გიორგი ცაგარელი

ამ წარწერებს, ინტერვიუს დროს, მისი ნივთების დათვალიე- რებისას წავაწყდი. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე აუცილებლად შენიშნავდით და განსაკუთრებუ- ლად დაგამახსოვრდებოდათ ალტისტი, რომელიც მთელი სხეულითა და ემოციით ნუსხავს დარბაზს. მისი თითოეული შეხება ინსტრუმენტთან, ადამიანებზე რეფლექსურად მოქმე- დებს, წამსვე გიცოცხლებს ემოციებს და მუსიკის სამყაროში გახვევს. ეს გიორგი ცაგარელია ‒ ალტისტი!

საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა თავის გამოჩენით ქართული მუსიკალური სამყარო უკვე შეცვალა. გერმანიასა და შვეიცა- რიაში განათლების მიღების შემდეგ, რამდენიმე წელი საქარ- თველოს სიმფონიური ორკესტრის სოლისტი იყო. სულ ცოტა ხნის წინ, ორკესტრი დატოვა და საკუთარი ანსამბლი ჩამოა- ყალიბა. უამრავ გეგმასთან და მიზანთან ერთად, კულინარიუ- ლი ისტორიებიც მოაგროვა და ჟღერადობის მიხედვით დაა- ლაგა. ერთი შეხედვით, ვერ იფიქრებთ, რომ ასეთ დახვეწილ მუსიკოსს და შემოქმედებით ადამიანს წარსულში კულინარიუ- ლი კრახები ჰქონდა. დავიწყოთ სულ თავიდან:

„ზოგადად, ყველანაირი კერძი მიყვარს, მხოლოდ სუშის და ზეთისხილის ჭამა არ შემიძლია. ერთხელ დიდი დოზით მივირთვი სუში და მას მერე ვერ ვეკარებოდი. ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი და არაფერს ვჭამდი.

გერმანიაში და შემდეგ, შვეიცარიაში ვსწავლობდი. გერმანიაში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სადაც ბავშვები ვიკრი- ბებოდით და ერთად ვამზადებდით კერძებს. დღესასწაულებზე ყველა საკუთარ ნაციონალურ კერძს აკეთებდა. იქ ერთი ქარ- თველი ბიჭი იყო, რომელიც მოცარელათი და ნაყიდი ცომით ხაჭაპურს აცხობდა და ზედ, კეტჩუპით საქართველოს დროშას ახატავდა. მე ვერაფერს ვაკეთებდი. ერთხელ მშობლებმა სუნე- ლები გამატანეს და საცხოვრებლად სხვა ქალაქში როცა გადავ- დიოდი, ხელუხლებლად გადამქონდა ხოლმე.

ზოგჯერ მაინც მიწევდა კულინარობა. ვფიქრობდი, თუ ყველას გამოსდის მზარეულობა, მეც გამომივა ‒ მეთქი. მერე, ცოტა პანიკიორი გავხდი. დედაჩემი მკარნახობდა ხოლმე მომზადე- ბის წესს სკაიპის დახმარებით და მაინც მეშინოდა, მაგალი- თად, ხორცი უმი არ ყოფილიყო. ბოლოს, ნახშირივით გამო- დიოდა და თავს ვანებებდი ამ საქმეს. თოხლო კვერცხი მიყ- ვარს და ბევრჯერ ვცადე გაკეთება, ვინიშნავ დროს, მაგრამ ხან ძალიან უმია, ხან ‒ ზედმეტად მოხარშული.

სტუდენტობის დროს, როცა სახლში მარტო ვიყავი, ფილმს ვრთავდი ან სკაიპით მეგობრებს ვესაუბრებოდი და ვსვამდით კიდეც. დღესაც ასე ვარ, ჩუმად ჯდომა არ შემიძლია, ვუყურებ ფილმებს ან გადაცემებს. ევროპაში, სულ ერთსა და იმავე დროს ჭამენ და იძინებენ, მე ასე არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვიქნები.“

პატარა თეფშის სევდა

„ჩემი აზრით, კერძის დაგემოვნების დროს, დიდი მნიშვნე- ლობა აქვს გარემოს და ჭურჭელს. ზოგს ძალიან ძვირფას ადგილას სიამოვნებს სადილი, ზოგს ‒ გლეხურ სიტუაციაში, ზოგსაც ‒ ბუნებაში. მნიშვნელოვანია, რომ წყალს ან კოკა- კოლას ჩაის ჭიქით სიამოვნებით ვერ დალევ. იცით, რა მი- კვირს ყოველთვის? სუფრაზე დიდ თეფშს რომ დებენ და ზემოდან ‒ პატარას. რესტორნებშიც ასე ხდება და ოჯახებ- შიც. ის პატარა თეფში ვერაფერს იტევს, არაფერში გჭირ- დება. მერე, რომ გაგევსება, მიაქვთ და ახალს გიდებენ. დიდი თეფშის გამოყენების ჯერი აღარასდროს დგება, არა- და ბევრად კომფორტულია. მიყვარს, როცა სუფრაზე ერთი კონკრეტული კერძია, და არა ‒ უამრავი.

