ცოტა რამ ზოგიერთ ცნობილ მცენარეზე კანაფი, კანაბისი თუ პლანი?

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც საკვებს ამზადებს, ის არა მარტო ატკბობს და ამარილებს, არამედ ანელებს ანუ მის შეკმაზვაზეც ფიქრობს, რომ კერძი უფრო არომატული, პიკანტური, მადისმომგვრელი და სიამოვნების მომნიჭებელი გახადოს. იმიტომაც იყო რომ ძველად სანელებლებს ოქროს ფასი ჰქონდა და დღესაც, მაგალითად, შაფრანი ერთი კილო 500 დან 5000 დოლარამდე შეიძლება ღირდეს.

ბუნებამ ჩვენთვის ყველაფერი ისეთი შექმნა, რაც ადამიანთან კავშირშია და მას სჭირდება, თუმცა ხშირად არასწორად და ცუდად ვიყენებთ, ან არ ვიცით მისი მოხმარება; ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენს წინაპრებს უფრო ესმოდათ ბუნების, ვიდრე თანამედროვე ადამიანს, რადგან ყველანაირ მცენარეს თავისი დატვირთვა ჰქონდა როგორც კულინარიული, ასევე სამედიცინო, კოსმეტიკური თუ რიტუალური თვალსაზრისით.

რადგან კაცობრიობა პირველ რიგში ჭამს და მის გარეშე ის უბრალოდ ვერ იარსებებს, ადამიანი მუდმივად ეძებდა საინტერესო და განსაკუთრებულ გემოებს, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებდა; მცენარეული საფარი ამის უდიდეს საშუალებას იძლეოდა და იძლევა, თუმცა ადამიანების მიერ ბევრი მათგანის ბოროტად და არასწორად გამოყენების გამო, ასეთ მცენარეებთან დაკავშირებით გარკვეული წინააღმდეგობები წარმოიშვა.

ათასობით წლების წინათ მიაჩნდათ, რომ ფსიქოტროპული ან კანაბინოიდების შემცველი მცენარეები ზრდის წარმოსახვის უნარს და გვეხმარება ისეთი რამეების აღქმაში, რაც ჩვენი ცნობირებისათვის მიუწვდომელია, ზოგი მათგანი სულს კურნავს, ზოგი კი სხეულს და რაც მთავარია ‒ სიამოვნებას განიჭებს, საკვებსაც ხომ ასეთი დანიშნულება აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელმაც სიამოვნება უნდა მოგანიჭოს.

სხვადასხვა ერის კულტურაში ოდითგანვე მოიხმარდნენ ე.წ. ფსიქოტროპულ, ანუ როგორც მათ მეცნიერებაში უწოდებენ, ჰალუცინოგენურ მცენარეებს, კულინარიული ან სარიტუალო, საკულტო დანიშნულებისათვის. მაგრამ ამ მცენარეების უმრავლესობა, მიჩნეული იყო, როგორც სანელებელი, არომატიზატორი და ფერმენტი.

დედამიწის ერთ-ერთ ფილტვებში, ამაზონის ჯუნგლებში, უამრავი ისეთი მცენარეა, რომელთაც იქაური მცხოვრებლები სარიტუალო და ასევე სხვადასხვა დანიშნულებისთვის ხმარობდნენ, მაგალითად, როგორც ანტიდეპრესანტს; მათი თქმით ასეთი მცენარეები ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს და მცენარეების ენას ასწავლის. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ასეთი მცენარეების გამოყენება მხოლოდ ადამიანების ჰედონისტური მიდრეკილებების გამოვლინება არ იყო, არამედ მუდმივი სწრაფვა, რომ ბუნების საიდუმლოებები შეეცნო და ამისთვის იყენებდა. ყაყაჩო, კანაბისი, ლოტუსი, ამაზონის ჯუნგლების ლიანები, აბზინდა, მუსკატი, დარიჩინი, კა­კაო… და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი საოცარი მცენარეა, რომელსაც ჰალუცინოგენურ ან კანაბინოიდების შემცველ მცენარეებად მოიხსენიებენ.

