იტალიაში ,,მეღვინეობა ხარებას” მაღაზია გაიხსნა

19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.

ღონისძიებაზ ეკომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები.

„მეღვინეობა ხარებას“ პირველი მაღაზია საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. დღეს ბრენდი  8 საფირმო მაღაზიას ფლობს, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“ უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, რომელიც დაარსების დღიდან აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს აწარმოებს.  

მსოფლიოში ღვინის'' წარმოების ლიდერის სტატუსს იტალია დღემდე ინარჩუნებს, ამიტომ ევროპის მასშტაბით „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზიის პირველად იტალიაში გახსნა, როგორც ქვეყნისთვის ასევე კომპანიისთვის უკვე დიდი წარმატებაა. „მეღვინეობა ხარება“ არის პროგრესზე ორიენტირებული და მუდმივად მზარდი ბიზნესი, რომლის მიზანია კომპანიის მასშტაბური განვითარება, იტალიის მაღაზიის გახსნაც სწორედ ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მიზნისკენ. აღნიშნულმა სიახლემ უკვე გამოიწვია ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი ინტერესი,როგორც კომპანიის ასევე ზოგადად  ქართული ღვინის მიმართ. ბარიში გახსნილი „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია პირველი ბრენდული ღვინის მაღაზია ევროპის მასშტაბით, კომპანიის მიზანია მომავალში  მსოფლიოს მასშტაბით საფირმო მაღაზიებით ბაზარზე პოზიციონირების გამყარება.“- აცხადებს გიორგი ეზუგბაია.

„მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან 100 მეტრში, ტურისტულ ცენრტში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტი. 

 

„მეღვინეობა ხარებას“ იტალიის მაღაზიის მისამართი :via Strada del Carmine 40, Bari, Italia

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com