უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მაღალ განვითარებული ტექნოლოგია, ‒ ეს არის ის ყოველივე, რაც ქმნის განუმეორებელ „ლეგატოს“.
ევროპული საკონდიტრო „ლეგატო“ ქართველი და ებრაელი ინვესტორების მიერ არის დაარსებული და ქართველ მომხმარებელს 2012 წლის მაისიდან ანებივრებს მაღალი ხარისხის ტკბილეულით. 2016 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა „ლეგატოს” მიანიჭა დარგის ლიდერის საპატიო წოდება. „ლეგატომ“ ამ დროის განმავლობაში მომხმარებლის დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა და ახლა უკვე გადაწყვიტა კაფე-რესტორნების დამატება. რებრენდინგის საშუალებით „ლეგატო“ თავის ერთგულ მომხმარებელს განუმეორებელი იტალიური კერძებითაც ანებივრებს;
მუსიკაში ტერმინი „ლეგატო“ იდეალურად შეესაბამება კაფე-რესტორნის სახელს და მის კონცეფციას რაც „ერთი ბგერიდან“ ‒ საოცარი ტკბილეულიდან „მეორე ბგერაზე“ ‒ განუმეორებელ კერძებამდე თანდა-თანობით, პაუზის გარეშე გადასვლას ნიშნავს…
„ლეგატოს“ ფილიალები: აბაშიძის #42, ყაზბეგის გამზირი #24, პეკინის #25 ‒ ეს, ის ადგილებია, სადაც კვალიფიცირებული პერსონალი იზრუნებს თქვენს კომფორტზე, სადაც დღის ნებისმიერ პერიოდში შეძლებთ დატკბეთ იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეულის გია გაჩეჩილაძის მიერ მომზადებული განუმეორებელი ტრადიციული იტალიური კერძებითა და ევროპული ტკბილეულით.
საკონდიტრო „ლეგატოს“ სიახლეებზე და ახალ ფილიალზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფიო დვალიშვილი გვესაუბრება:
სოფიო დვალიშვილი – „ლეგატოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
– დავიწყოთ თავიდან, სოფიო, საიდან გაჩნდა პირველად „ლეგატოს“ გახსნის იდეა?
– იდეა წლების წინ გაჩნდა, იმ პერიოდში თბილისში რეალურად არ არსებობდა ადგილი, სადაც ტკბილეულს ‒ ნატურალურს და თან ევროპულ გემოსთან მიახლოებულს სადმე მიირთმევდით, ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული ნიშა ქართულ ბაზარზე ევროპული საკონდიტროთი დაგვეკავებინა. დავუკავშირდით ისრაელის კონდიტერთა ასოციაციის პრეზიდენტს, ჯეკი ხაზანს და აქტიურად დავიწყეთ მასთან თანამშრომლობა;
მან მოგვცა რეკომენდაციები, დავაკომპლექტეთ პერსონალი, ჩამოვიტანეთ იტალიური დანადგარები და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, აბაშიძის N42-ში, პირველი „ლეგატო“ გავხსენით. ამ სივრცეში გაერთიანებულია კონდიტერია და ბეიკერია. ჩვენთან ყველაფერი ადგილზე მზადდება და ცხვება.
– როგორც ვიცით, ევროპულ საკონდიტრო „ლე გატოს“ დღეს უკვე კაფე-რესტორანი დაემატა.
– დაახლოებით ერთი წლის წინ „ლეგატოს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ევროპული საკონდიტრო „ლეგატოს“ ქოლგის ქვეშ თბილისში გახსნილიყო კაფე-რესტორანი და ქართველი გურმანებისთვის იტალიური სამზარეულო შეგვერჩია. ვინაიდან „ლეგატო“ ფრანგული, იტალიური ანუ ევროპული საკონდიტრო იყო, აქცენტი იტალიურ სამზარეულოზე გავაკეთეთ. ყაზბეგის N24 (ყოფ. პავლოვის ქ.) ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნამდვილი, იტალიური კერძები დააგემოვნოს; ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ მომხმარებელს: სენდვიჩები, „სუპები“, სალათები, იტალიური პასტების დიდი არჩევანი, ქათმისა და თევზის კერძები, თუმცა, ძირითად აქცენტს მაინც ბურატა, რავიოლი და ფეტუჩინზე ვაკეთებთ, ანუ
ნამვდილ იტალიურ სამზარეულოზე. რესტორან „ლეგატოში“ მენიუს ფართო არჩევანთან ერთად საკვების საოცრად მდიდარი პალიტრა დაგხვდებათ, რომელსაც სპეციალურად იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეული გია გაჩეჩილაძე, ყოველდღიურად, ქართველი და უცხოელი სტუმრების თვის ამზადებს. იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენი მენიუც უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ „პასტა ფრესკოს“ მიმართულებით. სამომავლოდაც გვაქვს გეგმაში, რომ პერიოდულად მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლეები. დავამატებთ ახალ-ახალ კერძებს მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია „ლეგატოს“ სტუმრებს
მუდმივად ჰქონდეთ ახალი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა.
– „ლეგატო“ ცნობილია ნატურალური გემოთი. ადგილობრივ პროდუქციას იყენებთ თუ იმპორტულს?
– „ლეგატოს“ საკონდიტრო უკვე წლებია ცნობილია მისი პროდუქციის მაღალი ხარისხით ‒ უგემრიელესი ტკბილეულობით და პურ-ფუნთუშეულობით, ჩვენს საკონდიტროს სტაბილური მომხმარებელი ჰყავს, რომელიც აფასებს „ლეგატოს“ ხარისხს და მაღალი სტანდარტების პროდუქციას. ყოველდღიურად კერძები უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე მზადდება. როგორც კონდიტერიისთვის, ასევე რესტორნების ქსელისთვის საუკეთესო ნატურალური პროდუქტის შესყიდვა ქართულ ბაზარზე ხდება, ხოლო ისეთი ნედლეული, რომელიც არ მოიპოვება ჩვენს ქვეყანაში, იმპორტირდება ევროპის ბაზრიდან.
