საქონლის ენა, ნიგვზითა და პირშუშხით
გურამ, რატომ აირჩიეთ მზარეულის პროფესია?
– ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ალბათ ამისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეს საქმიანობა გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ მე ეს ავირჩიე, ეს მოვიდა თავისით, ბავშვობიდანვე საჭმელს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. ჩემს ოჯახშიც საკმაოდ კარგი მზადება იცოდნენ.
როგორ ფიქრობთ რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მზარეულს?
– პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს ანატომია და ბოტა- ნიკა. გემოვნური თვისებები უნდა ჰქონდეს დახვეწილი. უნდა იკითხოს ბევრი გასტრონომიაზე, უნდა შეეძლოს პროდუქტების არჩევა. მთავარია, ზედაპირულად არ უყუ- როს ამ პროფესიას.
რა ტიპის რესტორანი გახსენით?
– ეს არის ქართული საავტორო სამზარეულო, სადაც მე შემიძლია ჩემი გამოცდილება და ხუთივე კონტინენტი მოვათავსო ერთ თეფშზე.
რას ნიშნავს სახელი „ანონა“?
– „ანონა“ ‒ ეს არის ნაყოფიერების ქალღმერთი ძველ რომაულ მითოლოგიაში. ასევე „ანონა“ არის ხილი, რომელიც შეიცავს ბევრი ტროპიკული ხილის არომატს. გარდა ამისა, რუსთაველის თეატრში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი წარმატებული ქართული რესტო- რანი იყო „ანონა“, სადაც იმ დროის ინტელიგენცია ხშირად იკრიბებოდა.
რომელია თქვენი საყვარელი ინგრედიენტი?
– ქინძი და ნოირი.
სამსახურის შემდეგ სახლში თუ ამზადებთ?
– არავითარ შეთხვევაში. სახლში უკვე აღარ მინდა სამზა- რეულო. სახლში ძალიან იშვიათად შეიძლება მოვამზა- დო, ან მეგობართან ვახშამზე, ისიც იმიტომ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო მის სუფრაზე.
საყვარელი კერძი?
– ჩიხირთმა.
რომელი უფრო გიყვართ, ქართული თუ უცხოური სამზარელო?
– რა თქმა უნდა, ქართული.
უცხოურიდან რომელს გამოარჩევდით?
– პორტუგალიურს.
თვლით რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ?
– მე ვთვლი ჩემს თავს როგორც წარმატებულ და ბედნიერ ადამიანს, და თუ წარმატებული და ბედნიერი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი არჩევანი გამიკეთებია.
რომ არა შეფმზარეული ვინ იქნებოდით?
– მომღერალი.
როცა აქ არ ცხოვრობდით, თუ გიწევდათ მზადება ცნობილი ადამიანებისთვის?
– კი, რა თქმა უნდა, ჩემი სტუმრები იყვნენ: ზიდანი, ფიგუ, მოდის სამწყაროდან ‒ მეჩი რომერო და კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი სახე, მაგრამ ჩემთვის მათი ტიტული და ცნობადობა არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია ადამიანი.