BOSS BOTTLED – ჰუგო ბოსის ლეგენდარული არომატი და MAN OF TODAY ანუ ჩვენი დროის მამაკაცი

 მამაკაცისთვის შექმნილი HUGO BOSS-ის ელეგანტური და კლასიკური კოსტუმი ბრენდის სავიზიტო ბართია. უზადო დიზაინი და ხელოვნების დონემდე აყვანილი სამკერვალო ოსტატობა ერთობლიობაში ქმნის კოსტუმს, რომელიც იდეალურადაა მორგებული მამაკაცზე, ანიჭებს რა მას HUGO BOSS-ისთვის დამახასიათებელ დახვეწილ და ელეგანტურ იმიჯს. 

მამაკაცისთვის სწორად შერჩეული სუნამო იდეალურად მორგებული კოსტუმივითაა, რომელიც სრულყოფს მის იმიჯს. სწორედ ასეთი სუნამოა HUGO BOSS -ის ლეგენდარული არომატი – BOSS BOTTLED, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს მთელს მსოფლიოში. 

ეს არომატი პირველად 1998 წელს გამოვიდა და დღიდან გამოშვებისა 60 მილიონზე მეტი ფლაკონი გაიყიდა. 

სიცოცხლით სავსე ვაშლის ენერგიული ზედა ნოტები განსაზღვრავს წინსვლის მაქსიმალურ სურვილს. ამავდროულად, არასტანდარტულ გულის ნოტებში დომინირებს ნემსიწვერას აკორდი, რომელიც ერწყმის სანელებლების ეგზოტიკურ ნოტებს, რაც ერთობლიობაში ისეთივე უნიკალური და კონტრასტულია, როგორც იმ მამაკაცის ბუნება, ვისთვისაც ეს არომატია შექმნილი. ვანილის აკორდით გაძლიერებული არომატის ხის საბაზისო ნოტა თავდაჯერებულობას მატებს HUGO BOSS-ის მამაკაცს. 

ამ სუნამოს სლოგანია MAN OF TODAY ანუ ჩვენი დროის მამაკაცი. 

MAN OF TODAY-ის კამპანიით ეს ლეგენდარული არომატი პირველად 2014 წელს წარსდგა მომხმარებლის წინაშე. ამ კამპანიით HUGO BOSS -მა სათავე დაუდო მსჯელობას თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის წარმატებული მამაკაცი თანამედროვე სამყაროში, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და HUGO BOSS-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ კამპანიად იქცა. 

2017 წლის შემოდგომაზე HUGO BOSS-მა BOSS BOTTLED-ის ახალი სახე წარადგინა. ეს გახლავთ ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი – კრის ჰემსვორთი. ფართო საზოგადოება მას შემდეგი ფილმებიდან იცნობს: რბოლა (Rush), ფიფქია და მონადირე (Snow white and the huntsman), შურისმაძიებლები (The Avengers), თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია თორი (Thor), რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. 

კრის ჰემსვორთი ნათელი მაგალითია ჩვენი დროის წარმატებული მამაკაცის, რომელიც საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დაცვით მამაკაცურობის სხვადასხვა ასპექტის დემონსტრირებას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ახალი სახის წარდგენით HUGO BOSS-მა MAN OF TODAY-ის კამპანიის ახალი ეტაპი წამოიწყო. BOSS BOTTLED–ის არომატი კვლავაც რჩება თანამედროვე მამაკაცის შთაგონების წყაროდ, რომელმაც საკუთარი ქმედებებით და ღირებულებებით უნდა წარადგინოს საკუთარი თავი. BOSS–ის MAN OF TODAY ანუ ჩვენი დროის მამაკაცი ძალიან მრავალფეროვანია. იგი მგზნებარეა და რეალურად აფასებს მოვლენებს, ამასთანავე, წარმატებული და საკუთარი პრინციპების ერთგულია. ის წარმატებას აფასებს არა მატერიალური თვალსაზრისით, არამედ იმ განვლილი გზით, რამაც წარმატება მოუტანა. ჩვენი დროის მამაკაცის სწრაფვა წარმატებისკენ ყოველთვის ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომლის დემონსტრირებასაც ის ყოველდღიურად ახდენს ცხოვრებაში. 

