URBAN GREENS მომავლის გემო

დეკორატიული დატვირთვა უფრო სარწმუნო გეჩვენება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დააგემოვნებ და, მინიატურულ ფოთოლს მკვეთრი და გაჯერებული გემო მოაქვს; უამრავი სხვადასხვა გემო ‒ ბორაჟის, ბაზილიკის, წიწაკის, ნივრის, ნიახურის, ლიმონის, სტაფილოს, ჭარხლის, ქინძის, ბოლოკის, ოხრახუშის, ხამანწკების, პიტნისა და ლაიმის. მიკრომწვანილების სათბურის ავტორებს ‒ ტუსია ღარიბაშვილსა და ქეთი ბეჟიტაშვილს აგრონომიული განათლება არ აქვთ, ერთმანეთთან ბავშვობის მეგობრობა და ახლა უკვე საერთო საქმეც აკავშირებთ. ქოთნიდან ‒ თეფშამდე ‒ ამ მოკლე გზას გადის მათი პროდუქცია სათბურიდან ‒ შეფმზარეულების ნახელავამდე. თავიდანვე განსაზღვრეს URBAN GREENS­ის მიზანიც: ხელი შეუწყოს საქართველოში კულინარიის განვითარებას, ქართული გასტრონომიისთვის ახალი შტრიხის დამატებას.

საიდან გაჩნდა მიკრობოსტნეულის მოყვანის იდეა?

ტუსია: სათბურის იდეა მე გამიჩნდა. დიდხანს ვფიქრობდი, ვწერდი, ვალაგებდი თავში. შემდეგ, როცა უკვე პროექტის რეალიზაციაზე დავიწყე ფიქრი, ქეთას შევთავაზე, ასეთი და ასეთი იდეა მაქვს და ხომ არ დაგაინტერესებდა ‒ მეთქი. მოეწონა კონცეფცია, ამყვა და დავიწყეთ. ერთი ადამიანის- თვის ასეთი საქმის წამოწყება ცოტა რთულია. აუცილებლად გჭირდება გვერდით პარტნიორი, ორი კი უკვე გუნდია!

ქეთა: ძალიან საინტერესო შემოთავაზება აღმოჩნდა! მიკ- რომწვანილები ევროპაში ბევრ ადგილას შემხვედრია. ჯერ ერთი, ლამაზია ვიზუალურად, თან ძალიან სასარგებლოცაა! ერთ ღეროში დაახლოებით იმდენივე ვიტამინია, რამდენიც ერთ თავ ბოსტნეულში. ეს გადამწყვეტია, რამდენადაც დღეს განსაკუთრებით გვაკლია ბუნებრივი საკვები, ყველაფერი ქიმიური დანამატებითაა გაჟღენთილი.

ტუსია: ზოგადად, ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი. ბევრ შეფმზარეულთან ვმეგობრობ. ინსპირაცია იყო, როცა დაახლოებით ოთხი წლის წინ ერთ-ერთმა შეფმზარეულმა პირველად მანახა მიკრომწვანილი. მახსოვს, რუკოლა იყო და იმდენად გავოცდი, ასეთ პატარა მწვანილს ამდენად კონცენტრირებული გემო როგორ აქვს-მეთქი, რომ დამა- მახსოვრდა. მალევე დავიწყე ამ საკითხზე ფიქრი, უამრავი

ინფორმაცია მოვიძიე, ერთ-ერთი ქვეყნის საგამოფენო სივრ- ცეშიც ვიყავი წასული, სადაც მომავალ კომპანიონებს შევ- ხვდი. მათგან ახლა თესლებს ვიძენ.

ქეთა: თავიდან ძალიან პატარა სივრცე გვქონდა და მე და ტუსიამ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ აგვეთვისებინა ფართი მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენ თვითონ დავხატეთ, რა როგორ გვინდოდა და იმის მიხედვით დავამზადებინეთ. პრაქტიკულად მთელი ზაფხული სათბურში გავატარეთ, არაფრის დრო არ გვქონდა. ეს იყო ექსპერიმენტებისა და გამოცდილების მიღების ძალიან საინტერესო პერიოდი.