ახალი ეპოქა ყველა სფეროში ახალ გამოწვევებსა და მიღწევებს გვთავაზობს, ეს ქმნის ისეთ რეალობას, რომ ბევრ რამესთან იცვლება დამოკიდებულებები, მათ შორის ასეთი მიმართულების მცენარეულ საფართან, ამიტომაც მათი კარგად გამოკვლევა და გაცნობა არის სწორედ, მეცნიერების საქმე.

როცა პირველად პლანის – კანაფის ფოთოლი გავიცანი, საოცრად მომეწონა მისი განსაკუთრებულად მძაფრი ეთერზეთოვანი სურნელი და სურვილი მქონდა დამეღეჭა. როგორც წესი, რაც ჩემი ორგანიზმისთვის მავნებელია, იმ მცენარეს მუდმივად ვგრძნობ სუნის მიხედვით, ასე ვარ ყვავილებთან,კერძებთან, კოსმეტიკასთან, სუნამოებთან და ნაჭრებთანაც. როგორც ჩემს ბავშვობაში ეძახდნენ, პლანის ფოთოლი კი ძალიან მომეწონა, თუმცა ჩვენი სკოლის ბიჭებისგან ვიცოდი, რომ მისი უმად ღეჭვა არ შეიძლებოდა, ასეთი სურვილი მქონდა ყოველთვის როცა ევკალიპტის, ქონდრის, რეჰანის, ქინძის და დაფნის ფოთოლს ვიღებდი ხელში, დაფნა ხშირად ჩამიღეჭია, ალბათ მაშინ უკვე ჩადებული იყო ჩემში დღევანდელი საქმიანობის იმპულსები.

კანაფი­ – კანაბისი მსუბუქ ნარკოტიკად ითვლება, თუმცა ჩემს ბავშვობაში ხშირად გამიგონია არასრულფასოვანი ადამიანების შესახებ, რომ „ადრეულ ბავშვობაში პლანი მოწია და ჩარჩაო“, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლიდა ძალიან ბევრ ადამიანს ის საყვარელ მოსაწევად გამოეყენებინა. მისი არასწორად და დიდი დოზით მოხმარება, რასაკვირველია, ცუდ შედეგებს იწვევს და ამაზე ბევრი რამ იწერება, თუმცა ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, როგორც მისი სხვადასხვა სახელი, რომლითაც მოიხსენიებენ.

ბევრჯერ მიფიქრია ამ მცენარესთან დაკავშირებული სახელების სემიოტიკაზე, კანაფი, კანაბისი, მარიხუანა, პლანი, თუხი, ბაბუა, მწვანე, ბოლი, ჰაშიში, ბალახი… დღემდე ვერსად მივაკვლიე ამ სიტყვის დაკავშირებას კანაფთან, თუმცა „თუხუა“ რთვას ნიშნავს მეგრულად და შეიძლება კანაფის რთვას, ანუ თოკის წარმოებას უკავშირდებოდეს, რადგან კანაფის თოკი ერთ-ერთი უძვირფასესია ამ სფეროში, რასაც ოდითგანვე მოგზაურები და მეზღვაურები იყენებდნენ.

კანაფის­ – კანაბისის უკან ღრმა ისტორიული, ეზოთერული, კულტურული, სამედიცინო თუ გასტრონომიული ისტორია იმალება. სამკურნალო, სამედიცინო, რიტუალური და კულინარიული დანიშნულების გარდა, კანაფი ოდითგანვე გამოიყენებოდა სამრეწველო საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, მისგან ამზადებდნენ საკვებ ზეთს, კანაფის თოკს, გამოიყენებოდა ქაღალდის წარმოებაში, უძველესი ბიბლია, ყველაზე ძველი რუქა და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტი დაბეჭდილი იყო კანაფის ქაღალდზე, კანაფის ზეთს ‒ სამედიცინო და კულინარიულ სფეროში, სასულიერო პირები კი კანდელისთვის იყენებდნენ. თითქმის ყველა მონასტერში ბერებს კანაფი მოჰყავდათ. ესპანელი მეზღვაურები საუკეთესოდ თვლიდნენ კანაფის თოკს, მისგან დამზადებულ აფრებს და მისი თესლი თან ჩაჰქონდათ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩადიოდნენ.