– რამდენი ადამიანია დასაქმებული „ლეგატოს“ სამივე ობიექტზე?
– „ლეგატოს“ კაფე-რესტორნების ქსელში, სამივე ობიექტზე ჯამში, ამ ეტაპზე, დასაქმებუ ლია 100-მდე ადამიანი. თითოეულმა თანამშრომელმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული გადამზადების ტრენინგ კურსები გაიარა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პერიოდულად ჩამოგვყავს უცხოელი კონდიტერები, რომლებიც საკონდიტრო რეცეპტების განახლებაში გვეხმარებიან. რესტორნის მიმართულებით პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე შეფ-მზარეული თავადვე ზრუნავს.
– როგორია „ლეგატოს“ სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს „ლეგატოს“ კაფე-რესტორნის ქსელის გაფართოება. ამ ეტაპზე თბილისში „ლეგატოს“ სამი ობიექტი განაწილებულია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, ამჟამად კი გადავწყვიტეთ, ქალაქში, კიდევ ერთი ობიექტი დავამატოთ. ადგილი შერჩეული გვაქვს ‒ „ლეგატოს“ კაფე-რესტორანი ძველი თბილისის ტერიტორიაზე გაიხსნება, სადაც უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება, არა მარტო კონდიტერია-ბეიკერიაზე, არამედ რესტორანზე და ნამდვილ იტალიურ სამზარეულოზე. ასე რომ „ლეგატო“, ქართულ ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას აქტიურად აგრძელებს.
კერძების ხარისხზე, მათ ექსკლუზიურობაზე, ტკბილეულისა და კერძების ტანდემზე, ახალ მენიუზე ‒ იტალიიდან სპეციალურად მოწვეული შეფ-მზარეული, ბატონი გია გაჩეჩილაძე გვესაუბრება:
გია გაჩეჩილაძე – „ლეგატოს“ შეფ-მზარეული
– ბატონო გია, გვიამბეთ საკუთარ თავზე და კულინარიისკენ სწრაფვაზე.
– 20 წლის ვიყავი, როდესაც მამის დახმარებით ჩემი საყვარელი პროფესია ავირჩიე ‒ მზარეულობა. ამ პროფესიამ პირველივე დღიდან ისეთი დიდი გავლენა მოახ დინა ჩემზე, რომ საბოლოოდ ხე ლოვნების დონემდე შევიყვარე. 22 წლის გან მავ ლობაში ვიცხოვრე და ვიმუშავე ჩემთვის მეორე სახლად აღიარებულ ქვეყანაში ‒ იტალიაში. მართალია, თავდაპირველად არ ვიყავი იტალიურ სამზარეულოში გათვიცნობიერებული, მაგრამ ბევრი შრომის შედეგად, ყველაფერი ვისწავლე და ავითვისე. წლების მანძილზე უამრავი საკუთარი, უნიკალური, რეცეპტი მაქვს შექმნილი, ასევე მაქვს საკუთარი 5 ხელნაწერი, რომლის გამოცემასაც ვგეგმავ სამომავლოდ. სწორედ იტალიურმა სამზარეულომ დამაკავშირა „ლეგატოსთან“.
– რითი გამოირჩევა „ლეგატოს“ ახალი მენიუ?
– კაფე-რესტორნების ქსელი „ამაყობს იტალიური სამზარეულოს კლასიკური მზადების წესით. ჩვენს რესტორნებში უკლებლივ ყველა კერძი ხელით კეთდება, არ არის გამოყენებული ქარხნული ტექნოლოგია და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ასეთი წესით სხვაგან არსად მზადდება. „ლეგატოს“ მენიუში შემავალი თითოეული კერძი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტით, რაც მომხმარებელს განუმეორებელი გემოს აღქმის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენს მენიუში შეხვდებით: ბურატტას, რავიოლის, ტორტელინის, ფეტუჩისა და თევზის კერძებს და მრავალ სხვას… ხორცისა და თევზის კერძები ჩვენთან განსაკუთრებულად მზადდება, პროდუქტი ყოველთვის ახალია, ხოლო მისი დამარინადება წინასწარ არ ხდება, რადგან გვსურს, მომხმარებლამდე მაქსიმალურად ნატურალური და ჯანსაღი კერძი მივიდეს.
– რამდენად ხშირად იყენებთ იმპროვიზაციას? ცვლით თუ არა იტალიურ კლასიკურ რეცეპტებს?
– რაც შეეხება კლასიკურ კერძებს, ვთვლი, რომ არ მაქვს შეცვლის უფლება, რადგან უმნიშვნელო დეტალის ცვლილებით შეიძლება სრულიად განსხვავებული რეცეპტი მივიღოთ. ასევე გვაქვს საკუთარი რეცეპტით შექმნილი საფირმო კერძებიც. „ლეგატოში“ ხშირად ვმოქმედებ სპონტანურად, რაც მეხმარება კიდევ უფრო დავიხვეწო, როგორც შეფ-მზარეული. იმპროვიზაციით მომხმარებელიც აღფრთოვანებული რჩება.
– მომავალში, თუ აპირებთ ახალი კერძების შემატებას?
– რა თქმა უნდა, ლეგატოში ყოველ 5-6 თვეში ახლდება მენიუ, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველთვის ინოვაციური კერძები შევთავაზოთ მომხმარებელს. ჩვენი ნატურალური პროდუქტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ შევქმნათ ახალი და უნიკალური რეცეპტები.