რელიგიური ფაქტორი გასტონომიულ კულტურაში

გასტრონომიულ კულტურას მრავალი ფაქტორი განაპირო- ბებს, მათ შორის უმთავრესი არის სარწმუნოება, და მასთან დაკავშირებული კვების ტრადიციები. საქართველო ერთ- ერთი უძველესი მართლმადიდებლური ქვეყანაა და მის გასტრონომიულ თავისებურებებს, რასაკვირველია, თავშივე განაპირობებს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებუ- ლი კვების ტრადიციები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო მდიდარია თავისი საკვები კომპონენტებით, რო- გორც სამარხვო ასევე სახსნილო კერძებით, დღემდე არ არსე- ბობს მართლმადიდებლური ქართული სამზარეულო. ხშირად მიფიქრია, როდესაც სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების ცალკე მდგომ ნაკრებს შევხვედრივარ, თუ რატომ არ არის დღემდე ეს საკითხი რანგირებული, არადა ქართული სამზა- რეულო არა მარტო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოს ცნობილ სამზარეულოებსაც ტოლს არ უდებს. ჩვენი სამზარეულოს შინაარსში ყველანაირი მიმდინარეობისა და რელიგიისათვის მისაღები კერძი მოი- ძებნება, განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავკეთო ვეგანურ სამზარეულოზე, რომელიც დღეს ძალიან აქტიურია, ქართული სამარხვო მენიუ ამ მიმართულებით თითქმის იდენტურია.

ჩემი ცნობით, არის რამდენიმე ეკლესია-მონასტერი, სადაც აღადგინეს უძველესი რეცეპტების მიხედვით მომზადებული კერძები და ის მცენარეები, რომლებიც დავიწყებას იყო მი- ცემული. განსაკუთრებით ეს ეხება სამკურნალო მცენარეებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავიანთ მენიუში აქტიურად მოიხმარდნენ.

ქართული გასტრონომიული კულტურის პირველი მეისტორიე ქალბატონი კნეინა ბარბარე ჯორჯაძე თავის წიგნში, „სრული სამზარეულო“ ცალკე თავებად გამოყოფს სამარხვო და სახს- ნილო მენიუს, რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება რიტუა- ლური საეკლესიო მენიუ, მაგრამ თვით ტერმინი სახსნილო და სამარხვო მიუთითებს ერის იდენტობაზე ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

როგორც კულტურის მკვლევარები, ანთროპოლოგები, ის- ტორიკოსები და სხვადასხვა მეცნიერები ამტკიცებენ, ქრის- ტიანობა, კვების კულტურის თვალსაზრისით, სრულიადაც არ ითვლება „მძიმე“ რელიგიად, პირიქით, ის ამ თვალსაზრისით მსუბუქ და თავისუფალ რელიგიად ითვლება, სადაც არ არის რომელიმე პროდუქტზე მკაცრი აკრძალვები. ძირითადი და მთავარი პრინციპი არის „თავი აარიდე, ნაყროვანებას, და მუცელღმერთობას.“

„ნაყროვანება (ზომაზე მეტის ჭამა) აახლოებს სიბერესთან, აჩლუნგებს გრძნობებს, აბნელებს აზრს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სხეულს სინოტივით ავსებს, აგროვებს ჩირქს, იწვევს მრავალგვარ სნეულებას და წარმოქმნის დიდ სიმძიმესა და უზომო სიმსუქნეს.“ (წმ. იოანე ოქროპირი)

„ნაყროვანების ვნება, როგორც ვნებების დედა, პირველ რიგში შობს ძლიერ სიძვის ვნებას.“ (ღირსი აბბა ისაია).