მრეწველობაშიც ისევე გამოიყენებოდა კანაფი, როგორც კულინარიაში, მედიცინაში და რიტუალებში ‒ ფორდების საგვარეულო არქივში ჰენრი ფორდის არაერთი სურათი მოიპოვება კანაფის პლანტაციების ფონზე. ჯორჯ ვაშინგტონი კი მაუნტ ვერნონში ამ კულტურის მოყვანას პრიორიტეტად თვლიდა, ასევე იყო თომას ჯეფერსონი, ვირჯინიაში მოტი – ჩელოს სახლში. კონგოს და კამერუნის ზოგიერთ ტომებს დღესაც მოჰყავთ კანაფი, როგორც რიტუალისთვის აუცილებელი მცენარე.

კანაფის ისტორია და მისი გამოყენება შორეული წარსულიდან იწყება, უძველესი მათ შორის არის ჩინეთი, როდესაც 3727 წელს ჩვ. წ.-მდე შეენ-ნუნგ პენ ცაოს ყველაზე ძველ სამედიცინო ტრაქტატების წიგნში კანაფი მოიხსენიება როგორც „ჯადოსნური“ მცენარე. მას მოიხმარდნენ როგორც საკვებს, როგორც სანელებელს, სახალხო მედიცინის და სამრეწველო პროდუქტს. შუ-კინგჰის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ კანაფის ფოთლებისგან მალარიის საწინააღმდეგო წამალს ამზადებდნენ. დღესაც ერთ-ერთ პროვინცია გუანსი – ჩჟუანშის 300 ათასი მცხოვრებიდან ასზე მეტი ადამიანი საუკუნეს გადაცილებულია, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას და სიჯანსაღეს მკვლევარები რაციონს მიაწერენ ‒ ყოველდღე კანაფის თესლის „სუპი“ და ბრინჯის ღვინო, რომელსაც ამ სოფლის ტრადიციით დღეში ორჯერ მიირთმევენ.

ინდოეთში კანაფმა აღიარება მოიპოვა როგორც საკრალურმა ბალახმა. ჰაშიში მოხსენიებულია ძველ ინდურ ეპოსში. ას ჰიმნზე მეტი „რიგვედა“ (1500 წ. ჩვ.წ.მდე) მიეძღვნა კანაფისგან დამზადებულ ცნობილ სასმელს „ინდრაცარანა“ (ღმერთების სასმელი), რომელმაც შეცვალა ლეგენდარული „სომი“ ‒ რიტუალური ჰალუცინოგენური საშუალება, რომლის შემადგენლობა დღემდე არ არის ცნობილი.

ძველ ინდოეთში კანაფს „წმინდა ბალახს“ უწოდებდნენ. ინდუიზმშიც კანაფი წმინდა მცენარე იყო, რომელიც შივას ბრძანებით ჰიმალაიდან ჩამოიტანეს ადამიანის „ტკბობისა და განათლებისათვის“.

ჰეროდოტეს მიხედვით კანაფი ჩრდილოეთ ევროპაში ჩვ. წ.-მდე XV საუკუნეში სკვითებმა შემოიტანეს და მას შემდეგ მთელ ევროპას მოედო. ჰეროდოტეს დამსახურებით ჩვენამდე მოაღწია სკვითების განწმენდის რიტუალის აღწერამ, ისინი გახურებულ ქვებზე ყრიდნენ კანაფს და შეისუნთქავდნენ მის ორთქლს, რომელიც „სიხარულს იწვევდა“ (IV-V ს. ჩვ. წ.-მდე).

პირველი აკრძალვები კი ნაპოლეონიდან დაიწყო, მის მიერ ეგვიპტისა და ინდოეთის დაპყრობის შემდეგ მთელ ევროპაში კანაბისის უამრავი მწეველი გაჩნდა, ნაპოლეონმა კი მისი მოწევა სასტიკად აკრძალა, რადგან ეგვიპტის მცხოვრებთა ყველაზე დაბალი ფენები მარიხუანას მასიური მომხმარებლები იყვნენ.