ძალიან მომწონს საბჭოთა ესთეტიკა, ძირითადად, რუსეთში, საახალწლო სუფრებზე. საზეიმო განწყობა მოაქვს იმ ძველ- მოდურ შამპანურს და სხვა დეტალებს.

კულინარიაზე და კერძებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა მოვყვე ერთი ისტორია. შარშან, ლონდონში, ჩემმა ახლო- ბელმა დამპატიჟა ძალიან გემრიელ ადგილას, სადაც სხვა- დასხვა ცხოველის, ფრინველის, თევზის ხორცისგან, ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები დავაგემოვნე. იქი

დან წამოსულს, გზად ჩემი მეგობრის შვილი დამემგზავრა. სახლამდე ნახევარი საათის დისტანცია იყო და ამ დროის განმავლობაში გავიაზრე, რამდენი ვჭამე. მეტროდან რომ ამოვედი, დავინახე მაკდონალდსი და ჩემი მეგობრის შვილს ვკითხე, გინდა-მეთქი? იმანაც მიპასუხა კიო! შევედით და მაკ- დონალდსშიც ვჭამეთ, თან შევთანხმდით ამ ამბავს არავის მოვუყვებოდით”.

კულინარიის დედაქალაქები

კულინარიული მოგონებები აკავშირებს სხვადასხვა ქალაქ- თან, ქვეყანასთან და ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპთან. ხშირად ადამიანებს, როგორც კონკრეტული მუსიკა, ასევე გემოებიც გარკვეულ მოგონებებთან ასოცირდება. გიორგის კულინა- რიული თავგადასავლები მრავალფეროვანია, გადანაწილე- ბული ‒ პერიოდების და საყვარელი ადგილების მიხედვით.

„აზიაში არ ვარ ნამყოფი, დანარჩენი მსოფლიოდან კი ნიუ- იორკს გამოვყოფდი, რომლის გახსენებაზეც ყოველთვის საკვები წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. ასევე, კულინარი- ული კუთხით გამოვარჩევდი იტალიას, თავისი ქალაქებითა და სოფლებით. გერმანიაში და შვეიცარიაში საკვებს სრუ- ლიად არაფრის გემო აქვს. შვეიცარიაში, სტუდენტობის პერიოდში, ყველაზე მეტ ფულს საჭმელში ვხარჯავდი, რად- გან იქ ნატურალური და ძალიან ძვირიანი პროდუქტი იყო.

ქალაქ ბაზელში ვცხოვრობდი და მასთან ახლომდებარე, გერ- მანიის ქალაქ ფრაიბურგში მიწევდა ხოლმე გადასვლა. მათ შორის, გერმანიის საზღვართან იყო პატარა სოფელი, სადაც სტუდენტები მივდიოდით და ნაკლებ ფასად ვყიდულობდით პროდუქტს. პირველად რომ შევედი, ჩემი ყველა პროფესორი ლექტორი იქ შემხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჰონო- რარები აქვთ, საკვებზე მაინც აკეთებენ ეკონომიას.

დაკვირვებული ვარ, ევროპაში აქვთ მარაგები. ყიდულობენ ძალიან ბევრ წყალს, საკვებს, რომელიც შესაძლოა შეინა- ხონ. საქართველოში ეს ტრადიცია არ არსებობს. მე, მაგა- ლითად, სახლის ქვემოთ მაქვს მაღაზია, ყოველ წამს ჩავდი- ვარ და ვყიდულობ, რაც იმ მომენტში მჭირდება.“

კულინარიული კრახი

კულინარიული კრახი ასეთი მრავალფეროვანი და სასტიკი იშვიათად ყოფილა. ბავშვობიდან ცდილობდა, რომელიმე კერძი კარგად მოემზადებინა. ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა, ზოგი შედარებით ‒ მასშტაბური მსხვერპ- ლით, ზოგიც უბრალოდ სახალისო იყო.