როგორც ვიცით, ქრისტიანულ გასტრონომიულ კულტურაში საკვები იყოფა სამარხვო და სახსნილო საკვებად. მარხვის დროს იკრძალება ცხოველური საკვები, ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ცხოველური ცხიმები. მართლმადიდებელი ქრისტიანის წლიურ კალენდარში თითქმის ნახევარი სა- მარხვო დღეებია, მაგრამ კვების რაციონი სრულიადაც არ არის ორგანიზმისთვის მავნე და „გამაღატაკებელი.“ წლის განმავლობაში სულ ოთხი დიდმარხვაა ‒ შობის, აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის. სამარხვო პროდუქტებს ქრის- ტიანებისთვის მიეკუთვნება პირველ რიგში მარცვლოვანი კულტურები, პარკოსნები, ხილი, ბოსტნული, სოკო, მწვანილი, ნაჭუჭიანები, სანელებლები, თაფლი, ზღვის მცენარეები, თევზი და ზღვის ზოგიერთი არსება ‒ კიბორჩხალა, კრაბები, კრევეტები, ხამანწკები, ომარები, მიდიები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის დროს ზღვის პროდუქტები და თევზი დაშვებულია მხოლოდ გარკვეულ დღეებში.

საინტერესოა ამ მხრივ ქართული მართმადიდებლურ სამარ- ხვო კულტურა. ის ძალიან მდიდარია, სანელებლებით და ფხა- ლეულით, რომელსაც ქართულ გასტრონომიაში ნიგვზიანების სახელით იცნობენ და ძალიან მნიშვნელოვან აპეტაიზერად ითვლება. ასევე საუბარია არა მარტო კერძებზე, არამედ ასევე დესერტებზეც, რომლის ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დიდია, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ჩაროზები, როგორიცაა: ჩურჩხელა, გოზინაყი, ფელამუში, ქადები, თაფლაკვერები და ნაზუქები.

ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული გასტრონომიული კულტურის რეფლექსური ნაწილი მწირია, ამიტომაც „ქართული მართლ- მადიდებლური სამზარეულო“ როგორც ფენომენი, ჩამოყა- ლიბებული და გამოკვლეული სათანადოდ შესწავლილი და გამოქვეყნებული არ არის. თუნდაც, მაგალითად, რუსული მართლმადიდებლური სამზარეულოსგან განსხვავებით, რაც ალბათ მომავლის საქმეა

ძველ რუსულ მართლმადიდებლურ კულინარიაში უამრავი კერძი არის შექმნილი სოკოსგან, საინტერესოა, კენკროვნების და სხვა ტყის ნობათის გამოყენება მენიუში და ასევე ფაფების, კისელის და სხვადასხვა ბალახეული ჩაის გამოყენების კულ- ტურა. ხორბლის კერძები კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რიტუალური დანიშნულებისათვის. ბევრ მართლმადიდებელ ერს აქვს საერთო რიტუალური სამარხვო კერძი, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია – პური. ჩვენებურ კორკოტს კი რუსულ და უკრაინულ კულტურაში „კუტიას“ ეძახიან, რომლის გარეშეც სამარხვო ტრაპეზი და მოსახსენიებელი საკურთხის სუფრა არ იწყება.

ტრაპეზი, როგორც ვიცით, ყველა ქრისტიანული რიტუალის ნაწილია, მიცვალებულების მოსახსენიებელი საკურთხი იქნება ეს, სადღესასწაულო თუ ქელეხის სუფრა.

პირველი ქრისტიანული ტრაპეზის მაგალითი ხომ თვით უფალმა მოგვცა საიდუმლო სერობის ჟამს. ამიტომაც ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად, ევქარის- ტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ ‒ მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს. პურის განტეხა, ანუ ევქა- რისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები ‒ სიყვარულის საღამოები ‒ ეწოდებოდა. შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს, მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, და სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებისას.

ჩვენ ვიცით, რომ ქართული მართლმადიდებლური სუფრა შეიძლება მრავალგვარი იყოს, სამხიარულო და ჭირის. ის თავისი შინაარსით რიტუალურია და მთელი ერის ისტო- რიას, ტრადიციას და კულტურას გამოხატავს, ამიტომაც რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მცირე გეო- გრაფიულ ერთეულში სხვადასხვა ადათ-წესები, გვხვდება როგორც ჭირის, ასევე ლხინის სუფრის დროს რაც მეტად საინტერესოს ხდის ქართულ კულტურას.

