FOODtourist ნატალია ქუთათელაძე

ნატალია, როგორც თავად ამბობს – გურმანია.
უყვარს ჭამის რიტუალი და სიამოვნებას იღებს სხვისთვის მზადების პროცესშიც. მის ოჯახში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძის მირთმევის ფორმას, სუფრის ლამაზად გაშლას და კერძის ესთეტიკურ მხარეს, ამიტომ თვითონაც ცდილობს იგივე გაიმეოროს და ზოგჯერ სიახლეებიც შეიტანოს. „კულინArt-ს“ ნატალია ნიუ-ორკიდან ესაუბრა და თავისი საყვარელი გასტრონომიული ადგილების გზამკვლევი მოგვიმზადა.

ნატალია, რომელია თვენი საყვარელი კერძი?

– ჩემი საყვარელი კერძის დასახელება გამიჭირდება, რადგან გურმანი ვარ და თითქმის ყველა კუთხის სამზარეულო მიყვარს. თუმცა, შემიძლია გამოვყო საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშეც წარმოუდ- გენელია ჩემი ცხოვრება – ეს არის ყველი; თითქმის ყველა სახეობის ყველი მიყვარს, მაგრამ რაც საქარ- თველოში აღარ ვცხოვრობ, მივხვდი რომ ძირითა- დად, ყოველდღიურობაში „ორმანეთიან“ ყველის სახეობასთან მიახლოებულ, ანუ ბერძნულ ფეტას ვანიჭებ უპირატესობას.

როგორ ტიპის კერძი გიყვართ?

– ძალიან იშვიათად მახსენდება ტკბილი გემოები. მხოლოდ დედაჩემის გაკეთებული კრემი მიყვარს ხილითა და ნიგვზით. აქაც გამიჭირდება კონკრეტული გემოს გამორჩევა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნორმაზე მეტად მიყვარს ის, როცა ყველა საჭმელში ხასიათი იგრძნობა, ეს იქნება სიც- ხარით თუ სიმჟავით გამოწვეული, მნიშვნელობა

არ აქვს. ჩემი აზრით, ეს ქართული სამზარეულოს დამსახურებაა, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალური და გამოხატული გემოებით გამოირჩევა.

გაქვთ თუ არა დრო იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი კერძი მოამზადოთ?

– ნიუ-იორკში დრო არასდროს არ მაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ ვიკვებო, არამც თუ ჩემი საყვარელი კერძი გავაკეთო. შარშან, გვქონდა მე და ჩემს მეგო- ბრებს მცდელობა ნამდვილი მთიულური რეცეპტით დამზადებული ხინკალი გაგვეკეთებინა. სხვათა შო- რის, იმის ფონზე, რომ პირველი მცდელობა იყო,

ნამდვილად კარგი ხინკალი გამოგვივიდა. თუ სტუ- მარს ველოდები, ძალიან მარტივად ვაკეთებ, მაგა- ლითად, მაკარონს კრევეტით ან ორაგულის სტეიკს ღუმელში გამომცხვარს.

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ და რა ნიშნით გამოყოფთ მას?

– ქართული სამზარეულო ურყევად პირველ ადგილზე იდგება მთელი ჩემი ცხოვრება, თუმცა, ასევე ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო; საერთოდ ყველა- ფერი იტალიასთან დაკავშირებული, ენით დაწყებუ- ლი ‒ არქიტექტურით დამთავრებული, ჩემთვის ძა- ლიან მიმზიდველია. ასევე, ვთვლი, რომ მარტივი, ნოყიერი და ადვილად გასაკეთებელია ის ძირითადი კერძები, რომლებიც პირველად გვახსენდება იტალი- ურ სამზარეულოსთან მიმართებაში. ჩემი პროფესიი- დან გამომდინარე, ალბათ სპორტსმენებიც დამეთან- ხმებიან, სიმღერის წინ სასურველია მოხარშული მაკარონის ჭამა. ხშირად ვაკეთებ მაკარონს. ძალიან ბევრის საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ იმპრო- ვიზაცია შეძლო. გამომდინარე სტუდენტური დატვირ- თული გრაფიკიდან, ყველაზე სწრაფი, მარტივი და ნოყიერი არჩევანია ‒ სპაგეტი.

