La Clinique ‒ ადგილი, სადაც თქვენზე ზრუნავენ!

La Clinique-ის რეკომენდაციები

გარანტირებული ხარისხი და სილამაზეზე უსაფრთხო ზრუნვა. La Clinique-ში პროფესიონალი ექიმები სრული პასუხის მგებლობით იზრუნებენ თქვენს ჯანმრთელობაზე. კლინიკა ზაფხულში გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ თქვენ დაგხვდებათ ლაზერული ეპილაციის უახლესი, 2017 წლის აპარატი “Soprano ICE Platinium”-ი, რომელსაც სამი სხივის ეფექტი აქვს ერთ მანიპულაში: დიოდი, ალექსანდრიტი და ნეოდიუმი. ასევე, სოლარიუმის უახლესი მოდელი სპეციალური სპირალური ნათურებით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს სხეულის დაწვის რისკს.

რევოლუციური Soprano ICE Platinium-ი მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტების არჩევანია. აღნიშნულმა აპარატმა მთელ მსოფლიოში მოახდინა გადატრიალება და მოიპოვა აღიარება, როგორც ყველაზე უსაფრთხო, უმტკივნეულო და ხანმოკლე ლაზერული ეპილაციის მეთოდი.

Soprano ICE Platinum-ი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ლაზერული ეპილაციის აპარატია, რომელიც ერთ უნივერსალურ მანიპულაში აერთიანებს სამ მაღალ ტექნოლოგიურ ლაზერულ სხივს (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი).

თამუნა კერძაია – La Clinique-ს დამფუძნებელი

ლაზერული ეპილაციით ჭარბთმიანობის მკურნალობის შესახებ ჩვენს კითხვებს კლინიკა “La Clinique”-ის ლაზერო-თერაპევტებმა ლიკა პაპავამ და ანა დულარიძემ უპასუხეს:

– ლიკა, სეზონის რომელ პერიოდში უნდა მოგმართოთ პაციენტმა იმისთვის, რომ მკურნალობას შედეგი ჰქონდეს?

– დიდი მნიშვნელობა აქვს რა დროს დაიწყება მკურნალობა. მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგები რეკო- მენდაციას უწევენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდს, როდესაც კანი არ არის გარუჯული, ხოლო მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანია. მიზნის მისაღწევად აუცილებელია 5-დან 8 პროცედურის ჩატარება. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია. ანგარიშგასაწევია პაციენტის ჰორმონალური ბალანსი, მისი გენეტიკა, ცხოვრების რეჟიმი და სწორი კვება. ჩვენი აპარატით მკურნალობა უმოკლეს დროში სასურველი შედეგის მიღწევის უნიკალური შანსია.

– ანა, რით გამოირჩევა Soprano IcePlatinum-ის ლაზერული აპარატი?

– Soprano ICE Platinium-ს აქვს სამი სხივი: დიოდი, ნეოდიუმი და ალექსანდრიტი, რომლებიც მოქმედებს ერთ დროულად და აღწევს დერმამდე. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო, მნიშვნელობა არ აქვს თმისა და კანის ფერს და შედეგიდგება პირველივე სეანსიდან.

– შესაძლებელია თუ არა პროცედურის გარუჯულ კანზე ჩატარება?

– Soprano ICE Platinium-ით შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა. მუქი ფერის კანისთვის აპარატს აქვს სპეციალური სამკურნალო ტალღა, რომლითაც სრულიად უსაფრთხო და შედეგიანია გარუჯულ კანზე მკურნალობა და, რაც მთავარია, უმტკივნეულო.

– ლიკა, რა ასაკიდან არის რეკომენდირებული და რა შემთხვევაში უნდა შევიკავოთ თავი ლაზერული ეპილაციისგან?

– ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. გოგონების შემთხვევაში, მთავარია, პირველი ციკლიდან გასული იყოს ერთი წელი. რაც შეეხება აკრძალვებს, Soprano ICE Platinium-ით არ არსებობს აკრძალვები, მხოლოდ დროებითი შეზღუდვაა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის კლინიკაში გვაქვს მაქსიმალურად დაბალი ფასები. ეს არ არის ფუფუნება, დღეს, 21-ე საუკუნეში, ლაზერული ეპილაცია ყველა სთვის აუცილებელია.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com