ყოველი ქრისტიანული ტრაპეზობა იწყება ლოცვით ‒ „მამაო ჩვენო“. ხოლო ჭირის სუფრაზე პირველი კერძი, რომელსაც მიცვალებულის ნათესაობის და ახლობლების უფლებით, თავიდან მისი უახლოესი ნათესავები და მეგობრები სინჯავენ

არის წანდილი. ეს არის მოხარშული ხორბლის მარცვლები, შერეული თაფლთან, ქიშმიშთან. მარცვლები მკვდრეთით აღდ- გომის სიმბოლოა, თაფლი, ქიშმიში ‒ სიტკბოსი, რომლითაც მართალნი ტკბებიან ცათა სასუფეველში. წანდილი იკურთხება ტაძარში პანაშვიდის დროს. შემდეგ მას სინჯავს ყველა იქ მყოფი. სუფრაზე ის მოაქვთ, როგორც წესი, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ქრისტიანები ჭამის შემდეგ კითხულობენ სამადლობელ ლოცვებს.

ქრისტიანული ტრაპეზის აუცილებელ ნაწილად ითვლებოდა და ითვლება ღვინო, რასაკვირველია, ზომიერად. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში მიღებულია არყის დალევა, მაგალითად, არაბი ქრისტიანები ღვინის არაყს აყენებენ და მიირთმევენ, სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც Arac.

ქართული და არა მარტო, ქრისტიანული ტრაპეზი ძალიან საინტერესო რიტუალია კულტურული, ანთროპოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით.

რა არის ტრაპეზი და რა არის ტრაპეზის კულტურა, რას ასახავს იგი? და რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა რწმენის თუ კულტურის ადამიანებისათვის?

ტრაპეზი ‒ ეწოდება ტაძარში ყველაზე მეტად განათებულ ოთხკუთხა მაგიდას (ქვის ან ხისა), რომელიც მოთავსებულია საკურთხევლის შუაგულში და რომელსაც ორგვარი ‒ თეთრი ტილოთი და ძვირფასი ქსოვილით მოსავენ. ტრაპეზზე საი- დუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მხოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.

ტრაპეზი ეწოდებოდა ასევე ბერძნულ სამკუთხა ტაბლას, რომელზეც სანოვაგე ელაგა ანტიკური საბერძნეთის სიმპოზი- უმში ‒ ანუ ადგილი სადაც იკვებებოდნენ. უფრო მოგვიანებით კი თვით კვების პროცესს ეწოდა ტრაპეზობა.

ტრაპეზის კულტურა ეს არის პროცედურა, რომელიც დაკავ- შირებულია ადამიანების სოციო-კულტურულ ფენომენთან, მათ ქცევასთან ‒ წეს-ჩვეულებები, რიტუალები, ცერემონიები და ა.შ. როგორც სადღესასწაულო ასევე სამგლოვიარო, რელიგიური და სხვ.

საკვების ერთობლივი მიღება ეს მხოლოდ დანაყრების მო- მენტი არ არის, არამედ ეს არის, ადამიანების ურთიერთობა, კომუნიკაცია ‒ თვითონ საკვები კი ამ დროს ხდება სიმბოლო, რიტუალურობის კომპონენტი, ეროვნულობის, სარწმუნოების, თავისებურებების ნიშანი.

კულტურის ისტორიკოსისათვის ტრაპეზის კულტურის წარმო- შობისა და მისი მოძრაობისათვის თვალის გადავლება შეიძ- ლება იდეალური გზა აღმოჩნდეს ისტორიაში მიჩქმალული ამბებისა და სოციალური ურთიერთობების გამოსავლენად

საკვები ხომ მუდამ წარმოადგენდა როგორც დღესასწაულები- სა და რელიგიური ცერემონიების, ისე სოციალური სტატუსის თუ ეთნიკურ-რელიგიური მიკუთვნებულობის სიმბოლოს.

