ახალი ცხოვრების სურნელი – TRUSSARDI RIFLESSO

ახალი ცხოვრების სურნელი

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა VOULEZ-VOUS-მ თავის მომხმარებელს TRUSSARDI-ს ახალი სუნამო წარუდგინა.

Trussardi-ს ახალი არომატი მამაკაცებისთავის, Riflesso – ეს არის ეგოს გაელვება, თვითანალიზი და მოგონებების გახსენება. ეს არის არომატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვამჟღავნოთ საკუთარი თავი და გვიხსნის  თანამედროვე მსოფლიოს აღმოჩენის გზას ბრენდის მემკვიდრეობის საშუალებით. 

ეს სურნელი შექმნილია ისეთი მამაკაცისათვის, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით, მოძრაობასა და სიჩქარეს გარდაქმნის პოზიტიურ ენერგიად და ოპტიმისტურ დამოკიდებულად. TRUSSARDI RIFLESSO არის ჯილდო ინიციატორი მამაკაცის მიერ მიღწეული მიზნებისათვის, რომელსაც ამოძრავებს სურვილი მართოს საკუთარი ცხოვრება თავისივე არჩეული მიმართულებით.

Trussardi Riflesso ატყვევებს ისეთი მამაკაცის სულს, რომლის ფასეულობები ეყრდნობა სიტყვებს, თანამედროვეობას, გრძნობებს, ტრადიციებს, ოჯახს, სამსახურს, ღირსეულ და დახვეწილ ცხოვრების სტილს, რომელიც მას მატებს ცხოვრებისადმი ბუნებრივ დამოკიდებულებასა და ელეგანტურობას.

კომპოზიციაში შემავალი ხისებრი და აღმოსავლური ნოტებით, ბერგამოტით, ვარდისფერი გრეიფრუტით და მწვანე ვაშლით, Trussardi Riflesso მოგვითხრობს იმ მამაკაცის ისტორიას, რომელიც სპორტს ცხოვრების წესად მიიჩნევს. ეს არა კონკურენცია, არამედ ბუნებრივი ელეგანტურობისა და თავდაჯერებულობის გამოხატვაა, რაც  გამოკვეთილია ნემსიწვერას, იის ფოთლლებისა და ლავანდას ნოტებით. ამას მოსდევს ტრადიციების გაცნობიერება – იტალიური ტყავის, ვეტივერისა და დიფტერიქსის მარცვლების აქცენტებით.

სუნამო

არომატი შექმნილია ვერონიკა ნიბერგის მიერ, საერთაშორისოდ ცნობილი თავისი კრეატიული მეთოდებით, რომელიც აბალანსებს ინტენსიურ ემოციებს ღრმად მეცნიერული მიდგომით. TRUSSARDI RIFLESSO არის კონტრასტული ელემენტების შეჯახების შედეგი. 

TRUSSARDI RIFLESSO -ს ხისებრი და აღმოსავლური არომატი ხაზს უსვამს მამაკაცურ სამყაროს, რომელსაც შეუძლია სპორტის  აქტიური და ბუნებრივად ელეგანტური, დახვეწილი ელემენტების შერწყმა. 

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი გრეიფრუტი, მწვანე ვაშლი

გულის ნოტები: ნემსიწვერა, იის ფოთლები, ლავანდის ყვავილი

საბაზისო ნოტები: იტალიური ტყავი, ვეტივერი, დიფტერიქსის მარცვლები

ბოთლი და შეფუთვა

არქიტექტორმა/დიზაინერმა კარლო კოლომბომ, გაია ტრუსარდისთან თანამშრომლობით, შექმნა გამჭვირვალე და დახვეწილი ფლაკონი მოხატული სილუეტით, რაც სუნამოს მამაკაცურობას უნარჩუნებს. ცნობილია რა თავისი ტიტულოვანი და ინოვაციური სტილით, კოლომბომ შექმნა ფლაკონი და თავსახური, რომელიც გამოხატავს არომატისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ და ინოვაციურ ხასიათს. შუშის ფლაკონის ზედაპირი ძლიერ, მამაკაცურ ელემენტს – მანქანის რადიატორის „გრილს გვაგონებს. შედეგად მივიღეთ თანამედროვე ვინტაჟური გამოსახულების მქონე საკულტო საგანი: ფლაკონი, რომელიც ვიზუალური მეხსიერების სტიმულირებასა და მისი აზრის რე-ინტერპრეტირებას ახდენს, ისწრაფვის ახალი კლასიციზმის გამოსახულებისაკენ. ტრუსარდი რიფსელოს მეტალის ფერის, მბზინავი შეფუთვა იდეალურად გადმოსცემს ფლაკონის და სუნამოს შინაგან გზავნილს. მისი უნიკალური და ორიგინალური დიზაინის წყალობით, იგი გამორჩეულია და იქცევს ყურადღებას.