რამდენად სკეპტიკური იყო დამოკიდებულება ახლო­ ბლების მხრიდან, რომლებმაც იცოდნენ, რომ აგრო­ ნომიული განათლება არ გქონდათ და, შეიძლება ითქ­ ვას, აბსოლუტურად ექსპერიმენტულ ნაბიჯს დგამდით.

ქეთა: გარშემო ‒ ჩვენს სამეგობროში, ოჯახში იმდენად არაფერი იცოდნენ მიკრომწვანილების შესახებ, რომ სკეპ- ტიციზმი იყო, ბუნებრივია. გამოგივათ? ‒ გვეკითხებოდნენ, ან ‒ კარგით, რა, რა სათბური?! საერთოდ ვერ იგებდნენ, რაზე ვლაპარაკობდით. ახლა უკვე სერიოზულად გვიყურე- ბენ, ემოციებით! თავიდან, ექსპერიმენტების დროს, გვქონდა ისეთი პერიოდები, რომ რაღაც არ გამოდიოდა. ამ დროს ტუსია იტყოდა: მორჩა, ვერ მოგვყავს ეს, არ გამოდის! ან,პირიქით ,

მე მიპყრობდა ეჭვები. თუმცა ერთმანეთს ხელი შევუწყვეთ იმ მხრივ, რომ ერთად არასდროს ვყრიდით ფარ-ხმალს. საერთოდ, უნდა იწამო იმის, რაც ჩაიფიქრე. თუ შენი იდეის არ გჯერა, არ გამოვა. სულ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აუცილებლად გაამართლებს და ამის თვითონ თუ დაიჯერე, ასეც იქნება!

ტუსია: დიდი როლი ითამაშა აზარტმა. ორივე ძალიან მონდომებულები ვიყა- ვით, არაფერი არ გვეზარებოდა. საქმე რომ დავიწყეთ, რეალურად მხოლოდ იდეა გვქონდა, დანარჩენი- ტექნიკუ- რად რა და როგორ გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით. პლუს ორივეს სხვა სამ- სახურიც გვაქვს, იქაური ვალდებულე- ბები, შვილები. შესაბამისად, დრო ლიმიტირებული გვქონდა და ზაფხული ამ მხრივ ძალიან ხელსაყრელი იყო. მთელი ჩვენი რესურსი ამ საქმეში ჩავ- დეთ და დილიდან საღამომდე ვმუშა- ობდით. ჩვენი შვილებიც აქვე იყვნენ. ისეთ ასაკში არიან, რომ ყველაფერი აინტერესებთ, დახმარების სურვილს გამოთქვამენ. მთელი დღეების განმა- ვლობაში ვრგავდით, ექპერიმენტებს ვატარებდით. საკუთარი ხელებით ავა- წყვეთ საქმე. ახლახანს დავიმატეთ ერთი თანამშრომელი, ძალიან მაგარი გოგო, რომელსაც ისე უყვარს მიკრო- მწვანილები, დარწმუნებული ვარ, აგვ- ყვება და ჩვენთან ერთად გაიზრდება.

რაში მდგომარეობს ურბანული მეურნეობის უპირატესობა?

ტუსია: მიკრო ურბანული მეურნეობა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ, გვაქვს ქალაქში, ახლოს, და დილით მოწყვეტილი ჩვენი პროდუქ-

ტი მალევე ხვდება ჯერ-შეფმზარეულთან, შემდეგ კი ‒ თეფშზე. სოფელში მიკრომწ- ვანილების მოყვანა დაკავშირებულია იმ სირთულესთან, რომ მანძილი მიწოდების დროს ზრდის, ჩვენი პრინციპი კი ისაა, რომ პროდუქტი ახალი და ვიტამინებით სავსე მივიდეს მზარეულთან. ზოგიერთ რესტო- რანში ქოთნებით მიგვაქვს მწვანილი და