BOSS–ის თვალსაზრისით, MAN OF TODAY ანუ ჩვენი დროის მამაკაცი მუდამ ძიებაშია და თავისი სიტყვის ერთგულია. პატიოსნება, გულწრფელობა, სანდოობა, თანაგრძნობის უნარი და საზოგადოების წინაშე ვალდებულება, მხოლოდ ნაწილია იმ თვისებებისა, რომლებიც მას ახასიათებს. ამგვარად, Boss Bottled-ის არომატი რჩება იმ იდეალების ერთგული, რაც უნდა ახასიათებდეს წარმატებულ მამაკაცს თანამედროვე სამყაროში. ეს არის ჩვენი დროის მამაკაცის არომატი. 

არომატი ისეთივე თანამედროვეა და ისევე შეესაბამება დროს, როგორც მისი წარდგენის პირველივე დღეებში. Boss Bottled–მა ნამდვილად გაუძლო დროის გამოცდას და ის ახლაც თანამედროვე მამაკაცის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. 

არსებობს Boss Bottled-ის განსხვავებული ვერისები, როგორიცაა Boss Bottled Night, Boss Bottled Unlimited, Boss Bottled Oud. თუმცა ამ სუნამოს ორი მთავარი მეწყვილე ჰყავს: 2016 წელს გამოვიდა კლასიკური არომატის უფრო ინტენსიური ვერსია, Boss Bottled-ის სუნამოს წყალი – Boss Bottled intense Eau de parfum, ხოლო 2017 წლის მარტიდან HUGO BOSS-მა კლასიკური არომატის უფრო გრილი და მსუბუქი ვერსია – Boss Bottled Tonic შესთავაზა მომხმარებელს. Boss Bootled, Boss Bottled Tonic-თან და Boss Bottled intense edp-თან ერთად ქმნის Boss Bottled-ის სუნამოების კოლექციის წამყვან სამეულს. 

წელს, 2017 წლის შემოდგომაზე, Boss Bootled-ის ახალი სახის და MAN OF TODAY-ის კამპანიის ახალი ეტაპის აღსანიშნავად, HUGO BOSS მომხმარებელს ლიმიტირებულ გამოშვებას – Boss Bottled Man Of Today Edition-ს სთავაზობს. ამჯერად, BOSS BOTTLED Man of today Edition-ის სახით HUGO BOSS გთავაზობთ ლეგენდარული და ყველასთვის საყვარელ BOSS BOTTLED-ის არომატს განსხვავებული შეფუთვით, რომელიც ერთჯერადად გამოიცემა და შესაბამისად, მისი რაოდენობა შეზღუდულია. 

BOSS BOTTLED – წარმოდგენილია 30მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში. 

BOSS BOTTLED MAN OF TODAY EDITION – წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში. 

BOSS BOTTLED TONIC – წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში. 

BOSS BOTTLED INTENSE EAU DE PARFUM – წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში. 

ინგრედიენტები 

BOSS BOTTLED (ზედა ნოტი: ვაშლი, გულის ნოტები: ნემსიწვერა, დარიჩინი, ქვედა ნოტები: ხის ნოტები, ვანილი) 

BOSS BOTTLED MAN OF TODAY EDITION (BOSS BOTTLED-ის ლეგენდარული არომატი, ამჯერად განსხვავებული შეფუთვით, რომელიც ერთჯერადად გამოიცემა და მისი რაოდენობა შეზღუდულია) 

BOSS BOTTLED INTENSE EAU DE PARFUM (ზედა ნოტი: ვაშლი, ფორთოხლის ყვავილი, გულის ნოტები: ნემსიწვერა, მიხაკი, დარიჩინი, ბაზა: ხის ნოტები) 

BOSS BOTTLED TONIC (ზედა ნოტები: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, გულის ნოტები: ჯანჯაფილი, დარიჩინი, ქვედა ნოტი: ხის ნოტები) 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com