პარიზის მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის “ Le Chiberta “ – ს შეფმზარეულები-სტეფან ლარული და ჟილ შენო სპეციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდნენ. საფრანგეთის საელჩოსა და რესტორან “ანდროპოვის ყურების “ ინიციატივით მოპატიჟებულმა სტუმრებმა ფრანგული გასტრონომიული კულტურა ქართველ შეფმზარეულებს გაუზიარეს . მათი მენიუ მიშელინის სამი ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეულის გი სავუას შემუშავებული რეცეპტებისგან შედგებოდა.
ფრანგმა შეფ-მზარეულებმა რესტორანი “ანდროპოვის ყურები “ საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ზღვის პროდუქტებს ეთმობა.
სტეფან ლარაული: საქართველოზე დიდ ინფორმაციას არ ვფლობდით, ამიტომ არ ვიცოდით,რა მოლოდინი უნდა გვქონოდა. როცააეროპორტში ჩამოვედით, პირველივე წუთიდნ მოვიხიბლეთ ხალხით, თქვენი სტუმართმოყვარეობით. ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა ვიზიტების დროს აეროპორტიდანვე გავბრუნებულვართ სახლში, აქ კი პირიქით მოხდა.
ჟილ შენო: არ ველოდი , რომ აქ ასეთი პროფესიონალი მზარეულები დაგხვდებოდნენ. აღფრთოვანებული ვარ მათი შესაძლებლობებით, საკმაოდ მოწესრიგებულები არიან, დროის მენეჯმენტს აკონტროლებენ, ესმით თავიანთი საქმე. სხვადასხვა ქვეყანაში ვყოფილვართ და გულწრფელად გეტყვით, რომ ქართველ შეფებთან ურთიერთობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
სტეფან ლარაული: ქართული სამზარეულოს დაგემოვნებისთვის დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ მაინც მოვასწარით ცოტა რამის გასინჯვა. მაგალითად, მოგვეწონა ხაჭაპური და, რა თქმა უნდა, ყველა სუფრა ჭაჭის დალევით მთავრდებოდა. ქართულ კულინარიას ახასიათებენ მწვანილებით , სუნელებითა და ბოსტნეულით გამორჩეულს. მე კი ვიტყოდი, რომ ქართველებს მარილიანი საჭმელი გიყვართ. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებით კიდევ საქართველოში და დავაგემოვნებთ იმ კერძებს, რისი გასინჯვაც პირველ ვიზიტზე ვერ მოვასწარით.
ჟილ შენო: ჩვენ გადავწყვიტეთ ფრანგული საღამო გვეჩუქებინა ქართველი სტუმრებისთვის. რესტორან “ანდროპოვის ყურებში “ სპეციალური სადილი ოთხი კერძისგან მოვამზადეთ.
აპეტაიზერი,სპეციალურად გი საუას რეცეპტით შევიმუშავეთ. ეს იყო იხვის პაშტეტი და წვნიანი, ტრიუფელებითადა არტეშოკით- ბრიოშთან ერთად.
მთავარი კერძი- ორაგული სატაცურით.
დესერტი – შოკოლადის მუსი, ასევე გი საუას მიერ შემუშავებული მედალიონებით გავაფორმეთ. ჩვენ გვინდოდა,რომ გი საუას ხელწერა არ დაგვერღვია და ქართველ სტუმრებს სწორედ მისი ინსპირაციით შემუშავებული კერძები დაეგემოვნებინა.