„მე და ჩემი ყოფილი მეუღლე შვეიცარიაში ვცხოვრობდით. ის სხვა ქალაქში სწავლობდა და მუშაობდა, დილით 6 საათ- ზე უწევდა გაღვიძება, რომ მატარებლით წასულიყო. სამსა- ხურის პირველ დღეს, გადავწყვიტე ავმდგავრიყავი და მის- თვის საუზმე მომემზადებინა. უცებ, ხელი ისე გავიჭერი, ის მთელი დღე ფიქრობდა საერთოდ გავაგრძელებდი თუ ვერა მომავალში დაკვრას. ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა ეს ისტორია.

ერთხელ, ბავშვობაში, გადავწყვიტე ჩემით შემეწვა მწვადი და საკმაოდ ნორმალური გამომივიდა. სახლში რომ გაიგეს ეს ამბავი, გაოცდნენ ‒ საიდან ვიშოვე ხორცი, როგორ მოვა- მზადე… გამორეცხვა ჩამიტარეს და სხვათა შორის, ჯობდა მწვადს მოვეწამლე.

მანგლისში გვაქვს აგარაკი, ბავშვობიდან იქ ვისვენებდი ხო- ლმე. ერთ დღეს, ბავშვებმა გადავწყვიტეთ გვენადირა, ქათ- მები დარბოდნენ ირგვლივ და ვესროლეთ თოფი, მაგრამ ვერ მოვკალით. ბოლოს, დავიჭირეთ ერთი ქათამი და მოვაჭერით თავი. მაინც არ მოკვდა და რეფლექსურად, თა- ვის გარეშე, გიჟივით დარბოდა. ზოგს გული წაუვიდა, ზოგს შეეშინდა. საბოლოოდ, ერთმა მანგლისელმა იყოჩაღა და დაიჭირა. გადავწყვიტეთ, პატრონს, რომ არ გაეგო, ღამე შეგვეწვა. რომელიღაცამ თქვა, ადრე ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე, ხორცს მიწაში ინახავენ, როგორც მაცივარშიო. ჩვენც დავმარხეთ ქათამი და ღამე ამოვიღეთ ჭიებით სავსე.

დაკვირვებული ვარ, ნასვამი რომ მწვადს წვავ, ვერ ხვდები რა ხდება. წვავ, წვავ… გგონია, რომ მზად არის, სინამდვილე- ში გარედან არის ნახშირი და შიგნიდან ‒ სულ სისხლიანი.”

ირგვლივ არაერთი კარგი კულინარი ჰყავს, მათ შორის, ზოგი საკუთარი სფეროდან. მაგრამ მაინც, განსაკუთრებით აღნიშნავს ერთ ოჯახს, ისინი წარმოშობით მეგრელები არიან, დამხმარე ქალებიც მეგრელები ჰყავთ და სამზარეუ- ლოში ნამდვილ სასწაულებს ატრიალებენ. გამორჩეულად უყვარს მათთან სტუმრობა და მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება.

„ჩემი სფეროდან მომღერალი თეონა კონტრიძე შემიძლია გამოვყო, როგორც ძალიან კარგი მზარეული. ზაფხულობით როცა ჩამოდის, მასთან აგარაკზე, შეკვეთილში ვისვენებთ ხოლმე მეგობრები და უამრავი ბავშვი. თვითონ ხორცს არ ჭამს, მაგრამ საოცრად ამზადებს. ძალიან კარგად გამოს- დის ომლეტიც. სიამოვნებს ყველას ცალ-ცალკე რომ უმასპინძლდება“.

მუსიკოსი კულინარები

„მუსიკალურ სამყაროში, რამდენიმე კარგი მზარეული და გურმანი იყო. მაგალითად, ბრამსზე ამბობენ, რომ ხორცი უყვარდა და კარგად ამზადებდა. ქართველი კომპოზიტო- რები, გია ყანჩელი და მისი თაობაც გურმანები იყვნენ. გია ანტვერპენში ცხოვრობს და იქ, ისევე როგორც თბილისში, აქვს ამოჩემებული ადგილები, სადაც იცის, რომ კარგი სამზარეულოა.“

კულინART

„ადამიანი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს კვებისგან. ხელო- ვნების ყველა სფერო ‒ მუსიკა, ფერწერა თუ კულინარია სია- მოვნებისთვის არის შექმნილი.

