გიო ტაბიძე მსახიობი

გიო ტაბიძე კინოსა და თეატრის მომავალი მსახიობია, მესამე კურსზე სწავლობს, თუმცა მისი წარმატებული დებიუტი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ უკვე შედგა.

აი, გასტრონომიული დებიუტის ინიციატორი კი „კულინART”-ი გახდა. გიო თვლის, რომ დეგუსტატორი გაცილებით თამამია, ვიდრე კულინარი, თუმცა ორივე შემთხვევაში ზედმიწევნით იცის კრიტერიუმები, რაც ინგრედიენტების იდეალური ბალანსისთვისაა აუცილებელი. ოჯახში, სადაც დედა და ბებია სრულყოფილად ამზადებენ, ბავშვობიდან შეეჩვია ხარისხიან გემოსაც და მასპინძლობის ხელოვნებასაც.

სამზარეულოს, გასტრონომიას რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– სიმართლე რომ ვთქვა, კვების პროცესი უფრო მიყვარს, ვიდრე მომზადების. დეგუსტატორი ნამ- დვილად კარგი ვარ. ბავშვობაში უფრო მაინტე- რესებდა მზარეულობა, ახლაც გამომდის რაღა- ცები, მაგრამ მარტივი კერძებით შემოვიფარგ- ლები. სოსისის მოხარშვა და კვერცხის შეწვა, ალბათ, არ ითვლება კულინარიად. გენერალურ კერძებს დედა ამზადებს ჩვენს სახლში. მისი მომზადებული აბსოლუტურად ყველაფერი მომ- წონს. განსაკუთრებით, გუფთა. ბებიაჩემიც არა- ჩვეულებრივი მზარეულია და დედასაც, ეტყობა, გენეტიკურად გადაეცა კულინარიული ნიჭი.

რომელი სამზარეულო გიყვართ, რა ტიპის კერძები?

– ყველაზე მეტად ხორცეული მიყვარს. ძალიან იშვიათად შეიძლება სალათი ან რამე მსგავსი მსუბუქი კერძი მომინდეს. ჩაქაფული, მწვადი, ხინკალი – ტრადიციული ქართული კერძები მიყვარს ყველაზე მეტად. ზოგადად, ქართულ სამზარეულოს დიდ პატივს ვცემ.

მსახიობების ქაოტური რეჟიმიდან გამომდი­ ნარე, ჯანსაღი კვების პრინციპებს რამდენად იცავთ?

– ოჯახში ვცდილობთ, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ. ხშირად ვყიდულობთ რძის პროდუქტს. მაწონი, ხაჭო თითქმის ყოველთვისაა ჩვენს მაცივარში. მაგრამ მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დალაგებული კვების რეჟიმით ნამდვილად არ

გამოვირჩევი. დილით იშვიათად ვასწრებ ჭამას, შემდეგ უნივერსიტეტში, ან სადაც მივდივარ, იქ ვსადილობ.

ახალი და უცხო კერძების გასინჯვა გიყვართ?

– სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ დიდი სითა- მამით არ გამოვირჩევი. განსაკუთრებით, ეგზო- ტიკურ კერძებს ვგულისხმობ. არ მაქვს ინტერესი.

როგორ ფიქრობთ, კულინარია ხელოვნებაა?

– რა თქმა უნდა! ტელევიზიით ხშირად მინახავს კერძების ვირტუოზულად მზადების პროცესი და ძალიან სასიამოვნო საყურებელია.

ბავშვობა რა გემოსთან ასოცირდება თქვენ­ თვის?

– ბრინჯის ფაფასთან. ძალიან მიყვარს, ბაღშიც სიამოვნებით მივირთმევდი და სახლშიც ხშირად ამზადებდნენ ხოლმე. დიდი ხანია არ მიჭამია, მაგრამ ბავშვობის გემოს ხსენებაზე მაშინვე ბრინჯის ფაფა მიდგება თვალწინ.

კულინArt­ისთვის რა პრინციპით შეარჩიეთ კერძი?

– რაღაც ისეთის მომზადება მინდოდა, რაც ხში- რად არ გვხვდება, როგორც წესი. შედარებით განსხვავებული სალათია, თუმცა არც რთულია და არც განსაკუთრებით ორიგინალური. ერთ- ერთ კულინარიულ ვებ-გვერდზე წავაწყდი.

მექსიკური სალათი

ინგრედიენტები:

  • ბეკონი ან სალიამი – 200 გრ.

  • ყველის ფირფიტები – 6 ც.

  • ორცხობილა – ერთი შეკვრა

  • სიმინდის მარცვლები – ერთი

    მომცრო ქილა

  • მარილი, პილპილი, მწვანე

    ხახვი – გემოვნებით

  • მომზადების წესი:

    ბეკონის ან სალიამის ნაჭრებს მოგრძოდ ვჭრით. ვხეხავთ ყველის ფირფიტებს. ვამატებთ ორცხობილას, სიმინდის მარცვლებს, მარილს, პილპილს, მწვანე ხახვსა და მაიონეზს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com