ჩინური კულინარიის მასტერკლასი -“Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში

ჩინური სამზარეულო, დღეს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მას საქართველოში არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. “Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ის ჯგუფმა სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ქართველი ქალბატონი მოიწვია, რომლებმაც პირველად სცადეს ბედი ჩინურ კულინარიაში. თიკო დიდავა, ანა ჩოდრიშვილი და თეა ჩანჩიბაძემ სპეციალური კულინარიული მასტერკლასი ჩინელი მზარეულისგან მიიღეს. მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელებმა სამი ყველაზე პოპულარული კერძი: ბროკოლის სალათი, ქათამი ანანასის სოუსში და კრევეტების სალათი აირჩიეს და მათი მომზადების ტექნიკას დაეუფლნენ.

„ენსემბლი“ საქართველოში ერთადერთი აუთენტური ჩინური რესტორანია ჩინეთის რეგიონების განსხვავებული კერძებით. აქ მზადდება ისეთი შედევრები, რომელიც ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს გააბედნიერებს: ცხარე კერძები სიჩუანიდან, კანტონური კერძები ნაკლებად ცხარე სანელებლებით, რაც ქართულ რეალობასთან უფრო აპრობირებულია და სხვა. რესტორანი უკვე ორი წელია, რაც ფუნქციონირებს. მისი დიზაინი და კონცეფცია სრულიად შეეფერება ძვირადღირებული ჩინური რესტორნის სტილს. მისი შთამბეჭდავი დეკორი, ძვირფასი ჭურჭელი, უზარმაზარი ჭაღები და ჩინეთისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერები „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად არის ქცეული. მთავარი დარბაზის გარდა, „ენსემბლში“ ხუთი განსხვავებული ვიპ ოთახია, რაც აქაურ გარემოს კიდევ უფრო მყუდროს და კომფორტულს ხდის.

ჩვენს მიერ შერჩეული სამი ქალბატონი „ენსემბლის“ ხშირი სტუმარია, თუმცა დღეს ისინი შეიკრიბნენ, არა როგორც დამგემოვნებლები, არამედ „დიდი კულინარის“ როლი მოირგეს. მზადების პროცესი ძალიან სახალისოდ წარიმართა, თუკი გავითვალის წინებთ იმას, რომ სამ მშვენიერ ქალბატონს საკუთარ გამოცდილებას ძალიან კეთილგანწყობილი ჩინელი შეფი უზიარებდა.

ანა ჩოდრიშვილი – (სარეკლამო კომპანია „მოზაიკა“)

„მოზაიკა“ არის სარეკლამო სააგენტო და სწორედ აქედან გამომდინარე, ძალიან ხშირად გვიწევს დამკვეთებისთვის ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისად ჩვენთვის “Hotels & Preference Hualing Tbilisi”, როგორც ბიზნეს კატეგორიის სასტუმრო ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცით და დახვეწილი სამზარეულოთი, არის ძალზე საინტერესო და მიმზიდველი. ჩვენ არაერთხელ გვითანამშრომლია ჰუალინგ თბილისთან და მომავალშიც საინტერესო ივენთების ჩატარებას ვგეგმავთ. მიხარია, რომ პარტნიორები ვართ. სასურველი სივრცეების გარდა, დამკვეთებს შეგიძლია შესთავაზო მაღალი ხარისხის ოთახებიც. ასევე მინდა აღვნიშნო მათი მაღალი დონის შეფ-მზარეულები, ეს ჩვენთვის, როგორც სარეკლამო სააგენტოსთვის დიდი კომფორტია. გარდა სამსახურისა, ისედაც გურმანი ვარ, მაინტერესებს სხვადასხვა სახის კერძები, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ჩინური სამზარეულოა და სწორედ ამიტომ „ენსემბლის“ ხშირი სტუმარი ვარ. მიხარია, რომ დღეს საშუალება მომეცა ჩინელი მზარეულის მასტერკლასს დავსწრებოდი“.

თიკო დიდავა – „მიყვარს ჩინური სამზარეულო და აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ. ჩემი საყვარელი კერძი „გუმბაოა“ და ვფიქრობ, რომ ამ რესტორანში განსაკუთრებულად გემრიელად ამზადებენ. საინტერესო მასტერკლასი გამოგვივიდა. ვისწავლე სამი განსხვავებული კერძის მზადების ტექნიკა, იმედი მაქვს, სახლშიც დამოუკიდებლად შევძლებ იგივე გავიმეორო“.

თეა ჩანჩიბაძე – (ტურიზმის ადმინისტრაცია)

„როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხშირად ვსტუმრობ “Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ს. აქ ხშირად ვატარებთ ინფო და პრესსტურებს უცხოეთიდან ჩამოსული ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის. უცხოელ სტუმრებს მოსწონთ, როდესაც თბილისში ასეთი მაღალი ხარისხის სასტუმროს აღმოაჩენენ. რაც შეეხება კულინარიას, ჩინური სამზარეულოს მოყვარული ვარ და მიხარია, რომ ეს ადგილი აღმოვაჩინე. პირველად დავესწარი მომზადების პროცესს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მივიღე”.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com