იქ თვითონ ჭრიან. თუ არადა, დილით ჩვენ ვჭრით და ისე ვაწვდით. მე და ქეთას ყოველ დღე თვითონ მიგვაქვს რესტორნებში ჩვენი პროდუქტი, ვუხსნით, ვესაუბრებით შეფმზა- რეულებს იმის შესახებ, თუ რა რა არის,

რას რისი გემო აქვს. შემდეგ ზოგი კერძს აფორმებს ამით, ზოგი ინგრედიენტად იყე- ნებს. ყველა წამყვან შეფმზარეულთან ვთა- ნამშრომლობთ.

ურბანული მეურნეობა ვერტიკალური პრინ- ციპით ‒ ეს არის მომავლის პრინციპი. ამით მცირე ფართში ყველანაირ ხარჯს ზოგავ, მათ შორის, ტრანსპორტირებისას; არ ხარ დამოკიდებული ამინდზე ‒ წვიმა, ქარი, სე- ტყვა ‒ არაფერი გიქმნის საფრთხეს, სტერი- ლური პირობებია, რაც ხელს გიწყობს იმაში, რომ ყოველ დღე გქონდეს ჯანმრთელი პროდუქტი, არცერთ სახეობაში არ იყოს წყვეტა. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტის გამოსაკვებად მთელი ბრაზილიის კონტინენტზე რომ იყოს ხვნა-თესვა, საკმარისი მაინც არ იქნება. ამი- ტომ შუა ქალაქში ვერტიკალური პრინციპით შექმნილი სათბურები მართლა ხვალინდე- ლი დღეა

საიდან მიიღეთ ინფორმაცია ამ ტიპის სათბურის სპეციფიკის შესახებ?

ტუსია: ინტერნეტის დახმარებით მოვიძიე ის ადამიანები, ვისაც მიკრობოსტნეული უცხოეთში მოჰყავთ, დავუკავშირდი მათ, მოვუყევი, რომ ურბანული მეურნეობის იდეა მაქვს და

გამოცდილების გაზიარება ვთხოვე. ყველა კეთილგანწყობით შეხვდა ჩემს თხოვნას, დაინტერესდნენ, სკაიპით ჩამერთნენ, უამრავი რჩევა მომცეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემექმნა სისტემა, როგორ მომეყვანა ეს ბოსტნეული. ყველაზე მაგარი მაინც ერთი რამ იყო: ისრაელიდან ელექტრონული წერილი მომივიდა, სათბური გვაქვს, ვგუგლავდით, გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თუ არის ურბანული მეურნეობა და თქვენ გიპოვეთო. ჩამოსვლა გვინდაო. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა! მართლა ჩამოვიდნენ, სათბურში გვესტუმრნენ, დიდ ემოციებში იყვნენ! დღემდე ვთანამშრომლობთ მათთან, სხვადასხვა რეკომენდაციას გვაძლევენ.

სახლში თუ იყენებთ მიკრომწვანილებს?

ტუსია: დილით ვამზადებ ხოლმე საუზმეს, ვთქვათ, ომლეტს და ზემოდან მიკრომწვანილებს ვაყრი. იმდენად ჯანსაღი პროდუქტია, აბსოლუტურად მშვიდად ვარ და ბავშვებიც სია- მოვნებით მიირთმევენ.

ქეთა: მე წვნიანებში ვიყენებ, უკვე თეფშზე დასხმულს ვაყრი. ზოგადად, ნებისმიერი კერძი შეგიძლია გაალამაზო და გაა- მდიდრო ამ მწვანილებით. ჩვენი სლოგანი ასე ჟღერს ‒ „გაამდიდრე!“. ბევრნაირად შეიძლება მისი ფორმულირება: გაამდიდრე შენი კერძი, გაამდიდრე გემო, გაამდიდრე შენი რაციონი, გაამდიდრე შენი ჯანმრთელობა, გაამდიდრე!…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com