PANTHEON Roma

Panteon Roma _ იტალიური პარფიუმერიის ბრენდი, დაფუძნებულია რომში.

ბრენდი ინსპირირებულია იტალიური რენესანსის სასიამოვნო ამბით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ხელოვანის – რაფაელ სანციოს ისტორიას გვიყვება: რომის პაპის დავალებით მხატვარმა დაიწყო ვატიკანის სასახლის მოხატვა, იმ პერიოდში იგი დანიშნული იყო დედოფალ მედიჩის დისშვილ მარიაზე, თუმცა უზომოდ შეუყვარდა უბრალო მცხობელის ქალიშვილი. აკრძალული სიყვარული სხვადასხვა ფენის წარმომადგენელს შორის ტრაგიკულად დამთავრდა. მათ ფარულად გაატარეს სასიყვარულო ღამე, მაგრამ ცეცხლოვანი ღამის შემდეგ რაფაელი გარდაიცვალა. იგი რომაულ პანთეონში დაკრძალეს – ის ერთადერთი ხელოვანია, რომელსაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. მასზე შეყვარებულმა მარგარეტმა კი თავი მარადიულ სიყვარულს მიუძღვნა და დარჩენილი ცხოვრება მონასტერში გაატარა.

სწორედ ამ მშვენიერი სიყვარულის ისტორიითაა ინსპირირებული Pantheon-ის ბრენდი, რომელსაც შეუძლია გააღვიძოს მოგონებები, გრძნობები და უკვდავ სიყვარულს გვაზიაროს.

Cosi Blue – რენესანსის პერიოდის მისტიციზმისა და თავისუფლების გამოხატულება. ვერტიკალური ხედვა დედამიწასა და ცას, ბუნებრივსა და მისტიკურს შორის. ლურჯი რენესანის დროს წარმოადგენდა ღვთიურ ფერს. რაფაელის მიწიერი ქაოსით გაჯერებული, ჭეშმარიტი სიმდიდრით გამორჩეული სუნამო. სუნამო შთაგონებულია მე-16 საუკუნის იტალიური ფერწერით, მთლიანი ხაზი ცნობილ მხატვარს, რაფაელს ეძღვნება. სუნამო გამოხატავს ცის სუნს, სწორედ ამას მიანიშნებს მისი შთამბეჭდავი ფერიც. არომატი დაკავშირებულია სიმშვიდესთან, თავისუფლებასა და მისტიკურობასთან.

Dolce Passione – დახვეწილი სისუფთავე და ელეგანტურობა. თბილი და მღელვარე ხასიათი გამოხატავს სიამოვნების სპონტანურ განცდას. 2016 წლის ახალი სუნამო ქალებისა და კაცებისთვის.

L'AROME BOUTIQUE – წარმოადგენს ნიშურ პარფიუმერიის ბუტიკების ქსელს, სადაც თავმოყრილია საუკეთესო პარფიუმერების მიერ შემნილი ნიშ სუნამოები.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com