პლინიუს უფროსის ნაწერების XIX და XX ტომში კანაბისი მოიხსენიება როგორც სარიტუალო, საკვები და სამკურნალო მცენარე, ფესვები როგორც საუკეთესო საშუალება სახსრების ტკივილის დროს, ფოთლების ნაყენი მუცლის შებერილობის და ასევე ოტიტის სამკურნალოდ.

დიოსკორიდე, ბერძნული წარმოშობის რომაელი ექიმი, რომელიც ყველგან თან ახლდა იმპერატორ ნერონს, თავის ნაშრომში De materia medica III წიგნი, 156-ე თავში აღწერს რომ კანაფი, რომელსაც ზოგიერთები კანაბიუმს უწოდებენ, არის ძალიან სასარგებლო მცენარე, მისგან საუკეთესო თოკი იწნება; ფოთლებს არასასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ყურის დაავადებებს არჩენს; მისი ნაყოფი საკვებად კარგია, თუმცა დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს.

ამერიკაში XX საუკუნის 30-იან წლებამდე კანაფი შაკიკის, ჰერპესის, ართრიტის, დიზინტერიის, უძილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა მედიცინაში, მაგრამ 1937 წლიდან დაიწყო მისი აკრძალვა. თუმცა ევროპაში თითქმის ყველგან იყენებდნენ ლეგალურად თუ არალეგალურად, ლიტერატურულ სალონებშიც კი.

საქართველოში კანაფი დიდი რაოდნობით მოჰყავდათ და როგორც ძველი წყაროები გვამცნობენ გასაყიდადაც გაჰქონდათ. არქანჯელო ლამბერტი, ვასკო და გამა, მოგზაური გამბა წერენ, რომ საქართველოდან სავაჭროდ უხვად გაჰქონდათ როგორც კანაფი, ასევე სელი და შავი ბრინჯი, დღეს კი ის აკრძალულ და საშიშ მცენარედ ითვლება, არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან; სელი და შავი ბრინჯი კი საერთოდ გაქრა ქართული სოფლის მეურნეობის რეალობიდან.

ძველ სვანეთში კანაფის ზეთს სვამდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელს, მაგრამ მისი ფოთლების მოხმარება ძველ ისტორიოგრფიაში არ არის მოხსენიებული. ქართულ გასტრონომიულ კულტურაში განსაკუთრებით მთაში კანაფს სარიტუალო კერძებს უმატებდნენ, მაგალითად, სვანები კანაფის თესლისგან ქელეხისთვის ამზადებდნენ სარიტუალო კერძს ,,ქნაშ,“ მის მოსამზადებლად კანაფის თესლს აშრობდ­ნენ, ხდიდნენ ზეთს. ზეთის გამოხდიდან დარჩენილი ნაწილი იხარშებოდა, ემატებოდა სუნელები და ამ ზეთში მოდაღული ხახვი. სანამ „ქნაშ,“-ს ყველა არ დააგემოვნებ- და, მანამ არ იწყებოდა ქელეხი, დაახლოებით ისეთი რიტუა- ლი ტარდებოდა, როგორც სლავურ კულტურაში „კუტიას“ ფუნქციაა. კუბდარშიც და სვანური სუნელების ნაკრებშიც კანაფის თესლი მიღებული ინგრედიენტი იყო. თუშეთში კანაფის თესლისგან სარიტუალო პური მზადდებოდა.

მესტიის მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონი გოგოცა ხერგია- ნი ამბობს, რომ მას ბებიამ ასწავლა სარიტუალო ხაჭაპური კანაფით: ხაჭაპურის ცომი, ყველი, დაფქვილი კანაფის თესლი, როგორც საკულტო სანელებელი და ცოტაც ცხიმი. როდესაც შეკრავენ ამას ყველაფერს, აუცილებ­ ლად უკეთებენ სამ მხარეს კუნწულას. დიდმარხვისას სვანეთში შესაწირავად კანაფისგულიან ქადებს აცხობდნენ. აცხობდნენ ასევე ფხლოვანებს, რომლის შიგთავსი მთლია- ნად მწვანე მცენარისგან შედგებოდა ‒ გიმშარ ლუკნე.