ერთობლივი ტრაპეზი ჯგუფების ჩამოყალიბებისა და გუნდის შექმნის ძლიერი ფაქტორია, ისეთი ცნებები როგორებიცაა „გილდია“ ‒ გაერთიანება, და „ცეხი“ ‒ საამქრო წარმო- შობილია ძველისლანდიური Gildi-სგან, რაც წვეულებას ნიშნვს, Zeche ‒ კი ერთობლივად დალევას ნიშნავს, სიტყვა „მეგობარი“ კი ‒ ერთი გობიდან ჭამას.

ადამიანებს უხსოვარი დროიდან სჯერათ, რომ ცხოველის ან რაიმე საკვების შეწირვით თავიანთ ვალდებულებას შეას- რულებენ ღმერთის წინაშე და ასე მიიღებენ წყალობას. ამგვარად, საკვები ხშირად მედიატორის როლში გვევლი- ნება ადამიანსა და ღმერთს შორის. ამ რიტუალს ზოგჯერ რამე საგანგებო სიმღერა-საგალობელი ან ლოცვა-შელოცვა ახლავს თან.

კვების მნიშვნელობის და მისი სიმბოლური განვრცობის საუკეთესო მაგალითია, უწინარეს ყოვლისა, ბიბლია. რომელიც სწორედ საკვები პროდუქტის აკრძალვით იწყება. ბიბლიის თანახმად ადამიანების საკვებ პროდუქტებად თავიდანვე მხოლოდ მცენარეული საკვები მოიხსენიება.

„და თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო.“/დაბადება 1.29/

ბიბლიის შემდგომ ისტორიაში ნოეს შესახებ უკვე სხვა რამეს ვხედავთ, ღმერთმა ნოეს უფლება მისცა, რომ საკვებად ცხო- ველური წარმოშობის პროდუქტი მიეღო.

„აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინა­ ყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს, თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ, როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.“ /დაბადება 9. 1-2-3-4/

ასევე ვხვდებით ბიბლიაში მოსესთვის თითქოსდა მარტივი დარიგებების ფონზე, ბევრ აკრძალვებს ‒ მაგ. „არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში“ /გამოსვლა 29.19/

„საფუვრიანი არაფერი ჭამოთ, ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ“ /გამოსვლა 12.20

კაცობრიობა, განსაკუთრებით ბოლო დროს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კვების ტრადიციები ისეთივე კულტურაა, როგორიც არქიტექტურა, მუსიკა, ეროვნული სამოსი და ფოლკლორი, ამიტომაც არის, რომ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაცია იცავს, როგორც მატერიალურ, ასევე არამა- ტერიალურ ფასეულობებს.

ყურადღება მიაქციეთ ერთ ფაქტს, იმ ქვეყნებში სადაც სათუ- თად იცავენ ტრადიციებს, და უფრთხილდებიან კულტურას, კვებას და ტრაპეზის კულტურას განსაკუთრებულ ყურადღე- ბას აქცევენ. მაგალითისათვის მოვიყვანთ, ჩინურ, იაპონურ, ფრანგულ კვების ცერემონიალებს. კვება არ ემსახურება და- ნაყრებას, ის არის ცხოვრების არსი და კულტურის ნაწილი, ემოციური მდგომარეობა, ხოლო როდესაც სხვა რელიგიის, და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ კულტურას ეცნობი, გრძნობ იმ კულტურის „გემოვნების მთელ გამას.“

ზოგიერთ კულტურებში ერთად ტრაპეზობა ნიშნავს, სანა- თესაოს, შესაკრებ ადგილს, ჩვენს ქართულ კულტურაში ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ქელეხის სუფრა, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც ქელეხზე არავის არ პატიჟებენ, რადგან ვინც თავს ნათესავად და ძალიან ახლობლად თვლის, მხოლოდ ის მიდის ქელეხზე.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიებში და სხვადასხვა ერებში ყალიბდებოდა ტრაპეზის სხვადასხვა კულტურა, ამ კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არა მარტო რელიგია, არამედ გეოგრა- ფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, ეკონომიკური პრობლემები, საუკუნოვანი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. მაგრამ უმნიშვნელოვანეს როლს მაინც რელიგია თამაშობს ერების კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში, ის ღრმად და საფუძვლიანად შევიდა მათი ცხოვრების წესში და ჩვეულებებში.

