SAUVAGE EAU DE PARFUM სუნამოს წყალი

DIOR წარმოგვიდგენს წარმატებული არომატის ახალ ინტერპრეტაციას. ბინდის – დღის ყველაზე მისტიკური პერიოდის დრო დგება. პერიოდის, როდესაც ყოველივე გარდაიქმნება და მთელი სამყარო იძირება საღამოს ბინდში. ეს არის პირეოდი, როდესაც მამაკაცში იღვიძებს ცხოველური ინსტინქტი. აქ მთავრდება არწივის და იწყება მგლის ბატონობის დრო.

,,მინდოდა შემენარჩუნებინა Sauvage-ის მამაცი და მამაკაცური ხასიათი, მისი ძალა და ტემპერამენტი. მე არ მინდოდა, რომ ახალი არომატი ყოფილიყო ,,მყვირალა’’. სწორედ ამიტომ არომატის შექმნის დროს ნაბიჯ-ნაბიჯ, წინამორბედის სურნელის რეკონსტრუქციას ვცდილოდბი, ამავდროულად, ყოველ ნოტს ვამატებდი მეტ სიღრმეს და ახალ ნიუანსებს.’’- ფრანსუა დემაში, Dior-ის პარფიუმერი.

კომპოზიცია – არომატი განსხვავდება ტუალეტის წყლის სურნელისგან. თითქოს მოგვაგონებს წინამორბედის სურნელს, მაგრამ ამავდროულად რადიკალურად განსხვავდება მისგან. მეტად თავისუფალი, საღამოს ბინდში მონადირე, მისტიკური და რბილი სურნელი, რომელიც წყვდიადში ფრთხილ შრილს მოგვაგონებს. პიკანტური და აღმოსავლური არომატის ძირითადი ინგრედიენტები – ვარდისფერი წიწაკითა და მუსკატის კაკლით გაზავბეული კალაბრიული ბერგამოტია. სურნელს მისტიურობასა და სიღმეს ამბრისა და ვანილის ძვირფასი ნოტები მატებენ. 

არომატი – არომატიკული, აღმოსავლური

ძირითადი კომპონენტები – ბერგამოტი, ლიმონი, ვარდისფერი წიწაკა, მუსკატის კაკალი, ამბრა, საკმელა, ვანილი, ვეტივერი

ფლაკონი – DIOR -ის სტილში შესრულებული, კლასიკური და ცნობადი. ფლაკონში იკითხება DIOR -ის სიმბოლოები: მუქი ლურჯი ფერი, ლოგოტიპი CD, დასახელება – SAUVAGE, შეფუთვის შიდა მხარეს და ფლაკონის თავსახურის ქვემოთ ფუტკრის გამოსახულება (DIOR-ის მამაკაცის კოლექციის სიმბოლო).

მოცულობები – 60 მლ და 100 მლ სუნამოს წყალი.

საკვანძო სიტყვები – ჯადოსნური, მისტიკური, იდუმალი, მამაკაცური, თავისუფალი სულის მქონე, უსაზღვრო ღამის სურნელი, თამამი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com