მესტიის ეროვნულ მუზეუმში დღესაც არის დაცული კანაფის- გან მოქსოვილი ტანისამოსი. სვანეთში თითისტარზე გრეხდ- ნენ თოკს და შემდეგ დაზგაზე ტანისამოსს ქსოვდნენ. XXსაუკუნის 50-იან წლებამდე სვანეთში მასიურად მოჰყავდათ კანაფი. 90-იანი წლებისთვის ის ფაქტიურად გაქრა.

საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში კანაფისგან წნავ- დნენ თოკებს, ბაგირებს, იქსოვებოდა ხურჯინები. ხალხურ მედიცინაში მოიხმარდნენ როგორც კრუნჩხვების, ღებინების და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. სვანეთში კანაფისგან გამოხდილ ზეთს არა მარტო როგორც გამაყუჩებელს, არა- მედ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდაც იყენებ- დნენ. კანაფის ზეთის საუკეთესო თვისებები სვანეთში მეც- ნიერული კვლევების გარეშეც კარგად სცოდნიათ, რადგანკანაფის ზეთი შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6-ს, C, E, B6 ვიტა- მინებს, კალიუმს, მაგნიუმს და მანგანუმს, რომლებიც აუცი- ლებელია თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. მისი რეგულარული ჩართვა კვების რაციონში რეკომენდებულია კიბოთი დაა- ვადებულებისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, აგრეთვე ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, თრომბოფლებიტით, მაღალი ქოლესტერინით და ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. კანაფის ზეთი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას, მოქმედებს როგორც კუჭის შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიო- თერაპიას.

კანაფი იმდენად ჩვეულებრივი რამ იყო ქართველთა ყოფა- ცხოვრებაში, რომ XIX საუკუნის თბილისის გაზეთებში მისი დაკარგვის ან ფაეტონში ჩარჩენის შესახებ გაზეთშიც კი წერდნენ.

ასე რომ, ქართულ გასტრონომიულ კულტურაში, და არა მარტო, ის მიღებული კომპონენტი ყოფილა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აზიურ კულტურაში მარიხუანას მოხმარება უძველესი დროიდან გვხვდება, რადგან ალკო- ჰოლის აკრძალვა ჩანაცვლებული იყო სხვა ტიპის თრობით, მაგრამ ის სამზარეულოში და მედიცინაში ფართო გამოყე- ნების საგანი იყო. იბნ სინა ავიცენა მას უამრავი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

აზიაში დიდი ხნის წინათ აღმოაჩინეს, რომ კარგად დამუშა- ვებული კანაფის თესლი საუკეთესო ინგრედიენტია სხვადა- სხვა კერძებში, ის ჰალვის, რაჰათ ლუჰუმის, შერბეთის კლასიკური რეცეპტების აუცილებელი შემადგენელი ინგრე- დიენტია. ინდოეთში კი აიურვედული ნაკრებებისა და კერძე- ბის მნიშვნელოვან კომპონენტად არის მიჩნეული.

ამიტომაც სწორედ ყველაზე აზიური ნუგბარის ჰალვას კლა­ სიკურ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის შემდგენლობა- შიც კანაფის თესლი შედის.

თაფლი – 250 გრ.
* კანაფის თესლი – 250 გრ. * ნიგოზი – 250 გრ.

კანაფის თესლი ნელ ცეცხლზე მოვხალოთ, გავწმინდოთ ჩენჩოსგან, ასევე მოვხალოთ ნიგოზი.

ნელ ცეცხლზე მორევით წამოვადუღოთ თაფლი, თუ თაფ- ლის წვეთი ცივ წყალში არ გაიხსნა და ჩაიძირა, ის მზად არის, ამის შემდეგ თაფლი გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ- ნელა შევურიოთ კანაფის თესლი და ნიგოზი, ჩავასხათ ცხიმ- წასმულ ფორმაში და გავაგრილოთ. ჰალვაც მზად არის.

