პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი პარი“ ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი სუნამო BVLGARI GOLDEA THE ROMAN NIGHT-ი წარუდგინა.
ბრენდის არსებობა 1884 წლიდან იწყება და დღემდე ანებივრებს ყველაზე დახვეწილ და ელეგანტურ ქალბატონებს. ხარისხი, ფუფუნება, ელეგანტურობა, ქალურობა, მაცდურობა ეს ის თვისებებია, რომლის გაერთიანებითაც იქმნება უნიკალური ბრენდი- BVLGARI.
GOLDEA THE ROMAN NIGHT, GOLDEA-ს ხაზის ოჯახის რიგით „მესამე წევრია“
ამ მომნუსხველი არომატის შემქმნელი, თვით ალბერტო მორილასია. მისი შთაგონება კი მომაჯადოებლად მიმზიდველი მარადიული ქალაქი- რომი და მისი საიდუმლო ღამეების მისტიურობაა.
GOLDEA THE ROMAN NIGHT-ის მთავარი სურნელები: ბერგამოტი, შავი წიწაკა და თუთაა, ხოლო „მეორეხარისხოვან“ სურნელებად: ჟასმინი, ხავერდოვანი ვარდი, ტუბეროზა, ფაჩული, პიონი და შავი მუშკი გვევლინება. სუნამოს ფლაკონიც კლასიკური, შავი ოვალური ფორმისაა, რაც ხაზს უსვამს სუნამოს ელეგანტურობას, მისტიურობასა და დახვეწილობას.
სუნამოს ინსპირაცია დედოფალი კლეოპატრა გახლავთ. გრძნობებით, მაცდურობით და ქალურობით სავსე სუნამო GOLDEA THE ROMAN NIGHT-ის სახე ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდია, რომლის გარეგნობაც ზუსტად ასახავს სუნამოს კონცეფციას- ჰადიდი სუნამოს მსგავსად სპონტანური, სექსუალური, ქალური, ამავე დროს, ცივი და მიმზიდველია.
სუნამოს შეძენა შესაძლებელია „ისი პარის“ ნებისმიერ მაღაზიაში 25, 50 და 90 მილიგრამიან შეფუთვებში.