ერთ წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე კონცეპტუალურად სრულიად ინოვაციური და საინტერესო საცალო ვაჭრობის წერტილი გაჩნდა ‒ ეს არის „აგროჰაბი,“ რომლის იდეაც ‒ მოხმარებლისთვის მხოლოდ ნატურალური, ჯანსაღი, ქართული აგროპროდუქტები შეეთავაზებინა ‒ რამდენიმეწლიანი შრომისა და ფიქრის შედეგად განხორციელდა და კარის გაღების პირველივე დღიდან სივრცემ მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.
„აგროჰაბის“ მენეჯმენტი კომპანიის გახსნამდე რვა წლის განმავლობაში ფიქრობდა და იკვლევდა ქართულ ბაზარს, ეცნობოდა ამ სფეროში მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებს. ამ დროის განმავლობაში მოხდა იდეის საბოლოო ფორმირება და მივიღეთ სრულიად განსხვავებული, ჰიბრიდული მოდელი, რომლის ანალოგი, თამამად შეიძლება ითქვას, მსოფლიოში არ არის ‒ ჰიპერმარკეტი მომხმარე- ბელს სთავაზობს პროდუქტს, რომელსაც თავადვე ქმნის. თავდაპირველი იდეა იყო, გლეხებისგან შეგროვებულიყო მაღალი ხარისხის აგროპროდუქტები, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხარისხისა და მოწოდების სტაბილურობის მიღწევა ამ გზით შეუძლებელი გახდებოდა. ამიტომ მენეჯმენტი უფრო შორი გზით წავიდა და ჰიპერმარკეტის გახსნამდე უზრუნველყო საკუთარი საქონლისა და ფრინველის ფერმების ფორმირება კახეთში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მინი საკონსერვო საწარმოს გამართვა, თევზისა და ზღვის პროდუქტების იმპორტის საკუთარი ხაზის შექმნა, მაღალი ხარისხის გერმანული სამარკეტე პროდუქციის იმპორტი (უგლუტენო, დიეტური, დიაბეტური და სხვა ამ ტიპის პროდუქტები), უმაღლესი დონის ქიმიო-ფიზიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღჭურვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ჩატარებულმა სამუშაომ მოგვცა იმის საშუალება, რომ მიგვეღო ამ სფეროში ყველაზე მაღალი, ISO22000 სერტიფიკატი, რომელიც დღეს ხარისხის გარანტია.“
როდესაც „აგროჰაბში“ ჯანსაღსა და ნატურალურს ამბობენ, სწორედ ასეთს გულისხმობენ, რადგან ჯანსაღი მათთვის არ ნიშნავს, მაგალითად, ხაჭოს, ჯანსაღი ნიშნავს, როდესაც ეს ხაჭო უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ევროპული სტანდარტის საწარმოშია დამზადებული. კომპანია პროდუქტის მიღების ჯაჭვის ყველა რგოლში მონაწილეობს, რის ხარჯზეც სრულიად განსხვავებულ და უკონკურენტო პროდუქტს იღებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ „აგროჰაბმა“ გახსნის დღიდან ბევრი ლოიალური მომხმარებელი გაიჩინა, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. არავისთვისაა ახალი, რომ ჩვენი ჯანმრთელობის განმაპირობებელი ის ჰაერია, რომელსაც ვსუნთქვათ და საკვები, რომელსაც ვიღებთ, ესაა, რითიც შენდება ჩვენი ორგანიზმი და ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მივირთვათ არა ის, რაც შეგვხვდება, არამედ ის, რასაც დაფიქრებულად ავირჩევთ.