ჩვენს სამზარეულოში უამრავი ისეთი სანელებელია, რომელ- თა შემადგენლობაში კანაბინოიდებია, და ზოგიერთი ფსიქო- ტროპულ მცენარეთა ჩამონათვალშიც გვხვდება.

მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ყაყაჩო, რომელსაც იყენებენ როგორც მედიცინაში, ასევე კულინარიაში. აზიის მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც აკრძალული იყო ალ- კოჰოლის მიღება, ნედლი ოპიუმით იწვევდნენ თრობას და მიჩნდათ, რომ ეს სულაც არ ვნებდა მათ ჯანმრთელობას. ყაყაჩოს თესლი და ზეთი დღესაც აქტიუ- რად გამოიყენება მრავალი ქვეყნის გას- ტრონომიულ კულტურაში, განსაკუთრებით

კი პურ-ფუნთუშეულებში და არა მარტო, ის
გამოიყენება სპრედების წარმოებაში, ფარ- მაკოლოგიაში, საღებავების, ლაქების, და
პარფიუმერულ წარმოებაში. უძველესი ინფორმა-
ცია ყაყაჩოს, როგორც საუკეთესო სანელებელისა
და სამკურნალო საშუალების შესახებ, გვხვდება შუმერულ და ასირიულ წყაროებში, რომელიც აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და არის არომატიზატორი.

ყაყაჩოს თესლი განსაკუთრებით საინტერესოა როგორც სანელებელი საშუალება, მისი მოტკბო გემო ძალიან პიკან- ტურს ხდის ნებისმიერ საკვებს. ყაყაჩოს თესლი გამოიყენება კარტოფილის კერძებში და სხვადასხვა ბოსტნეულის სალა- თებში. ინდურ კულინარიაში მისი ყავისფერი ფხვნილით სასურველ კონსისტენციამდე მიჰყავთ სხვადასხვა სოუსები, უმატებენ ორცხობილებში და რიტუალური დანიშნულების პურში.

ყაყაჩოს დაფქვილი თესლი იაპონური სუნელის „შიჩიმი ტო- გარასის“ და სხვა ცხარე სუნელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ფრანგული სამზარეულოს მნიშვნელოვან კერძს ბატის ღვიძლს, ან ფილეს ზეითუნის ზეთთან გათქვეფილი ყაყაჩოს სოუსით მიირთმევენ. იტალიელები კი თესლების

გარდა, სანელებლად იყენებენ ყაყაჩოს ყვავილებსა და ღე- როებს. ძველი სლავები ყაყაჩოს იყენებდნენ სადღესასწაუ- ლო ტკბილეულისთვის, სიტყვა „პირ“ წვეულებას ნიშნავს, და სწორედ სლავური „პიროგი“ ანუ საწვეულებო ნამცხვარი წარმოუდგენელი იყო ყაყაჩოს თესლის გარეშე.

ასეთივე მცენარე არის ოდითგანვე ცნობილი ცისფერი ლოტოსის ყვავილი, რომელიც ეგვიპტელების საყვარელი ყვავილი იყო და მიიჩნეოდა სამყაროს საწყისის სიმბოლოდ; მას წყალში ან ღვინოში ალბობდნენ და ნაყენს ისე მიირთ- მევდნენ. ქურუმები კი მის ყვავილებს ტანისამოსზე ატარებდ- ნენ, ინტენსიური არომატი თრობის შეგრძნებას იწვევდა. ჩინურ კულინარიაში ლოტოსი აქტიურად გამოიყენებოდა. იყენებდნენ როგორც ყვავილებს, ასევე მის თესლსა და ფესვებსაც. ფესვებს მიირთმევენ როგორც უმად, ასევე მოხარშულს და გამომცხვარსაც, ფესვების პუდრს ხსნიან წყალში და ის საუკეთესო მატონიზირებელ საშუალებად მიიჩნევა, ხოლო ლოტოსის ფესვებისგან გაკეთებულ პასტას სხვადასხვა კერძებში უმატებენ. ის სამედიცინო თვალსაზრი- სით გამოიყენებოდა როგორც პოტენციის ასამაღლებელი და სისხლის გამწმენდი საშუალება. ლოტოსის ყვავილი ტიბეტური ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ოდითგანვე.

