ლაბორატორია ჩემი სახლი

მარიამ ტყაბლაძე : მარკეტინგის მენეჯერი

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის კომპლექსური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ნებისმიერი სურვილის, ინდივიდუალური თუ ინდუსტრიული პროექტის განხორციელებას.

ეს არის ბრენდი, რომელიც ქმნის ცხოვრების სტილს!

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ ერთი სარკმლის პრინციპით სთავაზობს მომხმარებელს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, მორგებულს სხვადასხვა ცხოვრების სტილზე.

10 000 კვ. მ-ის ფართობის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ავეჯი და აქსესუარები მსოფლიოს 15 ქვეყ- ნიდან. აქვე შესაძლებელია წამყვანი იტალიური ბრენდების – Aran, Colombini, Dialma Brown შოურუმის ნახვა.

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ ამ ეტაპზე თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. თბილისის მაღაზიის 3 სარ- თულიანი შოურუმი, სახლის ავეჯისა და აქსესუარების გარდა, აერთიანებს საოფისე და გარე ავეჯის შოურუმებს.

ზაფხულის სეზონისთვის, „ლაბორატორია ჩემი სახლი“ სთავაზობს მომხმარებელს გარე ავეჯის მრავალფე- როვან არჩევანს, რის შესახებაც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ტყაბლაძე გვესაუბრა:

„ჩვენი მაღაზიის ერთი სართული მთლიანად ეთმობა ეზოებისა და ტერასებისთვის განკუთვნილ ავეჯს და აქსესუარებს. ზოგადად, ქართულ ბაზარზე გარე ავეჯი საკმაოდ რთულად საპოვნელია, მით უმეტეს ვიზუალურადაც და ხარისხითაც მისაღები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მაღაზიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, გარე ავეჯია. გვაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება მომხმარებელს დასჭირდეს ეზოსა თუ ტერასაზე: ეს იქნება ქოლგები, სავარძლები, მაგიდები, შეზლონგები, გრილები და სხვა. ვცდილობთ, თანამედროვე ტენდენციები და ჩვენი მომხმარებლების სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

ეზოს ბუხარი წელს პირელად შემოვიტანეთ გაყიდვაში და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ ხეზე არ იწვის და გამოსაყენებლად პრაქტიკულია.

ტენდენციებს თუ მივყვებით, წელს სიახლეა ბეტონის ავეჯი. ვიზუალურადაც გამორჩეულია და საკმაოდ პრაქტიკულია ეზოსა თუ ტერასაზე. ასევე გვაქვს ბეტონის ვიზუალით საყვავილეები და სხვადასხვა აქსესუარები.

ზოგადად, ბაზრის ტენდენციებსაც რომ გავყვეთ, ბოლო პერიოდში დიდი ინტერესია ტერასებისა და ეზოს ავეჯის მიმართ. ჩვენთან ყველანაირი ზომის, ფორმის და დიზაინის ავეჯს იპოვით. გარე ავეჯის ფასები 95 ლარიდან იწყება: მაგალითად, მაგიდისა და ორი სკამის სეტის შეძენა – 190 ლარად შეიძლება. დივანი, 2 სავარძელი და მაგიდა შეგიძლიათ შეიძინო 400 ლარად. ჩვენთან დაბალი ფასი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, რადგან ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი ნებისმიერი ნივთი თანაბრად ხარისხიანი და გამძლეა. 

ჩვენი მომწოდებლები ჩვენს მოთხოვნებს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ერგებიან და ყველა საფასო კატეგორიაში წარმოვადგენთ მაქსიმალურად ღირებულ პროდუქტს.

ფერები: საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი – ხის ფერია.ასევე აქტუალურია მეტალისა და პლასტმასის ნივთები.სტაბილურად მოთხოვნადი რჩება დაწნული რატანის ავეჯი მუქ ფერებში.

როგორ მოვუაროთ გარე ავეჯს 

მოვლას რაც შეეხება, ჩვენი გარე ავეჯის ყველა ნივთს აქვს თავისი მოვლის ინსტრუქცია, რასაც შეძენის მომენტში ჩვენს მომხმარებელს ვუზიარებთ. არის ნივთები, რომლებიც გამოიყენება უფრო ტერასისთვის, თუმცა უმეტესი ნაწილი თავისუფლად შეიძლება მოიხმაროთ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, დატოვოთ გარეთ. გარდა ავეჯის კარკასისა, თვითონ ღრუბელიც კი ისეთი მასალით არის დამუშავებული, რომ სწრაფად შრება.

ახალი პროდუქცია

განსხვავებული პროდუქტებიც გვაქვს, მაგალითად, გასაბერი ჯაკუზები. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სტანდარტული ჯაკუზი, ოღონდ გასაბერი, აუზის სტილში, თავისი მექანიზმებით, რაც ჩვეულებრივ ჯაკუზს აქვს. წყლის გათბობა თავისივე სისტემით ხდება და მისი გამოყენება როგორც ეზოში , ისე ტერასაზეა შესაძლებელი.

ახალი პროდუქცია, აგრეთვე, გარე საშხაპეები, რომელიც ასევე მზეზე თბება. შეგიძლიათ ეზოში დააყენოთ და ზაფხულში ის ჩვეულებრივი შხაპის ფუნქციას შეასრულებს.

ტრენდულია არასტანდარტული ავეჯი ეზოებში: სპორტული ინვენტარი – კალათბურთის ფარი, ფეხბურთის კარი, ბატუტები.

ასევე აღსანიშნავია, რომ კვლავ ძალიან ტრენდულია სარწეველები. გათანამედროვებული ვერსიები თავისი ფანჩატურებით.

აქსესუარები

გარე აქსესუარების მიმართულებით – მცენარეები და ქოთნები გამოიყენება.

ხელოვნური გამწვანების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ეს მცენარეები ძალიან ჰგავს ბუნებრივს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს განსაკუთრებით ძალიან ტრენდულია, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ჩვენს მაღაზიაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი არჩევანი გავქვს, როგორც ხელოვნური ყვავილების, ისე ხეებისა და სხვადასხვა მცენარეების.

ხელოვნური მცენარის დადებითი მხარე არის ის, რომ – არ საჭიროებს მოვლას, არის სუფთა, არ იჩენს მწერებს, რაც ბუნებრივი მცენარეების შემთხვევაში ხშირად ხდება. სველი ნაჭრით იწმინდება და არ იცვლის ვიზუალს. ამასთან ერთად, ისეთი ყვავილებია ჩვენთან წარმოდგენილი, რომლის ნამდვილი ანალოგი საქართველოში არ არის, მაგალითად, იაპონური საკურა, რომელიც რთულად გასარჩევია ნამდვილია თუ ხელოვნური.“

ჟურნალ რემონტთან ერთად საჩუქრად მიიღებთ ,,ლაბორატორია ჩემი სახლის''   25% ფასდაკლების ვაუჩერს ავეჯისა და აქსესუარების სრულ კოლექციაზე!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com