სალომე გველესიანი – აგროჰაბის მარკეტინგის მენეჯერი:
„ჩვენ არასდროს მივდივართ კომპრომისზე ხარისხთან და „აგროჰაბის“ მუდმივ მომხმარებელს ამის უამრავი მაგალითი აქვს. მაგალითად, ფრინველი ჩვენს ფერმაში ბუნებრივი წესით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია სრული ციკლების დადგენა, ‒ რომ ამა და ამ რიცხვში ის ამდენი და ამდენი კილოგრამი იქნება. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც დახლზე ფრინველის ხორცი, უბრალოდ, არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, უხერხულობას ქმნის, მომხმარებელი იმედგაცრუებულია, მაგრამ სხვა ხორცის მიღებას, რომლის ხარისხშიც ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, გვირჩევნია ამ გზით წავიდეთ. იგივე ხდება ყველა მიმართულებით, ხილი და ბოსტნეული შემოტანისთანავე მოწმდება ნიტრატების მაჩვენებელზე და თუ ის დასაშვებ ზღვარს ზემოთაა, შეუძლებელია ის დახლზე მოხვდეს. ამიტომაც არის, რომ მომხმარებელი გვანდობს ყველაზე ძვირფასს, მათი შვილების კვებას და ამ იმედს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავუცრუებთ."
პირველი წლის ბოლოს „აგროჰაბმა“ გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტი გააგებინოს მომხმარებლებს იმაზე, თუ რას მიირთმევენ. ამას მიეძღვნა „13 ვიტამინის“ კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამყაროში არსებული ცამეტივე ვიტამინის ლოგო. ეს ლოგოები ახლა ჰიპერმარკეტის მთელ პერიმეტრზე, პროდუქტებზეა დატანილი და მომხმარებელს შეუძლია მარტივად გაიგოს, თუ რომელი ვიტამინით ივსება მისი ორგანიზმი ამა თუ იმ პროდუქტის მირთმევისას. ეს მათ საყიდლებზე სიარულს უფრო შემეცნებითს ხდის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია „აგროჰაბის“ მზა კერძები, საცხობი და საკონდიტრო ნაწარმი, რომლის გემო არასდროს დაგავიწყდება.
ერთი წლის თავზე „აგროჰაბი“ უკვე მზად არის გაფართოებისთვის და შემოდგომაზე პირველ ფილიალს ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსში“ გახსნის.
ლია კანდელაკი – „აგროჰაბის“ წარმოების მთავარი ტექნოლოგი: „აგროჰაბში“ მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია, რადგან აქ კითხვის ნიშანი არ ისმევა, როდესაც პროდუქციის ხარისხზე მიდის მსჯელობა. ამა თუ იმ პროდუქტის მიღებისას უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ ‒ ბელგიური შოკოლადი, იტალიური სპეციალური ფქვილი, ფრანგული მოსართავები… არავითარი საღებავი, კონსერვანტი არცერთ პროდუქტში გამოყენებული არ არის. საოცარი გემოს პასკები ელოდება მომხმარებელს ამ სააღდგომოდ. ამჟამად მიმდინარეობს ტესტ ცხობა და სულ მალე ჩვენს სტუმრებს დავაგემოვნებინებთ როგორც ქართულ პასკას, ასევე სხვადასხვა სახის იტალიურ პანეტონეს და უგემრიელეს ხაჭოს პასკებს.
სალომე გველესიანი: „განვითარება ჩვენთვის მხოლოდ ახალი ფილიალების გახსნას არ გულისხმობს, მთავარი განვითარება ჩვენ შიგნით ხდება ყველა მიმართულებით. ვცდილობთ, სულ უფრო მეტი აგროპროდუქტი ვაწარმოოთ თავად, ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი წარმოება ‒ სისტემატურად ვიწვევთ ევროპის საუკეთესო შეფ-მზარეულებს, წარმოების ტექნოლოგებს, რათა განვავითაროთ ახალი მიმართულებები. მაგალითად, უკვე ჩაეშვა სუშის ხაზი, რომელიც იმ დონისაა, როგორსაც მაღალი ხარისხის იაპონურ რესტორანში სთავაზობენ მომხმარებელს. ჩვენთვის ეს მარტივია, რადგან გვაქვს ჩვენივე იმპორტირებული, გაუყინავი ფრეშ თევზი და ზღვის პროდუქტები. წინ კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები გვაქვს საკონდიტრო და საცხობი მიმართულებით.“