ახალი ცხოვრების სურნელი – TRUSSARDI RIFLESSO

ახალი ცხოვრების სურნელი

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა VOULEZ-VOUS-მ თავის მომხმარებელს TRUSSARDI-ს ახალი სუნამო წარუდგინა.

Trussardi-ს ახალი არომატი მამაკაცებისთვის, Riflesso – ეს არის ეგოს გაელვება, თვითანალიზი და მოგონებების გახსენება.

ეს სურნელი შექმნილია ისეთი მამაკაცისათვის, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით, მოძრაობასა და სიჩქარეს გარდაქმნის პოზიტიურ ენერგიად და ოპტიმისტურ დამოკიდებულად. 

კომპოზიციაში შემავალი ხისებრი და აღმოსავლური ნოტებით, ბერგამოტით, ვარდისფერი გრეიფრუტით და მწვანე ვაშლით, Trussardi Riflesso მოგვითხრობს იმ მამაკაცის ისტორიას, რომელიც სპორტს ცხოვრების წესად მიიჩნევს. ეს არა კონკურენცია, არამედ ბუნებრივი ელეგანტურობისა და თავდაჯერებულობის გამოხატვაა, რაც  გამოკვეთილია ნემსიწვერას, იის ფოთლლებისა და ლავანდას ნოტებით. ამას მოსდევს ტრადიციების გაცნობიერება – იტალიური ტყავის, ვეტივერისა და დიფტერიქსის მარცვლების აქცენტებით.

სუნამო

არომატი შექმნილია ვერონიკა ნიბერგის მიერ, საერთაშორისოდ ცნობილი თავისი კრეატიული მეთოდებით, რომელიც აბალანსებს ინტენსიურ ემოციებს ღრმად მეცნიერული მიდგომით. TRUSSARDI RIFLESSO არის კონტრასტული ელემენტების შეჯახების შედეგი. 

TRUSSARDI RIFLESSO -ს ხისებრი და აღმოსავლური არომატი ხაზს უსვამს მამაკაცურ სამყაროს, რომელსაც შეუძლია სპორტის  აქტიური და ბუნებრივად ელეგანტური, დახვეწილი ელემენტების შერწყმა. 

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი გრეიფრუტი, მწვანე ვაშლი

გულის ნოტები: ნემსიწვერა, იის ფოთლები, ლავანდის ყვავილი

საბაზისო ნოტები: იტალიური ტყავი, ვეტივერი, დიფტერიქსის მარცვლები

ბოთლი და შეფუთვა

არქიტექტორმა/დიზაინერმა კარლო კოლომბომ, გაია ტრუსარდისთან თანამშრომლობით, შექმნა გამჭვირვალე და დახვეწილი ფლაკონი მოხატული სილუეტით, რაც სუნამოს მამაკაცურობას უნარჩუნებს. შუშის ფლაკონის ზედაპირი ძლიერ, მამაკაცურ ელემენტს – მანქანის რადიატორის „გრილს გვაგონებს.Trussardi Riflesso-ს მეტალის ფერის, მბზინავი შეფუთვა იდეალურად გადმოსცემს ფლაკონის და სუნამოს შინაგან გზავნილს. მისი უნიკალური და ორიგინალური დიზაინის წყალობით, იგი გამორჩეულია და იქცევს ყურადღებას.

კამპანია, რომელიც გამოხატავს ახალ მამაკაცურ ცნობიერებას

სუნამო შეიქმნა წარმატებული და ლიდერობის უნარით დაჯილდოვებული მამაკაცებისათვის. მისი თანდაყოლილი ელეგანტურობა განსხვავებული გემოვნების შედეგია და თავის მხრივ, გამომდინარეობს მისი კულტურიდან. 

Trussardi Riflesso – ს სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი, ანდრე ჰამანია, მოდელი და სოციალური გავლენის მქონე, ხოლო ფოტოგრაფი/დირექტორი მარკ სეგალი თავის მხრივ, ფილმებისა და სურათების მეშვეობით, გვიამბობს ამბავს ახალ სამყაროზე Trussrdi Riflesso – სთან ერთად: სუნამო, რომელიც სახელის მსგავსად, გამოხატავს  თანამედროვე მამაკაცის ეგოს გაელვებას, თვითანალიზის უნარს და მოგონებების გახსენებას. .

კამპანიის ფოტო

Trussardi Riflesso – ს სარეკლამო კამპანიის ფოტო ასახავს მომენტს ისტორიიდან. პროექტის მთავარი პერსონაჟი, ანდრე ჰამანი წარმოაჩენს სუნამოს ინსპირაციის წყაროს – შინაგან ძიებას. ფოტო გადაღებულია ლიგურიის სანაპიროზე მდებარე ვილასთან, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ეს არ არის უბრალოდ ადგილი მისი წარსულიდან, არამედ იტალიური არსის სიმბოლოა, რომელიც აერთიანებს ბუნების სილამაზეს და ადამიანის ხელით შექმნილ კულტურას. მაშინ როცა ფონზე გამოსახული ვილა და რკინის ჭიშკარი წარმოადგენს წარსულს, MV Agusta Brutale 8 მოდელის მოტოციკლი  აქსესუარია, რომელიც ცხადად გამოხატავს მის აწმყოს და ხაზს უსვამს სისწრაფეს, ნდობას და ცნობიერებას.

TRUSSARDI RIFLESSO–ს შეძენა VOULEZ-VOUS-ს ფილიალებშია შესაძლებელი 30, 50 და 100 მილილიტრიანი ფლაკონებით. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com