ახალი სუნამო VERSACE ”Dylan Blue Pour Femme” ისი-პარისგან

VERSACE ''Dylan Blue Pour Femme'' – ჩემი ქალურობის გამოხატულებაა. მე შევქმენი ძლიერი, მგრძნობიარე და ამავე დროს რაფინირებული არომატი ქალბატონებისთვის, რომელთაც კარგად აქვს საკუთარი ძალაუფლება გააზრებული ". დონატელა ვერსაჩე.

ბრენდი „VERSACE“ უკვე 40 წელია რაც არსებობს, ის დღევანდელ დღესაც ერთ-ერთი წარმატებული და უმსხვილესი სამოდელო სახლია. ბრენდის წარმატება – ლოგოდან იწყება. არჩევანი მედუზა გორგონას თავზე როგორც ლოგოტიპზე – ჯანი ვერსაჩემ განგებ გააკეთა.თბილისში კი, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ახლად გახსნილ კლუბში „ DOORS ” შეიკრიბნენ, უკვე პარფიუმერულ კომპანია ICI PARIS -ს პრეს – ლანჩზე, ვერსაჩეს ახალი არომატის გასაცნობად. არომატის უნიკალურობა, ძალა, მგრძნობელობა და ელეგანტურობა განსაკუთრებულ ნოტთა ალქიმია, რომლებიც თითქოს ცეკვავენ, ურთიერთქმედებენ, ერთდებიან როგორც ერთი მთლიანობა და თავბრუს გახვევენ. შავი მოცხარისა და მწვანე ვაშლის კომბინაცია ქმნის არაჩვეულებრივ ხილოვან აკორდს.ამ თანამედროვე თაიგულში ყვავილები გარდაიქმნებიან ყინულოვან, ფანტაზიაში არსებული ველური ყვავილებისგან დაწურულ ელექსირად.გასაოცარი ვუალით მერქნოვანი ნოტები გარდაიქმნებიან უნიკალურ კოქტეილად. გუნდრუკი და თეთრი მერქანი, მუშკი და ფაჩულიკი – დამატყვევებელ, მგრძნობიარე, ამაღელვებელ არომატად.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com