დარწმუნებული
ვარ, „კულინArt­ის“
მკითხველს სწორედ თქვენი მეშვეობით ჰყავს ძალიან კარგი და
ჩემზე გამოცდილი მრჩეველები, თუმცა,
ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადგილებიდან
არა მგონია ვინმე უკმაყოფილო დარჩეს, რადგან თუ მოთხოვნის მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველა მათგანი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩემი აზრით, გარემოს, ესთეტიკას და საერთოდ, მოწოდების ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უბრალო სასადილოშიც სავსებით შესაძლებელია გემრიელად ჭამა. აქედან გამომდინარე, გემო პირველ ადგილზეა ჩემთვის. თუ მოხვდებით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ რესტორანში
არ ინანებთ.

იტალია, სარდინია

პირველ რიგში, დავიწყებ იტალიით და გეტყვით,
რომ წარმოდგენაც არ მაქვს რა ჰქვია იმ რესტორანს, რომელშიც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით მე და ნანი, სარდინიაზე, კერძოდ, კალიარის პროვინციაში, სადაც მივირთვით ყველაზე გემრიელი ზღვის პროდუქტების პასტა. 

New York

განსაკუთრებულად მახსენდება ნიუ-იორკში არსებული რესტორანი „ბუდაკანი“, სადაც აზიური სამზარეულოს საუკეთესო კერძები დავაგემოვნე ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად.

Radegast Hall & Biergarten

მათთვის, ვისაც უყვარს ბურგერი, სხვადასხვა სახის სოსისი, შედარებით ნორმალურ ლუდთან ერთად, აუცილებლად ვურჩევდი ვილიამბურგში წასვლას და ერთ-ერთი საუკეთესო ბურგერის დაგემოვნებას. ნიუ იორკში, კერძოდ, Radegast Hall & Biergarten LLC-ში.

რესტორანი ,,კახელები''

ასევე, თუ ქართულ კერძებზე ვსაუბ- რობთ, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ რესტორანი „კახელები“ ლიდე- რობს ტრადიციული ქართული სამზა- რეულოთი; ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის მანძილზე ინარჩუნებს ხარისხს და ასევე სახალისოა მათგან შემოთავაზებული დასახელებები მენიუში.

შემიძლია უსასრულოდ ჩამოვწერო სია იმ რესტორნების, სადაც დიდი სიამოვნებით მოვხვდებოდი ხშირად.

Moscow

ასევე გამორჩეულად მახსენდება რესტორანი“Как Есть”, ქალაქ მოსკოვში, სადაც კერძების ძალიან ორიგინალური პრეზენტაცია აქვთ, რა თქმა უნდა, გემრიელი და ბევრისგან განსხვავებული ადგილია.

Tbilisi 

საქართველო იმდენად სულ მენატრება, რომ თავში მხოლოდ სხვადასხვა კუთხის რესტორნები მახსენდება, დავიწყებ თბილისით: „დაინინგ რუმი“, მყუდრო გარემო, კარგი მომსახურება, გემრიელი საჭმელი და ქეთის კრემი ალუბლით, ნიგვზითა და დაფხვნილი ბეზეთი!..

საქართველო , კახეთი

კახეთი, სასტუმრო „შატო მერე“… ფანტასტიკური ზღაპრული გარემო, უგემრიელესი კერძებით, შერეული უცხო დეტალებითა და ძალიან ხარის- ხიანი პროდუქტით, რაც მთავარია, თვითონ ბატონი გია, ანუ მასპინ- ძელი, აკეთებს ძალიან ხშირად განსაკუთრებულ კერძებს და თვითონვე გიმასპინძლდებათ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com