კამპანია, რომელიც გამოხატავს ახალ მამაკაცურ ცნობიერებას

სუნამო შეიქმნა წარმატებული და ლიდერობის უნარით დაჯილდოვებული მამაკაცებისათვის. ეს არის მისწრაფებების სიმაღლეზე მდგომი მამაკაცი, პიროვნება, რომლის პროფესიული და პირადი ცხოვრება შეერწყმულია თანამედროვეობის ყველა ასპექტთან. მისი თანდაყოლილი ელეგანტურობა განსხვავებული გემოვნების შედეგია და თავის მხრივ, გამომდინარეობს მისი კულტურიდან. მან დამოუკიდებლად აირჩია ახლანდელი ცხოვრების სტილი, მისი გახსნილი გონება ვლინდება ათლეტური ფიზიკური მონაცემებით, რაც არ არის სპორტის, როგორც შეჯიბრის გამოხატულება, არამედ ცხოვრების ჯანმრთელი წესის, თანამედროვე კონცეფციის აღქმა. ის არის მამაკაცი, რომელსაც უყვარს გამოწვევები, რადგან ისინი წარმოადგენენ პროფესიული და პირადი ზრდის შესაძლებლობას, მას კი გააჩნია ენერგია იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს დროის არაპროგნოზირებად შემთხვევებს და თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპისაგან გამოწვეულ წინააღმდეგობებს. მისი ამბოხებული სული მამაცია და ცხოვრების მიმართ აქვს ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება. იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი მიზანი არის მომდევნო გამოწვევის დაძლევა, იგი ითვალისწინებს არსებულ გამოცდილებას. წარსულის გადახედვა, მოგონებების ახლებური ინტერპრეტაცია აძლიერებს მის აწმყოს.

Trussardi Riflesso – ს სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი, ანდრე ჰამანიa, მოდელი და სოციალური გავლენის მქონე, ხოლო ფოტოგრაფი/დირექტორი მარკ სეგალი თავის მხრივ, ფილმებისა და სურათების მეშვეობით, გვიამბობს ამბავს ახალ სამყაროზე Trussrdi Riflesso – სთან ერთად: სუნამო, რომელიც სახელის მსგავსად, გამოხატავს  თანამედროვე მამაკაცის ეგოს გაელვებას, თვითანალიზის უნარს და მოგონებების გახსენებას. მთავარი გმირი – ანდრე ჰამანი – დაიბადა 30 წლის წინ გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენში. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გავლენიანი პირი მოდის სამყაროში, რაზეც მეტყველებს მილიონი მიმდევარი ინსტაგრამზე. თავისი კარიერა მან სრულიად შემთხვევით დაიწყო, როდესაც ის სამოდელო სააგენტოს აგენტმა აღმოაჩინა ვენაში, რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი დამოუკიდებელი პიროვნება.

კამპანიის ფოტო

Trussardi Riflesso – ს სარეკლამო კამპანიის ფოტო ასახავს მომენტს ისტორიიდან. პროექტის მთავარი პერსონაჟი, ანდრე ჰამანი წარმოაჩენს სუნამოს ინსპირაციის წყაროს – შინაგან ძიებას. ფოტო გადაღებულია ლიგურიის სანაპიროზე მდებარე ვილასთან, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ეს არ არის უბრალოდ ადგილი მისი წარსულიდან, არამედ იტალიური არსის სიმბოლოა, რომელიც აერთიანებს ბუნების სილამაზეს და ადამიანის ხელით შექმნილ კულტურას. მაშინ როცა ფონზე გამოსახული ვილა და რკინის ჭიშკარი წარმოადგენს წარსულს, MV Agusta Brutale 8 მოდელის მოტოციკლი  აქსესუარია, რომელიც ცხადად გამოხატავს მის აწმყოს და ხაზს უსვამს სისწრაფეს, ნდობას და ცნობიერებას. ბუნებრივი ელეგანტურობა გამოხატულია Trussardi – ს მამაკაცის ტანისამოსის კოლექციის მეშვეობით: ესთეტიურად მიმზიდველ გარეგნობას, ბაიკერის ტყავის ქურთუკი სპორტულ ხასიათს მატებს, რაც დღესდღეობით თანამედროვე მოდის ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციაა. 

TRUSSARDI RIFLESSO–ს შეძენა VOULEZ-VOUS-ს ფილიალებშია შესაძლებელი 30, 50 და 100 მილილიტრიანი ფლაკონებით. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com