აბზინდა კი საუკეთესო სანელებელია, მიირთმევენ როგორც ჩაის, იყენებენ

როგორც საკმეველს და როგორც მოსაწევს. აბზინდა ცნობილი ალკო- ჰოლური სასმელის აბსენტის

უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომლის ეთერზეთებიც შეიცავს

დიდი რაოდენობით ტუიონს (უფერო ნივთიერება, მენთოლის მსგავსი მძაფრი

სუნით). ზუსტად ტუიონია ის მთავარი ელემენტი, რომელიც იძლევა აბსენტის

სახელგანთქმულ მათრობელ ეფექტს. აბზინდას გარეშე წარმოუდგენელია

ნამდვილი ვერმუტიც.

აბზინდა საქართველოს თითქმის ყველა რეგი- ონში ხარობს, მას თუშეთში კატათკუდას, ფშავში აბზინთას, ხევსურეთში აბზინტას, ზემო რაჭაში სიმჭლის ბალახს ეძა- ხიან, სულხან-საბა კი მოიხსენიებს როგორც აფსინდი. ავი- ცენა მიუთითებდა, რომ აბზინდას ნახარშის ორთქლი აყუ- ჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ნაბახუ- სევზე, იგი კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროს, არის შარდ ‒ კენჭოვანი დაავადებების და სანაღვლე გზების ანთების პროფილაქტიკური მცენარე.

მუსკატის კაკალი­ ჯავზი, რომელიც შეი-

ცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მიროსტი- ცინს, ყველაზე აქტიუ- რად გამოიყენება რო-

გორც კულინარიაში ასევე საკონდიტრო სფეროში, მედი-

ცინაში, კოსმეტოლოგიაში, სახალ- ხო მედიცინაში. მას კანაბინოიდების

მცენარეთა რიცხვს მიაკუთვნებენ. ის უძველესი დროიდან ცნობილია როგორც სამკურნალო და კულინარიაში გამო- საყენებელი მცენარე. მას უძველესი დროიდან ფარისებრი ჯირკვლის, ბრონქიალური ასთმისა და ფსიქიური აშლილო- ბის სამკურნალოდ იყენებდნენ. მის გარეშე წარმოუდგენე- ლია ყველაზე რიტუალური კერძები, როგორიცაა, სააღდგო- მო პასკა და საახალწლო საცივი.

მამულა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხარობს, მას როგორც სანელებელს ისე იყენებენ, მისგან საუკეთესო ნაყენი მზადდება. როგორც ბოლოდროინდელი სამეცნიე- რო კვლვებიდან ჩანს, მამულას შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერება, როგორიცაა არტემიზინინი, რომელიც კიბოს უჯრედებს უმკლავდება და რომელსაც ჩინურ კულტუ- რაში 2000 წლის განმავლობაში იყენებდნენ როგორც კული- ნარიაში, ასევე მედიცინაში.

ბექონდარი როგორც აქტიურად გამოყენებადი სანელე- ბელი მსოფლიოს ძალიან ბევრ სამზარეულოშია ცნობი- ლი, საქართველოს მთიან რეგიონში მის ჩაის აქტიურად იყენებენ. ბექონდარი არის ანტისეპტიკური და დამამშვი- დებელი საშუალება, ის ჯერ კიდევ შუმერების დროიდან გვხვდება წყაროებში, როგორც სამკურნალო მცენარე, მის ნაყენს ეგვიპტის ქურუმები რიტუალების დროს იყენებდნენ, ძველ საბერძნეთში კი მას „სულის ძალას“ უწოდებდნენ, იბნ სინა ავიცენა ბექონდარს თავის წიგნებში მოიხსენიებს, როგორც საუკეთესო საშუალებას დეპრესიისა და ნერვიული გაღიზიანებების დროს.