ღორის ხორცის შესახებ სხვადასხვა კონფესიებს თუ გადა- ვხედავთ იუდაიზმის და ისლამის გარდა თითქმის არცერთ რელიგიაში არ გვხვდება მსგავსი აკრძალვა, თუ არ ჩავთვ- ლით იმ რელიგიებს, რომლებისთვისაც ვეგეტარიანობაა დამახასიათებელი. რაც შეეხება იუდაიზმს, იგი ისლამთან ერთად ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომლის მიმდევრე- ბი დიდი სიფრთხილითა და მოწიწებით ასრულებენ ღვთის ბრძანებას და ღორის ხორცს ახლოსაც არ ეკარებიან. ღორის ხორცის აკრძალვა თორაში შემდეგნაირადაა ნაბრძანები:„ღორი რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმინდურია თქვენთვის.“ (ლევიანნი, 11/7).„ღორი ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება, უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.“ (მეორე რჯული, 14/8

იუდაიზმის წმინდა წიგნში, ასევე ისლამის წმინდა წიგნშიც გამოხატა უფალმა თავისი ნება და თავის მსახურთ ღორის ხორცი და საერთოდ ღორის პროდუქტები აუკრძალა. ამ თემასთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი, წმინდა ყურანის აიათების საშუალებით ასე მოგვმართავს: „ჰოი თქვენ, რომელთაც იწამეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგია საზრდოდ მოგანიჭეთ, და მადლი შესწირეთ ალლაჰს, თუ კი მასა სცემთ თაყვანს. მან მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალა თქვენ და ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ თქმულა“ (დაკვლისას). (სურა ბაყარა, 172-173-ე აიათი).

იდოეთში, ინდუიზმის მიმდევრები საერთოდ არ ღებულობენ ხორცს, ძალიან ბევრი ინდუსი მკაცრი ვეგეტარიანელია. ამ კუთხით ძალიან საინტერესო ფენომენია ჩინური კულტურა, სადაც ბუდიზმი, დაოსიზმი და კონფუციანელობა თანაბარ- უფლებიანი რელიგიაა. ბუდიზმი მსოფლიო რელიგიად ითვლება, მაგრამ დაოსიზმი და კონფუციანელობა ჩინური კულტურის ნაწილია მხოლოდ. იაპონელებშიც ბუდიზმი და სინტოიზმი ნაციონალური რელიგიაა. მაგრამ რელი- გიებს შორის მკაცრი ერთიანობა არ არსებობს მრავა- ლი თვალსაზრისით, როგორც ცხოვრების წესით, ასევე, რასაკვირველია, კვების კულტურის თვალსაზრისითაც, და ეს ყველაფერი აისახება, რასაკვირველია, მთლიანად ერის კულტურაში.

ცნობილია, რომ ქრისტიანები იყოფიან კათოლიკებად, პროტესტანტებად და მართლმადიდებლებად, მუსლიმები სუნიტებად და შიიტებად, ბუდიზმის შიგნით არის რამდენიმე მიმართულება, ინდუიზმშიც არ არის სრული ერთიანობა, ეს ყველაფერი ურთიერთზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა რელიგიების და ტრადიციების ადამიანების კულტურული უნარ-ჩვევების მრავალფეროვნებაზე და მათი ტრაპეზის კულტურაზე.

