Elie Saab -“Girl of Now”

მსოფლიო პარფიუმერული სამყაროს სიახლეებს, როგორც ყოველთვის პირველი პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ გვამცნობს. ინდივიდუალური, თამამი, განსხვავებული, ყოველთვის ყურადღების ცენტრში მყოფი , მოდის მიმდევარი-ასეთია Elie Saab-ის თანამედროვე გოგონა.

“Girl of Now” სუნამო სახელწოდებას ამართლებს — ის ახალგაზრდა, თანამედროვე ქალის არომატია ,რომლებიც არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები, ღამის ცხოვრების მოყვარულები, წარმოდგენილია სამი გოგოს ტიპი: ცოტა მოკრძალებული, ცოტა უფრო თამამი, რომანტიკოსი და ენერგიული, შეიძლება ითქვას ,რომ Elie Saab-მა შექმნა სუნამო, რომელშიც ყველა ქალბატონი თავის თავს აღმოაჩენს.

GIRL of NOW-ს “ მადისაღმძვრელ და ყვავილოვან არომატს, ფორთოხლის ყვავილის, ფაჩულის, ნუშის ექსტრაქტის, მანდარინის, მსხლისა და მოხალული ფისტის ნაზავი ქმნის. სუნამოს ფლაკონს Elie Saab-ის აქსესუარების და სამოსის თანმდევი დეტალი ულამაზესი ყვავილი ამშვენებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com