როდესაც რაღაც ღირებულს ქმნი, მაგალითად, ‒ აკადემიურ მუსიკას, შეუძლებელია კონცერტამდე წახვიდე და მაკდონა- ლდსში ან მსგავს ადგილას მიირთვა. ჩემი აზრით, დიდი მნი- შვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ჭამ. არ ვიცი ხატვის შემთხვე- ვაში როგორ არის, მაგრამ დაკვრის დროს ესეც ახდენს გავლენას. არ შემიძლია გავიდე, შაურმა შევჭამო და მერე წავიდე კონცერტზე და დავუკრა.“

შემოქმედება

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 3 წელი სიმფონიური ორკესტრის სოლისტი იყო. ამ დროის განმავლობაში სხვა- დასხვა საინტერესო პროექტი განახორციელა. ცოტა ხნის

წინ, ორკესტრი დატოვა და საკუთარი ანსამბლი ჩამოაყა- ლიბა, რომელშიც 9 ადამიანი გაერთიანდა. გუნდი სიმები- ან ინსტრუმენტებს წარმოადგენს. ამბობს, რომ ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია და განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გრძნობს თავს.

ცოტა ხნის წინ, საკუთარი შემოქმედება სრულიად განსხვავე- ბულად წარმოადგინა. დიჯეი კორძთან, იგივე ალექსანდრე კორძაიასთან ერთად, გააკეთა პროექტი, რომელიც კლასი- კური და კლუბური მუსიკის გასაოცარ შერწყმას წარმოად- გენდა. ეს იყო ახალი სიტყვა და ერთგვარი ექსპერიმენტი.

„უცხოეთიდან მქონდა შემოთავაზება და ჩემი კარიერისთვის ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ უარი ვთქვი. გარშემო- მყოფები ფიქრობენ, რომ ჯობდა წავსულიყავი. ზოგადად, ყველას უკვირს ჩემი საქართველოში დაბრუნება. თავიდან დროებით ჩამოვედი, შემდეგ სიმფონიურ ორკესტრში რეორ- განიზაცია იყო და ამ პროცესში ჩავერთე, ერთად ვიბრძოდით უკეთესი პირობებისთვის. ყველაფერი იწყება ენთუზიაზმით და მერე უკვე აღარ განვითარდა და მეც გამოვეთიშე ამ საქ- მეს. მყავს კურატორი და საზღვარგარეთ ხშირად მაქვს კონ- ცერტები. თუმცა, ამ ეტაპზე საკუთარი ორკესტრის განვითარე- ბით ვარ მოცული და ყველაზე მეტ დროს ამას ვუთმობ.

პირველი დამოუკიდებელი პროექტი გავაკეთე ჩემს მეგო- ბართან ალექსანდრესთან, იგივე დიჯეი კორძთან ერთად.

ისი დედა პიანისტია და ერთად ხშირად ვუკრავდით ხოლ- მე. ალექსანდრესაც ვიცნობდი, ბაზელში ხმის რეჟისურაზე ჩააბარა. სწორედ ამ დროს ვამთავრებდი სწავლას. ახლა, ჰააგაში საკომპოზიციოზე სწავლობს. 2 წლის წინ მომივი- და იდეა, რომ ერთად გაგვეკეთებინა პროექტი. ერთი ნაწარმოები შევასრულეთ ორკესტრთან ერთად და ვიდეო გადავიღეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, დაგვეკრა კლუბებში. რამ- დენიმე ადგილას ვცადეთ, მათ შორის ჯაზ-ფესტივალზე და ძალიან საინტერესო გამოვიდა. კლუბებში გახმოვანების მხრივ სირთულეებს წავაწყდით, რადგან ჩემი აკუსტიკური ინსტრუმენტია და შედარებით დიდი სივრცე სჭირდება. მინდა, რომ ჩემი ორკესტრიც წარმოვადგინო რომელიმე კლუბში. მსგავსი გამოცდილება არ ყოფილა აქამდე და საინტერესო იქნება.

მეორე პროექტის ფარგლებში ლედ ზეპელინის, ნირვანას და სხვა ცნობილი შემსრულებლებისა და ჯგუფების კომპოზიციებს ახლებურად წარმოვადგენთ. მნიშვნელოვანია, რომ ორიგი- ნალურ ვერსიებს კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე ქმნის.

ახლო მომავალში, არტარეასთან ერთად, საინტერესო პრო- ექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ მთავარი მიზანია სიმებიანი კამერული ორკესტრისა და სხვადასხვა ჟანრის არტისტის კოლაბორაცია.“

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com