ეროვნული სამზარეულო, როგორც ლინგვისტიკა, მუდამ განიცდის სხვა ერების თუ დამპყრობლების სამზარეულოს და რელიგიების, ადათების ზეგავლენას, ეს ისტორიულად სრულიად ნორმალური პროცესია და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, მით უმეტეს, გლობალიზაციის ეპოქაში.

ეროვნული ტრაპეზის კულტურა, როგორც აღვნიშნეთ, რელიგიის, ცხოვრების პირობების, ადგილობრივი ეკოსისტემის თავისებური გამოხატულებაა, რომელშიც ეთნოსის ფორმირება ხდება. იტალიელი როცა ტრაპეზზე გეპატიჟება, სიტყვა “Pasta” მისთვის არ ნიშნავს მხოლოდ სპაგეტის ან ცომეულს, არამედ ეს მისთვის არის საერ- თოდ საკვების და ამ რიტუალის გაყოფის ცერემონია. ურთიერთობის ისეთივე საკულტო და სარიტუალო ნიშანია ქართველისათვის „სუფრა“, „პურის ჭამა“, ქართველების ეს ჩვევა შუმერების მაქსიმასთან ძალიან ახლოს

‒ „სიცოცხლე საკვებია, საკვები სიცოცხლეა იმიტომ, რომ საკვების გაზიარება სიცოცხლის გაზიარებას ნიშნავს.“ საიდუმლო სერობის არსიც ხომ თითქმის იგივეა. სიტყვა მეგობარი საკვების მიღების პროცესს უკავშირდება ‒ „საერთო გობიდან ჭამას“ ნიშნავს. ამასსავე ნიშნავს აზიური სუფრის გაყოფა სტუმრისთვის ‒ „დასტარხანი,“ რომელიც სიტყვასიტყვით შეიძლება ქართული ტერმინის მსგავსად „გადასაფარებელსაც“ აღნიშნავდეს, მაგრამ მას ისეთივე რიტუალური დატვირთვა აქვს როგორც ქართულ სიტყვას „სუფრა.“ რუსულ კულტურაში იგი გამოიხატებოდა რო- გორც „Хлеб да Соль“, რომელსაც სტუმრის მოპატიჟების და პატივიცემის ნიშნად კარის ზღურბლზე მიაგებებდნენ სტუმარს.

გრენლანდიაში, სადაც უმეტესწილად ხორციანი საჭმელებია, ყველა სანადიმო სუფრა იწყება სახელით “Neri,” ესკიმოსების ინუიტურ ენაზე რაც „ხორცს“ ნიშნავს. სიტყვა საკვების მიღება – „ჭამა“ გამოითქმის როგორც “Nerivoq,” სიტყვა წვეულება კი ნიშნავს, დიდი რაოდენობით ხორცის მიღებას – “Nerersuarneq.”

ადამიანები თავიანთი რწმენის, სხვადასხვა რელიგიის, წეს-ჩვეულებების, კულტურის წყალობით, ბუნების მიერ მო- წოდებულ რესურსს ეფექტურად იყენებენ და მას რიტუალს უკავშირებენ. ყველაფერ ამას ადამიანები განიხილავდნენ არა მარტო როგორც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესს, არამედ ღმერთთან მიახლოების, სიცოცხლის გაგრძელების, სიამოვნების, ესთეტიკის და ურთი- ერთობის „ჩვენიანად“ და „სხვისიანად“ აღიარების პროცესს. ძველ ინდიელებში, სტუმარი, რომელიც არ მიიღებდა მათ საკვებს შეიძლებოდა მოეკლათ, რადგან თვლიდნენ, რომ „სწორ საკვებს რადგან არ ჭამს, ჩვენიანი არ არის და უცხოა.“

რამდენნაირია ცხოვრების წესი, რწმენასთან დაკავშირებუ- ლი თუ სხვა კულტურულ ფასეულობებთან დაკავშირებუ- ლი, იმდენნაირი შეიძლება იყოს საკვების მიღების და მისი თავისებურებების აქტი, მაგრამ ძირითადად ამ კულტურას და კვების წესებს უფრო ხშირად რელიგია განაპირობებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com