ძველ სამეგრელოში ბექონდარის წვნიანით შაკიკს და ნაბახუ- სევს მკურნალობდნენ, ამ სუპს „ქონდარამ ტიბუ“ ერქვა.

კაკაო – შოკოლადის ხის ნაყოფია, რომელიც ძველი აცტე- კების რიტუალური სასმელი იყო, დღემდე არ კარგავს თავის აქტუალურობას. სამხრეთ ამერიკის ტომები კაკაოს ფხვნილს და კარაქს რიტუალური სასმელის „ჩოკოლატლას“ დასამზა- დებლად იყენებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი მომზადება

მათ ღმერთმა კეტცალკოტლმა ასწავლა, ყველა ქურუმი სასტიკად ისჯე- ბოდა, ვინც მის რეცეპტს გათქვამდა, მაგრამ ცნობილია, რომ ამ საოცა- რი სასმელის შემადგენლობაში შედიოდა, თაფლი, და წიწაკა ჩილი.

კაკაო შეიცავს მატონიზირებელ კომპონენტებს-თეოფილინს, რო- მელიც ააქტიურებს ცენტრალური

ნერვიული სისტემის ფუნქციას, თეობრომინს ‒ რომელიც აუმჯო-

ბესებს შრომისნაყოფიერებას, ფენიეფილამინს ‒ რომელიც

ამაღლებს გუნებაგანწყობილე- ბას და აფერხებს დეპრესიას.

კანაბინოიდების შემცველ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვ-

ნება ასევე საოცარი სანელებლი, რომელსაც საქართველოში ჩვენი წინა- პრები აქტიურად მოიხმარ- დნენ, სანამ შავი წიწკა დაიმკვიდრებდა ადგილს, ეს არის ხეპილპილა – Piper Nigrum წკეპლას და

აბრამის ხესაც უწოდებენ, ამ მცენარის შესახებ რაფიელ

ერისთავი თავის ლექსიკონშიც წერს (1884) მოხსენიებულია,

როგორც – ხუთთითა. მას ცხარე გემო და სასიამოვნო არომატი აქვს, საქართველოში უძველესი დროიდან იყენებდნენ

მწნილების და სხვადასხვა ცხარე კერძების შესანელებლად, რადგან კარგად ეთავსება ნებისმიერ საკმაზს. სხვა წიწაკებისგან განსხვავებით ის დაშვებულია დიაბეტით დაავადებულებისთვისაც, თუ წიწაკა აფრო- დიზიაკია, ხეპილპილა პირიქით, ანტიაფროდიზიაკული მოქმედების ცხარე სანელებელია. ხალხურ მედიცინაში ხეპილპილას იყენებენ მალარიის, თავის ტკივილის, ღვიძლის დაავადებების, უშვილობის, გინეკოლოგიური და მამაკაცური დაავადებების დროს. მცენარის ნაყო- ფებს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობუ- ლი და სედატიური მოქმედება. ამაღლებს მადას, აუმჯობესებს საჭმ- ლის მონელებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცენარისგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების, თავის ტკივილის, დერმა- ტიტების, აგრეთვე, უშვილობის, გინეკოლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, ამაღლებს პოტენციას.

… ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი მცენარის ჩამოთვლა შეიძლება, რომ- ლებიც კაცობრიობის დასახმარებლად და არა საზიანოდ შექმნა ბუნებამ, მას არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები და ფრინველებიც აქტი- ურად იყენებენ თავის რაციონში უფრო ზომიერად, ვიდრე ზოგიერთი ჩვენგანი, რომელთა გამოც სხვებსაც ვერ მიუწვდებათ ხელი საჭიროების შემთხვევაში.

ბუნებამ იზრუნა ჩვენი ყველა სურვილის დაკმაყოფილებაზე და ამიტომაც ძალიან გვჭირდება ამ მიმართულებით ცოდნა, როგორც ჩვენი წინაპრე- ბის, ასევე თანამედროვე მეცნიერების კვლევები, რომ არა ქიმიურმა შენაერთებმა, არამედ ბუნების სიმდიდრის სწორად გამოყენებამ მოგვა- ნიჭოს როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური სიჯანსაღე.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com