სილამაზის რეცეპტები ნინო ცხოვრებაშვილისგან

ნინო ცხოვრებაშვილისგან – ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ბუტიკური კლინიკა “Aesthetic Corner”

პროფესია 30 წლის წინ აირჩია და დღემდე არ ნანობს. ნინო ცხოვრებაშვილმა დერმატო- კოსმეტოლოგიაში ძალების მოსინჯვა ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო, როცა ეს სპეციალობა მედიცინაში ახალი იყო. თავად ამბობს, რომ ესთეტიკური მედიცინის სათავეებში მოხვდა. სწორედ მაშინ ჩამოიტანა ის ახალი მეთოდები, რომელიც ქართველი ქალბატონების თვის სრულიად გაუგებარი იყო. „არ იყო საზოგადოება მზად ამ ყველა ფრისთვის, როგორც იტყვიან გაუკვალავში სიარულს უფრო წააგავდა ეს ყველაფერი. მთელს ჩემს განათლებას ვახმარდი თითოეულ პაციენტს, რომ დეტალურად ამეხსნა მათთვის ყველაფერი და ისინი შედეგით კმაყოფილები ყოფილიყვნენ.“

დღეს ნინო ცხოვრებაშვილი “Aesthetic Corner”-ის დამფუძნებელია. ბუტიკური სტილის კლინიკაში თითოეულ პაციენტს განსაკუთრებულად მასპინძლობენ. ძლიერი გუნდი და ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია “Aesthetic Corner”-ის მთავარი სავიზიტო ბარათია.

– ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?

– ჩემი 30 წლიანი ექიმობის პერიოდში 20 წელი მიძღვნილი მაქვს ესთეტიკური მედიცინისთვის. როგორც დამოუკიდებელი ექიმი, ვმუშაობდი რამდენიმე კლინიკაში. დრომ მოიტანა, გამეკეთებინა საკუთარი ცენტრი. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის თვის მაღალი მოთხოვნები მაქვს დაწესებული, ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ რაღაც საქმეს წამოიწყებ, ის სრულყოფილად უნდა გააკეთო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დავუთმე. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება მაქვს. იმ პერიოდიდან დღემდე, წელიწადში ორჯერ ვესწრები საუკეთესო კონგრესებს, მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის გახსნა?

– ჩემი დიდი სურვილი იყო გამეკეთებინა ექსკლუზიური კლინიკა, სადაც თითოეული პაციენტი თავს კომფორტლად იგრძნობდა. უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვუძღვები “Aesthetic Corner”-ს. ყველა პაციენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული. მათ სილამაზეზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ მათ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

– რა და რა სახის პროცედურები კეთდება “Aesthetic Corner”-ში?

– პროცედურებს რაც შეეხება, აბსოლუტურად ყველა პროცედურას ვაკეთებთ, რაც კი არსებობს ესთეტიკურ მედიცინაში, გარდა ქირურგიისა. მთელი სპექტრი გვაქვს, მაგალითად, სრული ანტიეიჯ თერაპია (აპარატურულიც და თერაპიულიც); ანტი აკნე თერაპია, თავისი ნაწიბურების მოშორებით, ტანის კორექციის სრული პროგრამა, შემდგომი მონიტორინგის ჩათვლით. ლაზერული ეპილაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდები, რომელიც რამდენიმე ლაზერის კომბინაციით ზემოქმედებს თმის ფოლიკულზე ‒ გასაოცარი შედეგებით.

– საინტერესოა, რა პრეპარატებს იყენებთ პროცედურების ჩატარებისას?

– გვაქვს საუკეთესო ხარისხის იტალიური წარმოების რევიტალიზანტები ‒ “IAL SYSTEM”, ასევე მისი ფილერები, რომელიც გასაოცარ შედეგს იძლევა. მე გახლავართ PHITO GEN (“IAL SYSTEM”) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ასევე დისპორტის ოფიციალური ტრენერი. პაციენტებმა ვინც ეს პროცედურა 20 წლის წინგაიკეთა, დღეს იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ადრე. მსგავსი პრეპარატი უამრავია, მაგრამ თავისი შესაძლებლობებით “IAL SYSTEM” ლიდერ პოზიციებს არ თმობს. ჩვენ ვართ ამ პრეპარატების ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში.

კლინიკაში ტარდება პროცედურები პროფესიული შვედური კოსმეტიკით – “CLINICARE”, რომელიც კანში საოცარი შეღწევადობის უნარით გამოირჩევა და ანალოგი არ ჰყავს კანის დეჰიდრატაციის მკურნალობის საკითხში.

– ქალბატონო ნინო, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა?

– ასაკს გააჩნია, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი კანის დაბერების პროცესების შეჩერებაა. სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პროცესი. ახლა კანი 30 წლის ასაკიდან უკვე მისახედია. ეს ყველაფერი კი ჩვენმა ეკოლოგიამ და ცხოვრების რიტმმა გამოიწვია. ხშირად მოგვმართავენ აკნეს სამკურნალოდ. ესეც დაბინძურებული გარემოს დამსახურებაა, რომ ადრეული ასაკიდან გვიწევს გარკვეული პროცედურების ჩატარება.

ჩვენი სლოგანია ‒ შევინარჩუნოთ ბუნებრივი მიმიკა და სახის გამომეტყველება! ეს ნიშნავს, რომ კორექციები ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად მორგებულია და საბოლოო შედეგს პრეპარატებისა და პროცედურების საჭირო კომბინაციით ვიღებთ.

– რატომ გვირჩევთ თქვენთან სტუმრობას?

– ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთან გამორჩეული და კვალიფიციური ექიმების გუნდია. ხარისხზე აღარ ვისაუბრებ, წლებია ერთი დიდი ოჯახი ვართ და დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენ პასუხს ვაგებთ თითოეული პაციენტის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ესთეტიკ ქორნერი

მის.: თბილისი, შარტავას ქუჩა #18ბ

ტელ.: +995593319634,

(32) 2 29 56 61; (32) 2 88 07 09

ელ-ფოსტა: aesthemedi1@gmail.com

www.facebook.com/acorner.ge

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com