  • იაპონია

    მთლიანად იაპონური სამზარეულოა სასწაული! დაუვიწყარია ჩემთვის ის შთაბეჭდილება, როცა იაპონიაში პირველად ჩავედი და მათი სამზარეულო მათსავე ქვეყანაში დავაგემოვნე. იქ ბევრად უფრო მრავალფეროვან

    და უცხო კერძებს ამზადებენ, ვიდრე სხვაგან ‒ როგორც რესურსის,
    ისე პრეზენტაციის თვალსაზრისით. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com